რევოლუციური აღმოჩენა მედიცინაში - კლინიკა RegMed Georgia პაციენტებს მკურნალობის უნიკალურ შესაძლებლობებს სთავაზობს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რევოლუციური აღმოჩენა მედიცინაში - კლინიკა RegMed Georgia პაციენტებს მკურნალობის უნიკალურ შესაძლებლობებს სთავაზობს

მედიცინის დოქტორს, თენგიზ ტყებუჩავას, წლების წინ, აშშ-ში მოღვაწეობისას გაუჩნდა აზრი, რომ ამერიკული რეგენერაციული მედიცინის ცენტრი თავის სამშობლოში დაეფუძნებინა. 2022 წელს დიდი ხნის სურვილი რეალობად აქცია და საქართველოში დააარსა კლინიკა RegMed Georgia, რომელიც პაციენტებს მკურნალობის უნიკალურ შესაძლებლობებს სთავაზობს.

tamazi-1663051607.jpg

- ბატონო თენგიზ, რა სახის მკურნალობის მიღების საშუალება აქვთ პაციენტებს თქვენს კლინიკაში?

- ​Regmed Georgia პაციენტებს ამბულატორიულ პირობებში სთავაზობს არაინვაზიური მეთოდებით სხვადასხვა რეგენერაციული პრეპარატებით მკურნალობას. ანუ მკურნალობა არ ითვალისწინებს ქირურგიულ ჩარევას. არის აბსოლუტურად უსაფრთხო და უმტკივნეულო.

იმისდა მიხედვით, თუ როგორ მკურნალობას საჭიროებს დაავადება ან პაციენტის ზოგადი მდგომარეობა, შეიძლება გამოყენებული იქნას მონოთერაპია ან თერაპიული პრეპარატების კომბინაცია, რომელიც შეგვყავს ერთდროულად, კოქტეილის სახით, ან რიგრიგობით. მაგალითად, ჯერ შეგვყავს ოზონის აირი, შემდეგ ერთი აგენტი ან აგენტების კომბინაცია; ან მათი ნარევი ოზონთან ან სხვა საჭირო პრეპარატებთან. თუმცა, ხშირად თერაპიული ზონის დამუშავებას ვიწყებთ აკუსტიკური ტალღების აპარატით, შემდეგ შეგვყავს სამკურნალო აგენტები ინექციებით და ვამთავრებთ ე. წ. წითელი შუქით, რომელიც დაპროგრამირებული ტალღების სიხშირით შედის შრეებში და დადებით გავლენას ახდენს ქსოვილებზე. მკურნალობის კარგ შედეგებს განაპირობებს კომპლექსური მიდგომა და აქედან გამომდინარე სინერგიზმის ეფექტი. პროცედურები სწრაფი და უმტკივნეულოა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია თითოეული პაციენტი. ამიტომ კლინიკაში ყველანაირი კომფორტული პირობაა შექმნილი მათი მოსვლის მომენტიდან.

უკანასკნელ წლებში რეგენერაციული მედიცინა სწრაფად განვითარებად, დამოუკიდებელ დისციპლინად ჩამოყალიბდა. რას წარმოადგენს რეგენერაციული მედიცინა და როგორია მისი შესაძლებლობები?

რეგენერაციული მედიცინა შედარებით ახალგაზრდა, მაგრამ რევოლუციური მედიცინაა, რომელსაც არ აქვს ანალოგი და საზღვრები. ჩვენ შანსს ვაძლევთ უკურნებელი დაავადებების მქონე პაციენტებს და მათ, ვინც თვლის, რომ განწირულია.

რეგენერაციული თერაპიით კურნავენ როგორც მძიმე ტრავმებს, ასევე ქრონიკულ დაავადებებს, როგორიცაა: ოსტეოართრიტი, კანზე სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული წყლულები (რომელიც მთავრდება კიდურის ამპუტაციით), ქრონიკული ცისტიტი, შარდის შეუკავებლობა, პოტენციის აღდგენა, სასუნთქი სისტემის ან აუტოიმუნური დაავადებები, რომლებიც პროგრესირებენ პაციენტის სიცოცხლის განმავლობაში. ასევე, კანის ისეთი პრობლემები, როგორიცაა: აკნე, ნაწიბურები, დამწვრობა და სხვა.

დღეისათვის რეგენერაციული მედიცინის ფარგლებში მუშავდება ფართო სპექტრის დაავადებათა თერაპიის მეთოდები, რომელთა მკურნალობა, სამწუხაროდ, ტრადიციული მედიცინის საშუალებებით ვერ ხერხდება. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით აქტუალურია აუტოიმუნური დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი, ალოპეცია, ფსორიაზი და ა.შ. კლინიკაში RegMed Georgia რომელი მიმართულებით მკურნალობთ პაციენტებს?

