ჯანდაცვის მინისტრი - ვვარაუდობთ, რომ წლის განმავლობაში თურქული წამლების იმპორტით დაახლოებით, 180-დან 200 მილიონ ლარამდე დაზოგავს ჩვენი მოსახლეობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჯანდაცვის მინისტრი - ვვარაუდობთ, რომ წლის განმავლობაში თურქული წამლების იმპორტით დაახლოებით, 180-დან 200 მილიონ ლარამდე დაზოგავს ჩვენი მოსახლეობა

180-დან 200 მილიონ ლარამდე დაზოგავს ჩვენი მოსახლეობა, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რითაც ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას გამოეხმაურა საქართველოში თურქული მედიკამენტების იმპორტის შესახებ.

აზარაშვილის განცხადებით, იმ ქვეყნებში, სადაც მსგავსი პრაქტიკა აქამდე დაინერგა, მედიკამენტების ფასები 40%-დან 70%-მდე შემცირდა.

„პერიოდულად ვაქვეყნებთ ხოლმე, თუ რა დანაზოგი ჰქონდა მოსახლეობას ამ დროის განმავლობაში. თებერვლის თვიდან აქტიურად შემოვიდა თურქული მედიკამენტები და დღეისათვის ათობით მილიონი ლარი აქვს მოსახლეობას დაზოგილი. დაახლოებით 180-დან 200 მილიონ ლარამდე ვვარაუდობთ წლის განმავლობაში, რასაც ჩვენი მოსახლეობა დაზოგავს, რაც მხოლოდ თურქული მედიკამენტების შემთხვევაშია და ასევე რეფერენტული ფასების შემთხვევაშიც, აქაც მნიშვნელოვან გაიაფებას ველოდებით.

ასეთი მოლოდინი გვაქვს იმ ქვეყნების გამოცდილებიდან გამომდინარე, სადაც ეს უკვე დანერგეს. თითქმის ყველა ევროპულ ქვეყანაში და ჩვენს მეზობელ რამდენიმე ქვეყანაში 40%-დან 70%-მდე ფასების შემცირების ეფექტს მიაღწიეს. ვფიქრობ, რომ როგორც თურქული ბაზრის გახსნა, ისე რეფერენტული ფასები მნიშვნელოვანი პროექტია. ერთხელ და სამუდამოდ ეს პრობლემა მოგვარდება“, - განაცხადა აზარაშვილმა.