/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-გამარჯობა, დეკემბერᲨი Ჩემი ბუᲭი გახდება 2 წლის, ასსვე ავᲦნიᲨნავ იზრდდბა ორ ენოვან ოჯახᲨი, მეუᲦლე Თურქი მყავს, მე ქარᲗველი ვარ, ახლა გადავიდეᲗ ᲨეკიᲗხვაზე, როცა ცეᲫახი სახელს იყურება ეგრევე მომხედავს ხოლმე, ხანდახან სამჯერ ვეᲫახი არ იყურება მაგრამ იცინის, მეᲗამაᲨება ᲗიᲗქის ვერ გაიგო, Თვალის კონტაქტი გვაქვს, როცა ვესაუბრები, მიყურებს ᲗვალებᲨი.. Ჩამეხუტე მაკოცე ყველაფერს ამას აკეᲗებს, არ საუბრობს ჯერ, მხოლიდ დედა და მამას ამბობს, Თუმცა რასაც ვესაუბრები ესმის ყველაფერი, ხანდახან როცა რაᲦაცას ვუᲨლი იბუტება და გარბის, ხან კივის, საᲭმელი Თუ არ მოეწონა არ მიირᲗმევს, ᲗეფᲨიდან ორნაირ საკვებს ირᲩევს, როცა Ძილი ერევა იწყებს ტირილს, ვარდება პანიკაᲨი, ᲗავისიᲗ ჯერ არ დაუწყია Ჭამა, უნდა მაგრამ რომ არ მოიᲗხვაროს სახე არ ვაᲫლევ კოვზს, მოკლედ რაც ავᲦწერე არის Თუ არა აუტიზმის მანიᲨნებელი? პედიატრᲗან რანდევუ ავიᲦეᲗ მაგრამ დიდი დროა რანდევუმდე, ამიტომ გწერᲗ, Თქვენი აზრი Ძალიან მაინტერესებს.Ჩაციკლული ვარ ამ აუტიზმზე, ყველას აქვს ᲗიᲗქმის და უკვე ტვინᲨი სულ აუტიზმი მიტრიალებს, როცა ცესაუბრები მოსმენა დიდაᲗ არ უყვარს სულ გაფბის ან ᲗამაᲨობს, მანქანებიᲗ Ჩვეულებრივ ᲗამაᲨობს, ატარებს, ბორბლებს არ ატრიალებს როგორც სᲩვევიაᲗ აუტისტებს.რომ არ საუბრობს არის Თუ არა პრობლემა?

-მოგესალმებიᲗ, ხᲨირად გწერᲗ ხოლმე.მოკლედ მყავს 20 Თვის ბიᲭი, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, დᲦეს გამოვიყვანეᲗ ბაᲦიდან დროებიᲗ რადგან, აქვს კოკსაკის ვირუსი, გუᲨინ დილიᲗ არაფერი ჰქონდა, საᲦამოს უმნიᲨვნელოდ ხოლო დᲦეს უკვე დააყარა, Თუმცა სახე და ზურგი სუფᲗა აქვს, სიცხეც არ აქვს, ᲧელᲨი ზემოᲗ ᲗეᲗრად აქვს ლაქები ერᲗი Თვის წინ ენტერო ვირუსიც გამოსცადა,ხოლო 1 წლის წინ ანუ როცა 6 Თვის იყო როტა ვირუსიც, ვცხოვრობᲗ ანტალიაᲨი, აქ ყველა ავად არის არ ვიცი რატომ,მოკლედ მაინტერესებს ვიყავიᲗ პედიატრᲗან დᲦეს და გვიᲗხრა ᲗავისიᲗ გავაო , ნუᲗუ არ არსებობს რაიმე წამალი? და როდის გავუᲨვა ბაᲦᲨი? დაემარᲗა დᲦეს 12.09.2024. მადლობა Თქვენ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

იწვევს თუ არა ბევრი მარილის მოხმარება გულის დაავადებას? - ყველაფერი, რაც გულის უკმარისობაზე უნდა იცოდეთ

საქართველოში გულის უკმარისობა დაახლოებით 70 ათას ადამიანს, 100 000 მოსახლეზე 150 მათგანს აქვს.

ოფიციალური მონაცემებით, ევროპაში მოზრდილი მოსახლეობის 1-2% გულის უკმარისობით დაავადებულია, თუმცა ეს მონაცემები მხოლოდ დიაგნოსტირებულ ნაწილს გულისხმობს. არადიაგნოსტირებული შემთხვევების გათვალისწინებით გულის უკმარისობის მქონე პაციენტთა რეალური რაოდენობა უფრო მაღალი იქნება. გულის უკმარისობის შემთხვევები ასაკის მატებასთან ერთად იზრდება, 55 წლამდე ასაკის ადამიანთა 1% და 70 წელზე მეტი ასაკის თითქმის 10% არის გულის უკმარისობით დაავადებული.