დიახ, აუტოიმუნური დაავადებები მთელ მსოფლიოში სერიოზული პრობლემაა. არსებობს მათი 100-მდე ნაირსახეობა. მხოლოდ ამერიკაში მსგავსი დაავადების მქონე პაციენტების რაოდენობა დაახლოებით 50 მილიონს შეადგენს და ეს რიცხვი იზრდება. ამ დაავადების გამომწვევი მიზეზი უცნობია, მაგრამ მიაწერენ ვირუსებს, ბაქტერიებს, აცრებს, წამლებს ან ძლიერ სტრესებს. ეს ფაქტორები „აბნევს“ იმუნურ სისტემას, რომელიც იწყებს საკუთარი სხეულის გარკვეული უჯრედების „დაბომბვას“. ასე ვითარდება დიაბეტი, ფსორიაზი, ნაწლავის ანთებითი დაავადება (წყლულოვანი კოლიტი და კრონის დაავადება), ადისონის და ჰაშიმოტოს დაავადებები, ვიტილიგო და სხვა.

სტრესი კი ხშირად იწვევს რევმატოიდულ ართრიტს ან წითელ მგლურას.

ამ დაავადებებისთვის ჩვენ შევიმუშავეთ სტრატეგია: პაციენტს ჯერ უტარდება უნიკალური ფოფ-პროცედურა, რაც ნიშნავს სისხლის ფილტრაციას, ოზონიზაციას და ფოტომოდულაციას. ორგანიზმის გაწმენდისა და სისტემური ანთების ჩახშობის შემდეგ, ვიწყებთ რეგენერაციული აგენტებით უშუალოდ დაავადების დამიზნებით მკურნალობას.

თქვენ ზემოთ აღნიშნეთ, რომ რეგენერაციული პრეპარატებით მკურნალობა არაინვაზიურია. დროის რა მონაკვეთს მოიცავს აღნიშნული მკურნალობა და თერაპიის დასრულების შემდეგ საჭიროებს თუ არა რეაბილიტაციას?

რეგენერაციული აგენტებით მკურნალობა არასტაციონარულია, რაც ნიშნავს, რომ პაციენტი არ ჩერდება ჩვენთან. მას სწრაფად უტარდება პროცედურა. მკურნალობა შეიძლება მოიცავდეს ინტრავენურ ინფუზიას, რეგენერაციული აგენტების შეყვანას უშუალოდ სახსარში, ტრავმირებულ ზონაში, ინტრანაზალურად (ღრმად შიგნიდან ცხვირის კედელში), ინტრაორალურად (შიგნიდან პირის ღრუს კედელში), ინჰალაციით და სხვა მეთოდებით.

კონსულტაციის დროს შევისწავლით პაციენტსა და მის პრობლემას, ვამოწმებთ დიაგნოზს. ჩვენ არა პრობლემას, არამედ მთლიანად ორგანიზმს ვმკურნალობთ. მაგალითად, სახსრების ტკივილით მომართვისას, ვარკვევთ მიზეზს (შეიძლება ეს გამოწვეული იყოს რევმატიზმით ან სხვა დაავადებით) და დამიზნებით ვმკურნალობთ მას. აუტიზმის შემთხვევაში, ვიკვლევთ კუჭ-ნაწლავის სტატუსს და ა. შ.

პროცედურა უმტკივნეულოა, გრძელდება ნახევარი საათიდან საათნახევრამდე. დრო დამოკიდებულია დიაგნოზზე. ამის შემდეგ პაციენტი მიდის სახლში და აგრძელებს ყოველდღიურ საქმიანობას. პაციენტი სრულად ფლობს ინფორმაციას კლინიკის თანამშრომლის მხრიდან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი ქმედების შესახებ.

კლინიკაში გვაქვს თანამედროვე ტკივილგამაყუჩებელი აპარატი, რომელსაც პაციენტი თავად მართავს. საჭიროების შემთხვევაში შეისუნთქავს, რის შედეგადაც იხსნება სტრესი და ტკივილი. ასე რომ, პაციენტი თვითონ აკონტროლებს და ღებულობს მისი გამოყენების გადაწყვეტილებას.

ხშირად მხოლოდ ერთი პროცედურაა საკმარისი. ზოგჯერ ბუსტერ ვიზიტია საჭირო. ამ შემთხვევაში პროცედურა კიდევ უფრო ხანმოკლეა.

არც ერთი პროცედურა არ საჭიროებს რეაბილიტაციას. პაციენტმა შესვენების საათებში შეიძლება შემოიაროს კლინიკაში პროცედურისთვის და პირდაპირ დაბრუნდეს სამსახურში.

როგორია კლინიკის RegMed Georgia გეგმები სამომავლოდ?

RegMed Georgia-ს სამომავლო გეგმები უკავშირდება დამატებით სერვისს. გვაქვს სურვილი, რომ ჩვენი კლინიკა მსოფლიოში ერთი-ერთი ცნობილი ცენტრი გახდეს. ჩემი გამოგონებები დაპატენტებულია და დაცულია ამერიკაში, რაც მკურნალობის პოტენციალსა და სპექტრში გარკვეულ უპირატესობას გვაძლევს. ასევე დაგეგმილი გვაქვს ფილიალების გახსნა საქართველოს რეგიონებში, რათა ჩვენი მოსახლეობისთვის უფრო ხელმისაწვდომი ვიყოთ.

R