თუ შემოდგომით მზის სინათლის შემცირებაზე, ღამის გადიდებასა და აციებაზე მწვავედ რეაგირებთ - აუცილებლად სცადეთ ეს ნახარში
რომ თქვენთვის შემოდგომის დეპრესია უცხო არ არის, ეს სამკურნალო საშუალებები სწორედ თქვენთვისაა.
აიღეთ 2 წილი მოცვის ნაყოფი, 3 წილი ჭინჭრის ფოთოლი და 3 წილი ასკილის ნაყოფი. დააქუცმაცეთ და შემდეგ ერთმანეთში აურიეთ. მცენარეთა ნაკრების 4 ჩაის კოვზს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 3-4 საათი და შემდეგ გაფილტრეთ. მიღებული ნაყენი უნდა დალიოთ ერთ დალევაზე. სასურველია, თუ მას დღეში 3-ჯერ მაინც დალევთ.
მოცვი, ჭინჭარი და ასკილი მდიდარია იმ ნაერთებით, რომლებიც ორგანიზმს ძველ ენერგიასა და ამტანობას ისე უბრუნებს, რომ მას დეპრესია ვეღარაფერს აკლებს.
შეგიძლიათ შემოდგომისეულ უგუნებობას ასეც გაუმკლავდეთ:
2 ჩაის კოვზ პილპილის მარცვალს დაასხით 2 სადილის კოვზი ნატურალური თაფლი და კარგად აურიეთ, შემდეგ დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი და ნახევარი საათი ხარშეთ ნელ ცეცხლზე.
გადმოდგმის შემდეგ კიდევ ნახევარი საათი დააყენეთ თავდახურულ მომინანქრებულ ჭურჭელში, შემდეგ გადაწურეთ.
მიღებული ნახარში დალიეთ დღეში ორჯერ. მკურნალობის კურსი 10 დღეა.