დაღლილობის მოსახსნელად ცერი და საჩვენებელი თითებით 1 წუთის განმავლობაში დააწექით თვალების შიდა კუთხეებსა და ცხვირის ფუძესთან მდებარე აქტიურ წერტილებს. გაიმეორეთ 2-3-ჯერ 1 წუთის ინტერვალით.
თუ გინდათ ხანგრძლივად შეინარჩუნოთ კარგი მხედველობა, მაშინ ამომავალი მზის ქვეყნის კიდევ ერთ საიდუმლოს გაგანდობთ. 2 ჩაის კოვზ კოთხუჯს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი და თავდახურულ ჭურჭელში გააჩერეთ 2 საათი, შემდეგ გაფილტრეთ. დალიეთ 1/4 ჭიქა ნაყენი დღეში 3-ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე, 1 თვის განმავლობაში.
2 ცალი ბამბის ტამპონი დაასველეთ ვარდის წყალში და რამდენიმე წუთით თვალებზე დაიდეთ. ვარდის ფურცლები შეიცავს კოსმეტიკურად აქტიურ ეთერზეთებს, რომლებიც ამაღლებენ კანის ტონუსს და ამშვიდებენ თვალების გარშემო მგრძნობიარე უბნებს.
„ბატის თათების“ თავიდან ასაცილებლად ადუღებულ რძეში დასველებული ბამბის ტამპონები დაიდეთ დახუჭულ თვალებზე 5 წუთის განმავლობაში. გაიმეორეთ 3-ჯერ. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით თვალის კრემი.
ერთი თვის განმავლობაში „ბატის თათებზე“ რეგულარულად შეიზილეთ ნუშის ზეთი.