სტაციონარებიდან გაწერილ 211 673 პაციენტს შორის 33%-ში ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულება აღინიშნა

ამის შესახებ კოვიდ 19-თან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.
მონაცემების თანახმად, გართულებებს შორის დომინანტია პნევმონია და სუნთქვის უკმარისობა - 2020 წელს პნევმონია აღინიშნა პაციენტთა 59.7%-ში, სუნთქვის უკმარისობა - 17%-ში, 2021 წელს პნევმონია აღინიშნა 52.6%-ში, სუნთქვის უკმარისობა - 19.7%-ში, 2022 წელს (6 თვის მდგომარეობით) პნევმონია აღინიშნა 45%-ში, სუნთქვის უკმარისობა -18%-ში.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
ამავე ანგარიშის თანახმად, 2020 წლის მარტიდან 2022 წლის ივნისის ჩათლით სტაციონარებიდან გაწერილი პაციენტების გატარებული საწოლდღეების საშუალო 10.2 დღეს შეადგენდა. 2020 წელს საწოლდღეების საშუალო რაოდენობა ერთ პაციენტზე შეადგენდა 9 დღეს, 2021 წელს - 11.5 დღეს და 2022 წელს (6 თვის მდგომარეობით) – 7.2 დღეს.