პაციენტმა ტვინზე ოპერაციის დროს საქსაფონზე დაუკრა

როგორც სპეციალისტებმა დააზუსტეს, ოპერაცია 9 საათი მიმდინარეობდა. ვიდრე მამაკაცის თავის ტვინიდან სიმსივნეს აშორებდნენ, ის მუსიკალურ ინსტრუმენტზე უკრავდა. თუმცა იმპროვიზირებულ კონცერტს თავისი ამოცანა ჰქონდა - ის ექიმებს ქირურგიული ჩარევის დროს, პაციენტის ტვინის ფუნქციის რუქის შედგენის საშუალებას აძლევდა.
მედიკოსების ცნობით, ოპერაცია წარმატებულად ჩატარდა და პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება.