ბოლო ანგარიშის თანახმად, საქართველოში კორონავირუსით 15 103 ორსული დაინფიცირდა

ამის შესახებ კოვიდ 19-თან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.
მათივე მონაცემების თანახმად, ორსულებში დადასტურებულ შემთხვევათა შორის ყველაზე მაღალი წილი 30–34 წლის ასაკობრივ ჯგუფზე მოდიოდა. ამასთან, აღნიშნულია, რომ საცხოვრებელი რეგიონის მიხედვით, ორსულების ინფიცირების შემთხვევების წილი მაღალია რაჭა-ლეჩხუმში და ქვემო სვანეთში, იმერეთსა და მცხეთა-მთიანეთში.