„ნიუ ჰოსპიტალსის“ კარდიოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი რამაზ ბათავანი განმარტავს, რომ გულის უკმარისობის განვითარების რისკს წარმოადგენს: ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესი, სიმსუქნე, თამბაქოს მოხმარება, ალკოჰოლის ჭარბად მიღება, კარდიოტოქსიური პრეპარატების მიღება, არტერიული ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, კორონარული არტერიების დაავადება. დაავადებაზე უფრო დეტალურად თავად რამაზ ბათავანი გვესაუბრება.

რას ნიშნავს გულის უკმარისობა?

გულის უკმარისობა არ არის ცალკე აღებული პათოლოგიური დიაგნოზი, არამედ ისწარმოადგენს სინდრომს, რომელსაც გააჩნია მრავალი გამომწვევი მიზეზი. გულის უკმარისობა არის ისეთი პათოლოგია,როდესაც სტრუქტურული ან/და ფუნქციური დარღვევების გამო, გული დატვირთვის ან/და მოსვენების დროს სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს ორგანიზმის მომარაგებას სისხლის საჭირო რაოდენობით. მას ახასიათებს: ქოშინი, ტერფების შეშუპება და დაღლილობა. გულის სტრუქტურულ და ფუნქციურპათოლოგიას კი ახლავსსხვა ნიშნები: საუღლე ვენური წნევაიმატებს, ფილტვებში მოისმინება სველი ხიხინი. ამ დროს ასევე იზრდება გულშიდა წნევა.

რა იწვევს გულის უკმარისობას? მართალია, თუ არა რომ ბევრი მარილის მოხმარება დაავადების მაპროვოცირებელია?

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა მტკივნეული ორივე მხრიდან და იღლია მაგრამ მარჯვენა მხარე იღლია და მხარი საღამოს იმატებს ტკივილი რისი ბრალი შეიძლება იყოს და ვის უნდა მივმართო?</p>

გულის უკმარისობას ბევრი მიზეზი აქვს. ეს შეიძლება იყოს როგორც თვითონ გულის სტრუქტურული დაზიანება, ასევე სხვა სისტემების პათოლოგიები, რომლებიც მეორადად გულის უკმარისობას იწვევენ. გულის უკმარისობის მიზეზებია: გულის იშემიური დაავადება ანუ გულის მკვებავი გვირგვინოვანი არტერიების შევიწროება, არტერიული ჰიპერტენზია (მაღალი წნევა), გულის სარქვლების დაზიანება, არითმიები, კარდიომიოპათიები (ვირუსული ინფექციების ან კარდიოტოქსიური პრეპარატებით ან ტოქსინებით გამოწვეული), ინფექციები.

ბევრი მარილის მოხმარება დაავადების გამწვავებას უწყობს ხელს. დღეში 5 გრამზე მეტი მარილის მიღება არ არის რეკომენდებული.

როგორ ვითარდება დაავადება? სწრაფად ხდება მისი პროგრესირება თუ ნელ-ნელა ვითარდება?

გულის უკმარისობა მიმდინარეობის თვალსაზრისით არის როგორც ქრონიკული, ასევე მწვავე. ქრონიკული გულის უკმარისობის დროს დაავადების ნიშნები თანდათანობით გამოვლინდება, ხოლო მწვავე უკმარისობა ერთბაშად იწყება და პაციენტს გადაუდებელ დახმარება სჭირდება.

რა სიმპტომებით ვლინდება დაავადება?

გულის უკმარისობისნიშნებია: საერთო სისუსტე, ადვილად დაღლა, ქოშინი მცირე ფიზიკურ დატვირთვაზე, ქვემო კიდურების შეშუპება, მშრალი ხველა, გულისცემის გახშირება.

როდის უნდა მიმართოს პაციენტმა ექიმს?

თუ პაციენტს დაეწყო ადვილად დაღლა, გულისცემის გახშირება, ქოშინი, რაც მის ყოველდღიური ფიზიკური აქტივობას ზღუდავს, მან აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს. გარდა ამისაჰაერის უკმარისობისგაუარესება ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, ხოლო წამოჯდომისას მისი გაუმჯობესება მიუთითებს გულის უკმარისობის არსებობაზე. ამ სიმპტომების გამოჩენისთანავე ექიმთან ვიზიტი და დროული მკურნალობის დაწყება აუცილებელია.

როგორ ხდება დაავადების დიაგნოსტირება? რა მონაცემები ფასდება დიაგნოსტირების დროს?

გულის უკმარისობის დიაგნოსტირება ხდება დაავადების ანამნეზის, ფიზიკური გასინჯვის, ელექტროკარდიოგრაფიის, ექოკარდიოგრაფიისა და ლაბორატორიული ანალიზების მონაცემებით. ექოკარდიოგრაფიით ხდება გულის კუნთის კუმშვადი ფუნქციის, გულის პარკუჭების მოცულობისა და სარქვლების ნაკლოვანების ან პირიქით შევიწროების დადგენა. გულის უკმარისობის დიაგნოსტიკაში ასევე მნიშვნელოვანია ლაბორატორიული ანალიზების ჩატარება, მათ შორის,გულის უკმარისობის მარკერების განსაზღვრა. გულის უკმარისობის მიზეზის დასადგენად ზოგიერთ პაციენტთან საჭირო ხდება დამატებითი კვლევების ჩატარება.

