ექიმებმა პაციენტის მუცლიდან ფეხბურთის ბურთის ზომის სიმსივნე ამოიღეს

ამის შესახებ Independent იტყობინება.
აზიის ნეფროლოგიისა და უროლოგიის ინსტიტუტში 53 წლის მამაკაცს ოპერაცია ჩაუტარდა. მარცხენა თირკმელზე გაიზარდა ათკილოგრამიანი ნეოპლაზმა და დაიკავა მუცლის ღრუს ორი მესამედი, რამაც გამოიწვია მუცლის შეშუპება და ნაწლავების წანაცვლება. სპეციალისტებს მოუწიათ პაციენტის არა მარტო სიმსივნის, არამედ დაზიანებული მარცხენა თირკმელის ამოღებაც.
„დიდი ძალისხმევით შევძელით სიმსივნის წარმატებით ამოღება. ის იყო ძალიან დიდი, ფეხბურთის ბურთის ზომის. მიკროსკოპული კვლევებით დადასტურდა, რომ ეს იყო ონკოლოგიური წარმონაქმნი - კარცინომა“, - განაცხადა ექიმმა, რომელიც ხელმძღვანელობდა ოპერაციას.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
ორმა ოპერატორმა-უროლოგმა, განაცხადეს, რომ მამაკაცმა დიდი ხნის განმავლობაში ვერ შეამჩნია სიმსივნე, ან იგნორირება გაუკეთა, მიუხედავად ტკივილისა. „ჩვენ გავაფრთხილეთ ის, რომ არ შეიძლება სიმპტომების იგნორირება აუცილებელია რეგულარული მონიტორინგი“, - ხაზგასმით აღნიშნეს ექიმებმა.
პაციენტს არ დასჭირდა დამატებითი თერაპია, რადგან სიმსივნეს არ ჰქონდა დრო სხვა შინაგან ორგანოებზე გავრცელებისთვის.
თირკმლის კიბოს სიმპტომები ხშირად შენიღბულია დაავადების გვიან სტადიებამდე. ხშირად ამ ტიპის კიბო შემთხვევით ვლინდება რუტინული გამოკვლევების დროს. სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს შარდში სისხლს, წელის ტკივილს, თირკმელების ირგვლივ შეშუპებას, დაღლილობას და წონის აუხსნელ კლებას.