ოპერატიულად დავადგენთ მიზეზს, თუ რამ გამოიწვია 7 წლის ბავშვის გარდაცვალება - ჯანდაცვის მინისტრი

და აუცილებლად, ძალიან ოპერატიულად დავადგენთ იმ მიზეზს თუ რამ გამოიწვია ბავშვის გარდაცვალება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ უროლოგიის ეროვნულ ცენტრში 7 წლის ბავშვის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ უროლოგიის ეროვნულ ცენტრში ბავშვის გარდაცვალების საქმის შესწავლა დაიწყო.
ამასთან, მინისტრმა ოჯახს მიუსამძიმრა.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
„ძალიან სამწუხარო ფაქტია და ოჯახის მწუხარებას ვიზიარებ. ერთი რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ ოპერაციამდე მსგავსი ტიპის მანიპულაციას, სამწუხაროდ, 21-ე საუკუნეში მსგავსი შედეგი არ უნდა მოჰყვებოდეს და აუცილებლად, ძალიან ოპერატიულად დავადგენთ იმ მიზეზს თუ რამ გამოიწვია ეს.
ჩვენი რეგულირების სააგენტოს უკვე აქვს ასეთი მითითება, რომ არ დაველოდოთ კონკრეტულ შეტყობინებას კლინიკიდან, გამვლელიდან, ტელევიზიიდან და ა.შ. და როგორც კი მსგავსი ფაქტის შესახებ ცნობილი გახდა, გავიდნენ და ადგილზე შესწავლა დაიწყეს. ამასთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტრო ახდენს შესწავლას, ასევე ჩართულია სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო და ვფიქრობ, ძალიან მალე გაირკვევა თუ რატომ მოხდა ბავშვის გარდაცვალება.
არ ვიცი სამედიცინო შეცდომასთან არის თუ რასთან შეიძლება იყოს კავშირში, თუმცა ასეთი მასშტაბის კლინიკებში აუცილებლად არიან მაღალკვალიფიციური ექიმები და ის შესაბამისი სერვისებიც წესით უნდა არსებობდეს, რომ ასეთ საგანგებო მდგომარეობაში ანესთეზიის დროს ასეთი რამე არ მოხდეს“, - განაცხადა აზარაშვილმა.
ინფორმაციისთვის, მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნულ ცენტრში 7 წლის ბიჭი ანესთეზიის გაკეთების შემდეგ გარდაიცვალა. ოჯახის წევრები ექიმებს დაუდევრობაში ადანაშაულებენ. გარდაცვლილი ბავშვის დედის განცხადებით, 7 წლის ბიჭს ანესთეზიის ზედმეტი დოზა გაუკეთეს.