/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციები

კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციები
პანკრეასი, იგივე კუჭქვეშა ჯირკვალი, ადამიანის საჭმლის მომნელებელი სისტემის ყველაზე დიდი ჯირკვალია.

იგი შეუცვლელ ფუნქციებს ასრულებს, ვინაიდან შერეული ჯირკვალია და ერთსა და იმავე დროს საჭმლის მომნელებელ ორგანოსაც წარმოადგენს და ენდოკრინული თვისებებიც ახასიათებს.კუჭქვეშა ჯირკვ­ალს მჭიდრო კავშირი აქვს საჭმლის მომნელებელ სხვა ორგანოებთან. მის მუშაობაზე გავლენას ახდენს ჰორმონები, რომლებიც საჭმლის მომნელებელ ტრაქტში გამომუშავდება:სეკრეტინი, პანკრეოზიმინი და გასტრინი; ასევე - ფარისებრი და ფარისებრახლო, ჰიპოფიზისა და თირკმელზედა ჯირკვლების მიერ გამომუშავებული ჰორმონები. აღსანიშნავია, რომ კუჭქვეშა ჯირკვალს თავისი ფუნქციების შესრულება მხოლოდ განსაზღვრული ოდენობის ნაღვლის წვენის არსებობის პირობებში შეუძლია. ამიტომ არის, რომ დამოუკიდებლად ნაღვლის ბუშტის ან პანკრეასის დაავადებები იშვიათად ვითარდება - პათოლოგიურ პროცესში ეს ორი ორგანო თითქმის ყოველთვის ერთდროულად აღმოჩნდება ხოლმე ჩათრეული.

საჭმლის მომნელებელი ფუნქცია

ადამიანის ძირითად საკვებ ნივთიერებებს ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები წარმოადგენს. ეს ნივთიერებები საკვებთან ერთად ისეთი რთული სახით ხვდება ორგანიზმში, რომ ეს უკანასკნელი მათ შეწოვას ვერ ახერხებს, ამიტომ მცირე და მარტივ კომპონენტებად შლის. საჭმლის მომნელებელი მექანიზმის მთავარი ფუნქცია სწორედ რთული საკვები ნივთიერებების მარტივ კომპონენტებად დაშლის უნარია, რასაც საჭმლის მომნელებელი ფერმენტები ახორციელებს. კუჭქვეშა ჯირკვლის უჯრედები გამოყოფს საკმარისი რაოდენობის ფერმენტებს, რომელთა გარეშეც წვრილ ნაწლავებში საკვების მონელება წარმოუდგენელი იქნებოდა. ეს უჯრედები გამოყოფს სპეციალურ ფერმენტსაც, რომელიც მას თვითმონელებისგან იცავს.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

პანკრეასის წვენი

პანკრეასის ერთ-ერთი უმთავრესი ფუნქციაა პანკრეასის წვენის გამომუშავება, რომელიც აუცილებელია საჭმლის მოსანელებლად. არცთუ დიდი ზომის მიუხედავად, კუჭქვეშა ჯირკვალი გამოიმუშავებს დღე-ღამეში 1-დან 4 ლიტრამდე წვენს. წვრილი გამომტანი სადინარებიდან იგი ხვდება საერთო სადინარში, რომელიც საბოლოოდ თორმეტგოჯა ნაწლავში ჩაედინება. წვენის შემადგენლობა იმის მიხედვით იცვლება, რა მიირთვა ადამიანმა. ყველაზე მეტი წვენი გამომუშავდება ნახშირწყლოვან საკვებზე, შედარებით ნაკლები - ცილოვანზე და ყველაზე ნაკლები - ცხიმებით მდიდარზე. წვენის გამოყოფა იწყება საკვების მიღებიდან 1-3 წუთში და 6-10 საათის შემდეგ სრულდება. პანკრეასის წვენის 98% წყალია, დანარჩენ 2%-ს კი მისი ფერმენტები შეადგენს.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა მტკივნეული ორივე მხრიდან და იღლია მაგრამ მარჯვენა მხარე იღლია და მხარი საღამოს იმატებს ტკივილი რისი ბრალი შეიძლება იყოს და ვის უნდა მივმართო?</p>

პანკრეასის წვენი შეიცავს 4 ფერმენტს: ამილაზას, ტრიფსინს, ქიმოტრიფსინს და ლიპაზას. ამილაზა სახამებელს გლუკოზად შლის. იგი პანკრეასის წვენში არააქტიური ფორმით - პროფერმენტის სახით სეკრეტირდება. მისი აქტივაცია თორმეტგოჯა ნაწლავის სანათურში ენტეროკინაზების გავლენით ხორციელდება. ეს უკანასკნელნი გამომუშავდება თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვან გარსში და ასევე აქტიურად მონაწილეობს საჭმლის მონელებაში. ტრიფსინი და ქიმოტრიფსინი ცილებს ამინომჟავებად შლის. ლიპაზა ცხიმების დამშლელი ფერმენტია.

