იაშვილის კლინიკა სერვისების ნაწილს აჩერებს - კლინიკა სტაციონარული პაციენტების მიღებას წყვეტს
რეგულირების სააგენტოს მიერ ჩატარებული მოკვლევის შედეგად საავადმყოფოში ინფექციების კონტროლის კუთხით არაერთი დარღვევა გამოვლინდა. კლინიკის მენეჯმენტი პრობლემების წლის ბოლომდე მოგვარებას პირობას დებს. ამ დროისთვის იაშვილის კლინიკაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. ოფიციალურ განცხადებაში საავადმყოფო სტაციონარული პაციენტების მომსახურების შეწყვეტის მიზეზად სწორედ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასახელებს, თუმცა კლინიკური დირექტორი აღმოჩენილ დარღვევებს არ უარყოფს.
წაიკითხეთ ასევე
კლებსიელათი, ენტერობაქტერიითა და სერაციით გამოწვეული ინფექციები