როგორ დავიცვათ თავი ლურჯი სხივებისა და სხვა გამაღიზიანებლებისგან ყოველდღიურ ცხოვრებაში - ოფთალმოლოგ ნანა ჯაფარიძის რჩევები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ დავიცვათ თავი ლურჯი სხივებისა და სხვა გამაღიზიანებლებისგან ყოველდღიურ ცხოვრებაში - ოფთალმოლოგ ნანა ჯაფარიძის რჩევები

ეს გართულებები თავიდან რომ ავიცილოთ, მნიშვნელოვანია თვალი სხვადასხვა ტიპის გამაღიზიანებლისგან ყოველდღიურად დავიცვათ. ეს კი საქართველოში სათანადოდ არ ხდება. დღეს საზოგადოება არ არის საკმარისად ინფორმირებული იმის შესახებ, თუ რამდენად საჭიროა ხარისხიანი მზისგან დამცავი სათვალე, ასევე კომპიუტერის სხივისგან დაცვა, სხვადასხვა ტიპის ლინზებისა თუ სათვალის გამოყენება პრობლემების დროს.

როგორც ოფთალმოლოგი ნანა ჯაფარიძე განმარტავს, თვალის ყოველდღიური დაცვა სხვადასხვა ტიპის გამაღიზიანებლისგან არა მხოლოდ მხედველობის შენარჩუნებისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ მის გაუმჯობესებისთვისაც. მხედველობის პრობლემის გამოსწორება ხდება ოპტიკური სათვალის და ოპტიკური რბილი კონტაქტური ლინზების საშუალებით.

ნანა ჯაფარიძე გვირჩევს როგორ უნდა დავიცვათ თვალი სხვადასხვა ტიპის გამაღიზიანებლისგან:

მზისგან დაცვა

მზე ენერგიის ძირითადი წყაროა, მაგრამ მისი ულტრაიისფერი გამოსხივება საფრთხეს წარმოადგენს ადამიანის კანისა და თვალისთვის იმ შემთხვევაში, თუ დამცავ საშუალებებს არ ვიყენებთ.ის საშიშია თვალისთვის როგორც ზღვის სანაპიროზე მზიან და ღრუბლიან ამინდში, ასევე ზამთარშიც, როდესაც თოვლიდან არეკლილი სხივები ხვდება თვალში. აუცილებელია თვალის დაცვა მზის ულტრაიისფერი გამოსხივებისგან, რისთვისაც საჭიროა:

• ქუჩაში და ბუნებაში სეირნობისას გამოიყენოთ ხარისხიანი მზის სათვალე, რომელიც თვალს ულტრაიისფერი სხივებისგან იცავს 100%-ით.

• არ არის რეკომენდებული პირდაპირ უყუროთ მზეს, განსაკუთრებით, ბინოკლით ან ტელესკოპით.

დაცვა მხედველობითი გადაღლისაგან

როცა თვალები ძალიან დატვირთულია ახლო დისტანციაზე მუშაობით, შეიძლება განვითარდეს მხედველობის პრობლემები. ამიტომ თვალის დასაცავად და კარგი მხედველობის შესანარჩუნებლად, საჭიროა შეამციროთ მხედველობის დაძაბულობა, რისთვისაც შემდეგი წესები უნდა დაიცვათ:

• შეისვენოთ ყოველ ორ საათში 15 წუთის განმავლობაში კომპიუტერთან მუშაობის დროს. გარდა ამისა, ყოველ 20 წუთში მხედველობა უნდა გადაიტანოთ კომპიუტერის ეკრანიდან გარე სივრცეზე.

• გამოიყენოთ კარგი განათება. ცუდი განათების პირობებში მუშაობის დროს თვალი ზედმეტად იღლება.

• საჭიროა თვალის ხშირად დახუჭვა, თვალის დატენიანების მიზნით. მკვეთრად გამოხატული მშრალი თვალის სინდრომის დროს რეკომენდებულია დამატენიანებელი წვეთების გამოყენება.

• გამოიყენოთ სწორად შერჩეული სათვალე ან ლინზა, თვალი რომ არ დაიღალოს ახლო დისტანციაზე მუშაობით.

• კომპიუტერის ეკრანთან, ტელეფონთან და სხვადასხვა ელექტრონულ მოწყობილობასთან მუშაობისას რეკომენდებულია ლურჯი სხივისგან დამცავი ფილტრით სასათვალე ლინზების გამოყენება. კომპიუტერის ეკრანი, ტელეფონი, ახალი თაობის ნათურები ჭარბი რაოდენობით ლურჯ სხივს ასხივებს. ჭარბი რაოდენობით ხანგრძლივად ლურჯი სხივის მოქმედებამ თვალზე შეიძლება გამოიწვიოს თვალის სიწითლე, წვის შეგრძნება, დაძაბულობა, უძილობა.

ოფთალმოლოგი ნანა ჯაფარიძე იმასაც აღნიშნავს, რომ ლურჯი გამოსხივების ბუნებრივი წყარო მზეა. ლურჯი სხივები აუცილებელიც კი არის ყოველდღიურ ცხოვრებაში, მათი ზემოქმედებით ადამიანის ძილის ჰორმონის (მელატონინის) რაოდენობა მცირდება. დაღამებისას, როცა მზის ლურჯი სხივების ზემოქმედება მცირდება, მელატონინი იზრდება და ადამიანი იძინებს.

„მზის გარდა ლურჯი სხივების ხელოვნური წყაროა კომპიუტერის მონიტორები, სმარტფონები, პლანშეტები, ნოუთბუქები, ტელევიზორები, ახალი თაობის ნათურები. ესე იგი ადამიანის თვალი ხანგრძლივი დროის განმავლობაში ჭარბი რაოდენობით ლურჯი სხივების ზემოქმედების ქვეშაა, რის გამოც მათი ნეგატიური ზემოქმედება იზრდება. ვითარება იმითიც რთულდება, რომ არც მოზრდილები და არც ბავშვები იცავენ მთავარ რეკომენდაციას - ელექტრონული მოწყობილობებიდან 40 სმ დისტანციაზე არ მუშაობენ. ჭარბი რაოდენობით ლურჯი სხივების ზემოქმედების გამო, პირველ რიგში ირღვევა ძილის პროცესი. ქრონიკული უძილობის ფონზე უარესდება ადამიანის ზოგადი მდგომარეობა, მეხსიერების, ყურადღების და მხედველობის პრობლემები იჩენს თავს. გარდა ამისა, ლურჯი სხივები ნეგატიურად მოქმედებს თვალის ბადურა გარსზე, იწვევს მაკულას დეგენერაციულ ცვლილებებს, ნეგატიურად მოქმედებს რქოვანაზე, ბროლსა და მინისებრ სხეულზე. ამ დროს მთავარი რეკომენდაციაა, შეამციროთ ლურჯი სხივების ზემოქმედება, დაიცვათ მხედველობის ჰიგიენა და გამოიყენოთ სპეციალური სათვალეები ლურჯი სხივისგან დამცავი ფილტრით. ამ სათვალეების საშუალებით თვალამდე აღწევს მხოლოდ მცირე რაოდენობით ლურჯი სხივი, რომელიც თვალს არ ავნებს. ასეთი სათვალეები თვალის დაცვის პარალელურად, ხელს უწყობს საერთო სისუსტის შემცირებას. მისი გამოყენება შესაძლებელია მუდმივად,” - განმარტავს ნანა ჯაფარიძე.

aflelu2-1665072618.jpg

სასურველი შედეგის მისაღწევად მნიშვნელოვანია, თვალის ყოველდღიურად ლურჯი სხივისგან დაცვაზე საზოგადოებაში ცნობიერება გაიზარდოს. სწორედ ამ მიზნით წამყვანმა იაპონურმა ბრენდმა „ჰოიამ“ სასტუმრო „რუმსში“ საგანმანათლებლო ტრენინგი ჩაატარა. „ჰოია“ სასათვალე ლინზების მიმართულებაში მოწინავე კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს როგორც ნომრიან (+ -), ასევე დამცავ მინებს. პროდუქცია საქართველოში ექსკლუზიურად წარმოდგენილია „აფლელუ პარიზის“ მაღაზიაში.

„მომხმარებლებმა, რომლებიც სათვალეს მხედველობის კორექციისთვის ატარებენ, მნიშვნელოვანია, დიდი ყურადღება დაუთმონ ლინზის ხარისხს. „ჰოია“ აკმაყოფილებს ნებისმიერი მომხმარებლის სურვილს და ახალი ლინზის დამზადების ტექნოლოგიების საშუალებით უზრუნველყოფს მკაფიო ხედვას. მსოფლიო ბაზარზე და მათ შორის, საქართველოში, ბრენდი წამყვან პოზიციას იკავებს. „ჰოია“ ფართო ასორტიმენტს გვთავაზობს არამხოლოდ მარტივ სასათვალე ლინზებში, არამედ პროგრესულ მინებში, რომელიც გამოიყენება მხედველობის კორექციისთვის სხვადასხვა დისტანციაზე. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მომხმარებელს, რომელსაც არ სჭირდება მხედველობის კორექცია, „ჰოია“ სთავაზობს ციფრულ მოწყობილობებთან სამუშაო ლინზას, რომელიც თვალებს იცავს მავნე ლურჯი გამოსხივებისგან. ყველა დამეთანხმება, რომ იმ რეალობაში, როდესაც ძირითად დროს ციფრულ მოწყობილობებთან ვატარებთ, ლურჯი სხივებისგან დაცვა მეტად საჭირო და აუცილებელია,“ - განმარტავს „აფლელუ პარიზის“ ბრენდ მენეჯერი თათუკა ალექსიშვილი.

aflelu3-1665072638.jpg

ხარისხიან პროდუქციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით „აფლელუ პარიზმა“ მომხმარებელს უნიკალური შეთავაზებაც გაუკეთა. შეთავაზება Tchin Tchin-ის ფარგლებში, ნებისმიერი სათვალის შეძენისას მეორე სათვალეს „აფლელუს“ კოლექციიდან მომხმარებელი მხოლოდ 1 ლარად შეიძენს. 13 ოქტომბერს კი, როდესაც მსოფლიო მხედველობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს, მხოლოდ 1 დღით, „აფლელუ პარიზი“ მეტად განსაკუთრებულ შეთავაზებას ჰპირდება მომხმარებელს.

თვალის დასაცავად და მხედველობის შესანარჩუნებლად რეგულარულად, წელიწადში ერთხელ მიმართეთ ოფთალმოლოგს და მაქსიმალურად მოუფრთხილდით თვალის ჯანმრთელობას ყოველდღიურ ცხოვრებაში.

R