ენდოკრინული ფუნქცია

პანკრეასშია დედამიწაზე ყველაზე მცირე ზომის ლანგერ-ჰანსის კუნძულები, რომლებიც გამოიმუშავებს ჰორმონ ინსულინსა და გლუკაგონს. ეს ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები მონაწილეობენ ნახშირწყლოვან ცვლაში და სწორედ მათი დამსახურებით მარაგდება ჩვენი სხეულის თითოეული უჯრედი ენერგიით. პანკრეასის კუნძულოვანი აპარატის ვირუსებით ან ანთებითი პროცესით დაზიანებისას (ყველაზე ხშირად - მწვავე და ქრონიკული პანკრეატიტის ან პანკრეონეკროზის შემდგომ) სისხლში ინსულინის გამოყოფა ითრგუნება და ვითარდება შაქრიანი დიაბეტი ტიპი I. ამ დაავადების მიმდინარეობის ხარისხი და სიმძიმე დარჩენილი ნორმალურად მოფუნქციე უჯრედების რაოდენობაზეა დამოკიდებული, ამიტომ აუცილებელია არსებული დაავადებებისადმი ყურადღება, რაც კუჭქვეშა ჯირკვლის პათოლოგიების საუკეთესო პროფილაქტიკაა. რაც შეეხება გლუკაგონს, იგი ინსულინისგან დიამეტრულად განსხვავებულ ფუნქციებს ასრულებს - ზრდის სისხლში გლუკოზის დონეს. ორგანიზმში მის მსგავს ფუნქციებს ასრულებს თირკმელზედა ჯირკვლებში გამომუშავებული ზოგიერთი ჰორმონიც, ამიტომ პანკრეასის მიერ გლუკაგონის არასაკმარისი სეკრეცია ისე მწვავედ არ აღიქმება, როგორც ინსულინისა. ამ ორ ჰორმონთან ერთად პანკრეასი გამოიმუშავებს ასევე აგებულებით ჰორმონების მსგავს ნივთიერებას - ქოლეცისტოკინინს, რომელიც, თავის მხრივ, ნაღვლის გადინებას და ნაღველგამომტანი გზების ტონუსს არეგულირებს.

ყველაზე გავრცელებული პათოლოგიები

კუჭქვეშა ჯირკვლის ყველაზე გავრცელებული დაავადებაა პანკრეატიტი, რომელიც მწვავედ იწყება და მკურნალობის გარეშე გადადის ქრონიკულ ფორმაში.ლანგერ-ჰანსის უჯრედების მიერ ინსულინის გამოყოფის მოშლისას მოსალოდნელია არანაკლებ გავრცელებული დაავადების - შაქრიანი დიაბეტის განვითარება.ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, დღეს მსოფლიოში შაქრიანი დიაბეტით მოავადე 180 მილიონი ადამიანია. სპეციალისტთა აზრით, 2030 წლისთვის ეს რაოდენობა 2-ჯერ გაიზრდება.შედარებით იშვიათად ვითარდება კუჭქვეშა ჯირკვლის ატროფია - განლევა.ნაკლებად გავრცელებულ პათოლოგიებს მიეკუთვნება ასევე პანკრეასის ცხიმოვანი ნეკროზი, კისტები, სკლეროზი და აბსცესი.ბოლო ხანს მთელ მსოფლიოში იმატა კუჭქვეშა ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნით დაავადების შემთხვევებმა.

საბედნიეროდ, პანკრეასის დაზიანების საწყის ეტაპზე საკმარისია მხოლოდ რაციონის გადახედვა და სპეციალური დიეტის დაცვა, რომელიც მისი ფერმენტების აქტივაციისა და შესუსტების ფაზების გათვალისწინებით დგება და მსოფლიოში ყველაზე ცნობილი და აღიარებული დიეტების საფუძველს წარმოადგენს.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები