როგორია ცხოვრება კომის შემდეგ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორია ცხოვრება კომის შემდეგ

სიტყვა “კომა” ღრმა ძილს ნიშნავს. მედიცინაში ასე უწოდებენ უგონო მდგომარეობას, რომელიც ტვინის ფუნქციათა მოშლის შედეგია. კომა და კლინიკური სიკვდილი ხშირად ერევათ ერთმანეთში. პირველ შემთხვევაში ადამიანი უგონოდაა, მაგრამ მის ორგანიზმში სასიცოცხლო პროცესები მიმდინარეობს, მეორეში კი სიცოცხლის ნიშნები გამქრალია: ადამიანი არ სუნთქავს, არც გული უძგერს. მსოფლიო მედიცინის ისტორიამ იცის უამრავი ფაქტი, როდესაც კომურ მდგომარეობაში მყოფი, პრაქტიკულად უიმედო ადამიანი სიცოცხლეს დაბრუნებია.ნახევარი სიცოცხლე კომაში

ამერიკის შტატ არკანზასში 2003 წელს მომხდარი ამბავი ფანტასტიკური ფილმის სიუჟეტს წააგავს: ტერი უოლესი ოცწლიანი კომიდან გამოვიდა. კომაში ის საშინელი ავტოკატასტროფის შემდეგ ჩავარდა. მაშინ 19 წლის იყო. უგონოდ მყოფ ტერის გვერდიდან არ შორდებოდნენ დედა, მეუღლე და ქალიშვილი, რომელიც ავტოკატასტროფის დღეს დაიბადა. დიდხანს ესაუბრებოდნენ, ზოგჯერ შინაც მიჰყავდათ. ექიმების აზრით, სწორედ მათი თანადგომით მოახერხა უოლესმა “უკან დაბრუნება”.

მშობიარობა კომაში

მსოფლიოს სამეანო პრაქტიკაში ცნობილია შემთხვევები, როდესაც ექიმებმა კომაში მყოფი ქალები ამშობიარეს. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი 36 წლის ჩინელი სონგ ინკუონია. ავიაკატასტროფაში მოხვედრისას ის 5 თვის ორსული იყო. სამთვიანი კომის შემდეგ მან სავსებით ჯანმრთელი ვაჟი გააჩინა საკეისრო კვეთით. კომაში მყოფი ქალის ორგანიზმში ჩვეულებრივ მიმდინარეობს მენსტრუალური ციკლი, ამიტომ მათ კრიტიკული დღეებიც აქვთ.

კომაში მყოფებს ესმით

ყველაფერი წინაა

კომიდან გამოსულ პაციენტს ყველაფერი წინ აქვს! ამის საბუთად ცნობილი მრბოლელის ალექს ზენარდის მაგალითიც კმარა. ეს მართლაც მამაცი ადამიანი დღესაც აოცებს ხალხს თავისი ძლიერი ნებისყოფით. ერთ-ერთი რბოლისას ის მძიმედ დაშავდა და 20 თვე კომაში გაატარა. კომიდან გამოსვლის შემდგომ, როგორც კი თავი კარგად იგრძნო, სწორედ იმ ბოლიდში ჩაჯდა, რომელსაც ავარიის დღეს მართავდა, იმავე ტრასას დაადგა და წარმატებით გაიარა დარჩენილი 13 წრე. ამით მან სიმბოლურად დაასრულა ის საშინელი რბოლა. “მინდა დავეხმარო ყველას, ვინც ასეთივე სიტუაციაში აღმოჩნდა, - განაცხადა მან, - და ტრასაზე ჩემი დაბრუნებით ვამცნო: ნუ დანებდებიან, რადგან ყველაფერი წინაა!”