როგორია გულის უკმარისობის მკურნალობის თანამედროვე მეთოდები, რომლებსაც „ნიუ ჰოსპიტალსი“ პაციენტებს სთავაზობს?

გულის უკმარისობის მქონე პაციენტების სამკურნალოდ „ნიუ ჰოსპიტალსს“ თანამედროვე სამედიცინო სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა აქვს. მკურნალობა ხდება მსოფლიოში აღიარებული სამედიცინო გამოცდილებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით, დიაგნოსტირება და მკურნალობა ტარდება მაღალ პროფესიონალი სამედიცინო პერსონალის მიერ. სამკურნალოდ ძირითადად მოწოდებულია მედიკამენტური საშუალებები, გარდა ამისა, საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენება ე.წ. გულის დამხმარე მოწყობილობები, როდესაც საქმე გვაქვს გულის უკმარისობის გამომწვევ სარქვლოვან ან სისხლძარღვოვან დაზიანებასთან, მიმართავენ ქირურგიულ ან/და ინტერვენციულჩარევას.

რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს დაავადებას, თუ მას დროულად არ ვუმკურნალებთ?

ზოგჯერ გულის უკმარისობის სიმპტომებს პაციენტები მიაწერენ ასაკის მატებას და ექიმთან დაგვიანებით მიდიან.დროული მკურნალობის არჩატარების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ფილტვების შეშუპება, სითხის ჩადგომა პლევრის ღრუში, თირკმლების უკმარისობა, ასციტი, ქვემო კიდურების შეშუპება, სისხლის მიმოქცევის მოშლის შედეგადჩნდება ტროფიკული წყლულები, რასაც შეიძლება მოჰყვეს მათი ინფიცირება. გულის უკმარისობის დამძიმების პარალელურად პაციენტების სიცოცხლის ხარისხი მკვეთრად უარესდება, იზღუდება მათი ყოველდღიური აქტივობა, ეწყებათ დეპრესია. შორს წასული გულის უკმარისობის დროს შეიძლება დაისვას გულის გადანერგვის საკითხი.

მკურნალობის შემდეგ ცხოვრებას პაციენტები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ თუ კონკრეტული რეკომენდაციების დაცვა უწევთ ხანგრძლივად, მთელი ცხოვრების მანძილზე?

პირველ რიგში, უნდა დაიცვან ჯანმრთელი ცხოვრების წესი, მოერიდონ თამბაქოს მოხმარებას და ალკოჰოლის მიღებას, ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტები დროულად და რეგულარულად უნდა მიიღონ. შეძლებისდაგვარად აიცილონ თავიდან სტრესული მდგომარეობები და ის მიზეზები, რომლებიც ამწვავებენ გულის უკმარისობას. პერიოდულად მკურნალ ექიმთან კონსულტაციის საშუალებით უნდა მოხდეს დანიშნული მედიკამენტების დოზის კორექცია.

ზოგადად, დაავადების საპრევენციოდ რეკომენდებულიაპაციენტებმა დაიცვან ჯანსაღი ცხოვრების წესი, რაც გულისხმობს სწორ კვებას, რეგულარულ და ზომიერ ფიზიკური აქტივობას, სხეულის წონის კონტროლს.

R

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

ჯო ბაიდენს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს
ჯო ბაიდენს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს
აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს კიბო აქვს. ამის შესახებ მისმა ოფისმა განაცხადა.
სრულად
როგორ არის ერთმანეთთან დაკავშირებული ალტრუიზმი და ბედნიერება

ალტრუიზმი ადამიანს უფრო ბედნიერს ხდის.
სრულად
საერთაშორისო მულტინაციონალური ფარმაცევტული კომპანია GM PHARMA მსოფლიოში მიმდინარე ჰიპერტენზიის კამპანიას წელსაც უერთდება

GM PHARMA-ს ორგანიზებით, პაციენტებს საქართველოს მასშტაბით, უფასო სამედიცინო კონსულტაციითა და კვლევებით სარგებლობა შეუძლიათ.
სრულად
ქრონიკული ვენური დაავადება - რეკომენდაციები ცხელი სეზონისთვის

გაზაფხულ - ზაფხულის სეზონის დადგომასთან ერთად ქრონიკული ვენური დაავადების გამოვლინებები, როგორიცაა ქვედა კიდურებში სიმძიმე, დისკომფორტი, შეშუპების შეგრძნება, წვა, სიმხურვალე იზრდება.
სრულად
რატომ გვტკივა თავი  იასამანის, ჟასმინის და შროშანის სურნელისგან

როგორ მოქმედებს ძლიერი სუნი ჩვენს ტვინზე.
სრულად
შემუშავებულია ართრიტის ექსპრეს დიაგნოსტიკის მეთოდი. დიაგნოსტიკის პასუხი შესაძლებელია 10 წუთში იყოს

Small: შეიქმნა ართრიტის 10 წუთში ექსპრეს დიაგნოსტიკის ტექნოლოგია.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

იწვევს თუ არა ბევრი მარილის მოხმარება გულის დაავადებას? - ყველაფერი, რაც გულის უკმარისობაზე უნდა იცოდეთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები