/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის აღზრდა
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

შარდის გამოყოფის დარღვევები

შარდის გამოყოფის დარღვევები
ნეიროგენული შარდის ბუშტი, ანუ შარდის ბუშტის ნეიროგენული დისფუნქცია, საკმაოდ გავრცელებული პათოლოგიაა.

ის ნებისმიერ ასაკში გვხვდება.ჩვეულებრივ, ჯანმრთელი ადამიანი არც კი ამახვილებს ყურადღებას შარდის ბუშტის მუშაობაზე, ვერც კი ამჩნევს, როგორ შეუჩერებლივ ფუნქციობს ეს ორგანო. ნორმის დროს შარდის ბუშტი შარდის რეზერვუარის ფუნქციას ასრულებს. შარდსაწვეთებით ბუშტში ჩამოსული შარდი ავსებს რა ორგანოს, ამ უკანასკნელის გარკვეულ დონეზე გავსების კვალად ჩნდება მოშარდვის მოთხოვნილება. შარდის ბუშტის ნორმალურად ფუნქციობას განაპირობებს ნერვული სისტემის, შარდის ბუშტისა და ურეთრის (შარდის გამომტანი მილი) რთული ურთიერთქმედება. როცა ამ ერთობლივი სისტემის ფუნქციობაში რომელიმე მექანიმზი ირღვევა, შარდის გამოყოფის დარღვევები იჩენს თავს.

შარდის ბუშტის ნეიროგენული დისფუნქცია ორი ძირითადი ფორმით ვლინდება: ჰიპოტონიური შარდის ბუშტისა და ჰიპერტონიული შარდის ბუშტის სახით.

ჰიპოტონიური შარდის ბუშტის შემთხვევაში ხდება ორგანოს გადავსება შარდით, თუმცა მოშარდვის სურვილი ადამიანს არ უჩნდება. თუ შარდის ბუშტი ძლიერ გაიწელება, შარდმა შესაძლოა წვეთწვეთობით დაიწყოს გამოყოფა.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ჰიპერტონიული შარდის ბუშტის შემთხვევაში პირიქითაა. იმ შემთხვევაშიც კი, როცა შარდის ბუშტში შარდი არ არის, ორგანოს კუნთები სპონტანურად (თავისთავად) და ძლიერად იკუმშება. ამის გამო მოშარდვის დაუოკებელი სურვილი ჩნდება. შესაძლოა შარდის შეუკავებლობამაც კი იჩინოს თავი. ადამიანი ხშირად და მცირე ულუფებით შარდავს, ღამით იღვიძებს შარდის ბუშტის დასაცლელად. ჰიპერტონიული შარდის ბუშტის შემთხვევაში ორგანოს კუნთოვანი მასის ძლიერი შეკუმშვის გამო შესაძლოა შარდმა უკან - თირკმელშიც კი გადაინაცვლოს (შარდბუშტ-შარდსაწვეთის რეფლუქსი), რაც ხშირად ძნელად განკურნებადი ქრონიკული ანთებითი პათოლოგიის - პიელონეფრიტის - მიზეზიც კი ხდება.

შარდის ბუშტის ნეიროგენული დისფუნქციის მიზეზი შესაძლოა იყოს ნერვული სისტემის სხვადასხვა სახის დაზიანება - ტრავმა, სიმსივნეები, გაფანტული სკლეროზი, მცირე მენჯის ღრუს ორგანოებზე განხორციელებული ოპერაციები, შაქრიანი დიაბეტი და სხვა. თუმცა ზოგჯერ შარდის ბუშტის ნეიროგენული დისფუნქცია აღნიშნულ მიზეზთა გარეშეც ვითარდება.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა მტკივნეული ორივე მხრიდან და იღლია მაგრამ მარჯვენა მხარე იღლია და მხარი საღამოს იმატებს ტკივილი რისი ბრალი შეიძლება იყოს და ვის უნდა მივმართო?</p>

დეტრუზორს უწოდებენ შარდის ბუშტის კედლის გლუვ კუნთებს. დეტრუზორის ნორმალურად შეკუმშვის საფუძველზე შარდის ბუშტი სრულად იცლება. თუ შარდის ბუშტი თავისუფლად ივსება და სრულად იცლება, ე.ი. დეტრუზორი არ არის დაზიანებული. თუ დეტრუზორის სპონტანურად შეკუმშვა (შემდგომში შარდის უნებურად გამოყოფით) გამოწვეულია ნევროლოგიური დარღვევებით, მას დეტრუზორის ჰიპერრეფლექსიას უწოდებენ. ხოლო თუ მისი შეკუმშვის მიზეზი არ არის ნევროლოგიური დარღვევები, მაშინ დეტრუზორის არასტაბილურობაზე საუბრობენ. როდესაც დეტრუზორი შარდის გამოყოფისას არ იკუმშება, მას ჰიპოაქტიურად მიიჩნევენ. თუ ეს მდგომარეობა, თავის მხრივ, განპირობებულია ნევროლოგიური დარღვევებით (მაგალითად, ზურგის ტვინის გავის ნაწილის ან მენჯის ნერვების დაზიანებით), სახეზეა დეტრუზორის არეფლექსია. აღნიშნული ტერმინები უფრო ნათლად ასახავს შარდის გამოყოფის დარღვევებს და ანაცვლებს ისეთ სამედიცინო განმარტებებს, როგორებიცაა „ავტონომიური შარდის ბუშტი“, „დეცენტრალიზებული შარდის ბუშტი“, „ატონიური შარდის ბუშტი“ და სხვა.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ შარდის გამოყოფის მაკონტროლებელი ცენტრი ზურგის ტვინში კი არ არის ლოკალიზებული, როგორც ამას წლების განმავლობაში მიიჩნევდნენ, არამედ თავის ტვინის ღეროში.

დეტრუზორის და სფინქტერების ფუნქციობის კოორდინაცია (სინერგიზმი) შესაძლებელია მხოლოდ შენარჩუნებული ვეგეტატური და სომატური ინერვაციის პირობებში. მაგალითად, ზურგის ტვინის ზედა განყოფილებების ტრავმის შემთხვევაში ეს სინერგიზმი ირღვევა. ამის გამო თავს იჩენს შარდის შეუკავებლობა, შარდის ბუშტის სრულად დაუცლელობა, შარდის ბუშტის კედლის ცვლილება (ტრაბეკულური და ფიბროზული ცვლილებები) და თირკმლის უკმარისობაც კი.

სიმარტივისათვის შარდის გამოყოფის დარღვევებს ორ ჯგუფად ყოფენ: შარდის ბუშტის რეზერვუარული ფუნქციის დარღვევა (შარდის დაგროვება და შეკავება) და შარდის ბუშტის ევაკუატორული ფუნქციის დარღვევა (დაცლა). თითოეული დარღვევის დიაგნოსტიკაში მნიშვნელობა ენიჭება იმის გარკვევას, რით არის შარდის გამოყოფის პათოლოგია განპირობებული - დეტრუზორის პრობლემით თუ შარდის ბუშტის ყელისა და შარდის გამომტანი მილის პათოლოგიით; აგრეთვე, აქვს თუ არა პაციენტს ნევროლოგიური პათოლოგია. ზოგჯერ ერთსა და იმავე პაციენტს შესაძლოა ერთდროულად რამდენიმე ფუნქციის დარღვევა აღენიშნებოდეს.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

103 წლის ბრიტანელმა ქალმა დაბადების დღე ზღვის სანაპიროზე აღნიშნა და დღეგრძელობის საიდუმლო გამხილა

ბრიტანელი დოროთი კეტლი დაიბადა 1922 წელს, დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა კვების ინდუსტრიაში და ბედნიერი იყო ქორწინებაში.
სრულად
შექმნილია სასმელი, რომელიც დემენციისგან დაცვაში დაგვეხმარება

სამხრეთ ფლორიდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექმნეს პრობიოტიკური კოქტეილი, რომელიც ხელს უშლის დემენციის განვითარებას.
სრულად
ექიმი თავისა და კისრის კიბოსგან დაცვის სამ გზას ასახელებს

SciTechDaily: სამი ფაქტორი ამცირებს თავისა და კისრის კიბოს განვითარების რისკს.
სრულად
შეიძლებოდა თუ არა შოვში განვითარებული ტრაგედიის თავიდან აცილება შვეიცარიის ალპებში გუშინ განვითარებული მოვლენების მსგავსად?

გუშინ შვეიცარიის ალპურ სოფელში მეწყერი ჩამოწვა და სოფელი ბლატენი თითქმის მთლიანად გაანადგურა. ამან კიდევ ერთხელ გაგვახსენა შოვის ტრაგედია და გააჩინა მრავალი კითხვა.
სრულად
ბოლო ათწლეულის ყველაზე დიდი სენსაციები მედიცინაში

გასული ათწლეული (2015-2025) მედიცინის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დინამიურ და რევოლუციურ პერიოდად შევა.
სრულად
რევოლუცია სტომატოლოგიაში: ლაბორატორიაში გაზრდილი კბილები შესაძლოა მომავალში ადამიანის კბილის აღდგენის ბუნებრივ ალტერნატივად იქცეს

მეცნიერებმა ლონდონის კინგსის კოლეჯიდან (King's College London), იმპერიალის კოლეჯთან (Imperial College London) თანამშრომლობით,
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

შარდის გამოყოფის დარღვევები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები