მეცნიერებმა დეპრესიის მკურნალობის უჩვეულო შედეგები აღმოაჩინეს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მეცნიერებმა დეპრესიის მკურნალობის უჩვეულო შედეგები აღმოაჩინეს

სერიოზული დეპრესიული მოშლილობის მქონე პაციენტებში, მკურნალობისას, ტვინი შეიძლება „გარდაიქმნას“ რამდენიმე კვირის განმავლობაში.

ცნობილია, რომ სერიოზული დეპრესია უკავშირდება რუხი და თეთრი ნივთიერების მოცულობის ცვლილებას. ამას გარდა მოშლილობისას, ადამიანს გაზრდილი აქვს ნუშისებურუი სხეულის აქტივობა, რომელიც მოქმედებს ემოციურ განცდებზე. ჰიპოკამპისა და ბაზალური ბირთვების აქტივობა, პირიქით შემცირებულია.

მეცნიერების აზრით, არსებობს მჭიდრო კავშირი ადამიანის ტვინის სტრუქტურასა და დეპრესიას შორის. თუ ამ ურთიერთკავშირზე ვიმოქმედებთ, შესაძლებელია გაუმჯობესდეს დეპრესიის მკურნალობა და დიაგნოსტიკა.

კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა დეპრესიის მქონე 109 პაციენტის მაგნიტურ რეზონანსული კვლევა ჩაატარეს, რათა მიეღოთ წარმოდგენა მათი ტვინის მდგომარეობის შესახებ. მოხალისეებს მკურნალობდნენ ელექტროკრუნჩხვითი, ან ფსიქოლოგიური თერაპიით, ან ანტიდეპრესანტებით. პირველი სკანირებიდან 6 კვირის შემდეგ, პაციენტებს ისევ ჩაუტარდათ მაგნიტურ რეზონანსული კვლევა. კვლევების შედეგები შეადარეს 55 ჯანმრთელი მონაწილეს მაგნიტურ რეზონანსული კვლევის შედეგებს.

მიღებული მონაცემებით, პაციენტებს, რომელთაც ყველაზე მეტად გაუუმჯობესდათ მდგომარეობა და სიმპტომები, ასევე აღენიშნებოდათ ტვინის მეტი სტრუქტურული ცვლილებები. ექვსი კვირის შემდეგ ნეირონებს შორის კავშირი ტვინის გარკვეულ უბნებში გაიზარდა, ამასთან ეფექტი დამოკიდბული არ იყო მკურნალობის სახეობაზე.