ამცირებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა განვითარების რისკს - კვერცხის სამკურნალო თვისებები
სინამდვილეში, კვერცხი მეტად სასარგებლო და აუცილებელი პროდუქტია. ის ცილის უნივერსალური წყაროა. შეიცავს D, E, A, B12 ვიტამინებს, ფოლატს, რიბოფლავინს, ასევე მინერალებს: რკინას, იოდს, თუთიას, სელენს. დაბალი ქოლესტერინის მქონეთ დღეში რამდენიმე კვერცხის ჭამაც კი შეუძლიათ.
კვერცხი აუცილებელია ორგანიზმის ჯანმრთელობისათვის. სასურველია, ყოველდღიურად ორ-ორის მიღება.
ალბათ, გაინტერესებთ, რა მოხდება თქვენს ორგანიზმში, თუ რეგულარულად საუზმეზე ორ-ორ კვერცხს შეჭამთ:
1. მეხსიერების გაუმჯობესება
კვერცხის გული ფასეული ქოლინისა და ამინმჟავების უნივერსალური წყაროა. აღნიშნული ნივთიერებები აუმჯობესებს ნერვულ იმპულსთა გადაცემას და ადამიანებს უადვილდებათ დეტალების დამახსოვრება. კვლევებით დადასტურებულია, რომ ქოლინის საკმარისი რაოდენობით ჩართვა საკვებ რაციონში არათუ აუმჯობესებს მეხსიერებას, სწრაფი რეაქციის უნარსაც განამტკიცებს.
2. მხედველობის გაუმჯობესება
კვლევებით დადასტურებულია, რომ კვერცხი შეიცავს ვიტამინ ლუთეინს, რომელიც მხედველობის სიმახვილეს განამტკიცებს. ლუთეინს შეიცავს თვალის კაკალი, ის იცავს თვალებს მზის ნეგატიური მოქმედებისაგან, ასევე ამცირებს კატარაქტის განვითარების რისკს.
3. კბილებისა და ძვლების გამყარება
კვერცხში დიდი რაოდენობითაა D ვიტამინი, რომელიც აკონტროლებს სისხლში ფოსფორისა და კალციუმის დონეს. კვერცხის საკვებად გამოყენებისას ორგანიზმი უკეთ ითვისებს კალციუმს, რომელიც განამტკიცებს ძვლებსა და კბილებს, გვიცავს ოსტეოპოროზისაგან.
4. ღვიძლის, კანისა და თმის ჯანმრთელობა
ქალები, რომლებიც სათანადო რაოდენობით B ვიტამინს არ იღებენ, ფოლატის დეფიციტით გამოირჩევიან. კვერცხი აღნიშნული ვიტამინის უნივერსალური წყაროა. ფოლატი ხელს უწყობს იმ ამინმჟავების გადამუშავებას, რომლებიც აუცილებელია ერითროციტების წარმოქმნისა და უჯრედთა დაყოფისათვის.
5. გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა განვითარების რისკის შემცირება
კანადელმა მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ არსებობს პირდაპირი კავშირი გულ-სისხლძარღვთა დაავადებების აღმოცენების რისკის შემცირებასა და კვერცხით მდიდარ საკვებ რაციონს შორის. საქმე ისაა, რომ კვერცხის გული შეიცავს ორ უმნიშვნელოვანეს ანტიოქსიდანტს - თიროზინსა და ტრიპტოფანს.
6. სხეულის მასის დაკლება
ამერიკელმა ექსპერტებმა გაარკვიეს, რომ საუზმედ კვერცხის გამოყენება, დაბალკალორიულ დიეტასთან ერთად, ორჯერ აჩქარებს სხეულის მასის დაკლებას. გარდა ამისა, კვერცხი იწვევს დანაყრების ხანგრძლივ შეგრძნებას, რაც ასე მნიშვნელოვანია გახდომის მსურველთათვის.
7. ორგანიზმის დაბერების შეფერხება
კვერცხი შეიცავს იმ ამინმჟავებს, რომელთა დახმარებითაც ორგანიზმის უჯრედები რეგულარულ განახლებას განიცდის. ასაკთან ერთად ადამიანის ორგანიზმის მოთხოვნილება D ვიტამინზე იზრდება. 60 წელს გადაცილებულთათვის რეკომენდებულია 10 მკგ აღნიშნული ვიტამინი. ერთი კვერცხი შეიცავს 0,7 მკგ D ვიტამინს.
8. იმუნური სისტემის გაძლიერება
თუ გსურთ ორგანიზმის გაჯანსაღება, დაიწყეთ რეგულარულად კვერცხის ჭამა. ექსპერიმენტებით დადასტურდა, რომ თუ ადამიანი ყოველდღიურად ორ-ორ კვერცხს შეჭამს, დაცული იქნება ინფექციებისა და სხვა დაავადებებისაგან, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ხანგრძლივად შეინარჩუნებთ ჯანმრთელობას.
9. დაფეხმძიმების ალბათობის გაზრდა
კვერცხი შეიცავს E ვიტამინს, რომელიც აუმჯობესებს სპერმის ხარისხს მამაკაცებთან. სპეციალისტების განმარტებით, ორსულ ქალებს ემბრიონის გარემომცველ სითხეში ასევე აქვთ E ვიტამინი. კვერცხში უხვადაა ფოლატი, რომელიც ხელს უშლის ქალების ანემიის განვითარებას და მეტად აუცილებელია ნაყოფის განვითარებისათვის.
ასე რომ, ხვალიდანვე შეუდექით კვერცხის ჭამას!