რა არის შეერთებული შტატების ყველაზე დღეგრძელი ადამიანის დღეგრძელობის საიდუმლო
ბესი ჰენდრიქსი დაიბადა 1907 წლის 7 ნოემბერს აიოვაში, მრავალშვილიან ოჯახში. როდესაც ჰენდრიქსი 13 წლის იყო, დედა გარდაეცვალა.
გოგონას ძმებსა და დებზე უნდა ეზრუნა. მისი ცხოვრების განმავლობაში აშშ-ს 21 პრეზიდენტი შეიცვალა და ორი მსოფლიო ომი მოხდა.
ჰენდრიქსის შვილებს მიაჩნიათ, რომ მათი მშობლის დღეგრძელობის საიდუმლო მის ძლიერ ხასიათსა და დამოუკიდებლობაშია. ის ურთულეს ვითარებაშიც კი არ ნებდება. იუბილარის ვაჟმა, ლეონ ჰენდრიქსმა დედას შრომისმოყვარე და ძალიან მზრუნველი ქალი უწოდა.
ჰენდრიქსმა 115 წლის იუბილე სამ შვილთან ერთად მოხუცთა თავშესაფარში აღნიშნა, სადაც ბოლო პერიოდში ცხოვრობს. ერთი დღით ადრე მის ერთ-ერთ ქალიშვილს, ჯოან შაფერს, 90 წელი შეუსრულდა.
„არ ვიცი, როგორ გამოვხატო ჩემი სიხარული სიტყვებით. ბედნიერი ვარ, რომ დედაჩემი ჯერ კიდევ ჩვენთანაა, ”- აღიარა მან.
გერონტოლოგიური კვლევის ჯგუფის მიხედვით, რომელიც სპეციალიზირებულია 110 წელზე მეტი ასაკის სუპერასწლოვანთა კვლევაში, ჰენდრიქსი მეოთხე ყველაზე ხანდაზმული ადამიანია მსოფლიოში.