/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

კანცეროგენი აკრილამიდი საკვებ პროდუქტებში - რა კონცენტრაციით არის წარმოდგენილი იგი ხსნად ყავაში?

კანცეროგენი აკრილამიდი საკვებ პროდუქტებში - რა კონცენტრაციით არის წარმოდგენილი იგი ხსნად ყავაში?
აკრილამიდი არის ნივთიერება, რომელიც მცენარეულ პროდუქტებში არსებულ შაქარსა და ასპარაგინს (ამინომჟავა) შორის ბუნებრივი ქიმიური რეაქციის შედეგად წარმოიქმნება.

ნივთიერება ფორმირდება საკვების მაღალ ტემპერატურაზე მომზადებისას, მაგალითად, შეწვის, მოხალვისა და ცხობის დროს. როგორც FDA (აშშ-ს სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია) განმარტავს, ბოლომდე ცხადი არ არის, რა რისკის წინაშე აყენებს ადამიანს აკრილამიდი, თუმცა მომხმარებლებსა თუ ინდუსტრიას მისი შემცირების გზებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს აძლევს. მაგალითისთვის, ასეთი რეკომენდაცია 2016 წელს გაიცა და საკვების მწარმოებლებმა დააკმაყოფილეს იგი, თუმცა აღნიშნულ საკითხზე მუშაობა და კვლევა ახლაც მიმდინარეობს.

ჯანმრთელობის რა პრობლემებთან არის დაკავშირებული აკრილამიდის დიდი დოზის მიღება?

აკრილამიდის გადაჭარბებით მიღება პოტენციურად დაკავშირებულია ნერვული სისტემის დაზიანებასთან და არსებობს მოსაზრება, რომ კიბოს რისკსაც ზრდის. აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის ინფორმაციით, კვლევამ აჩვენა, რომ ცხოველებში აკრილამიდის დიდი დოზით მიღებამ სიმსივნური დაავადებები გამოიწვია, თუმცა კვლევისას საცდელად გამოყენებული აკრილამიდის კონცენტრაცია იმაზე გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე შესაძლოა ადამიანმა ის საკვები პროდუქტების საშუალებით მიიღოს.

1-1659513995.jpg

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ამასთან, კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტომ აკრილამიდი კანცეროგენების ჯგუფ 2A-ს მიაკუთვნა, რაც იმას ნიშნავს, რომ ნივთიერება დაკავშირებულია ადამიანში სიმსივნური დაავადებების გაჩენის რისკებთან.

აშშ-ში არსებობს რეგულაციაც, რომელიც სამუშაო ადგილზე ნივთიერების გამოყოფა-გავრცელების შემცირებას გულისხმობს. დამსაქმებელი ვალდებულია პერსონალის უსაფრთხოების დაცვის მიზნით აღნიშნული მითითება დააკმაყოფილოს.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა მტკივნეული ორივე მხრიდან და იღლია მაგრამ მარჯვენა მხარე იღლია და მხარი საღამოს იმატებს ტკივილი რისი ბრალი შეიძლება იყოს და ვის უნდა მივმართო?</p>

როგორც უკვე აღვნიშნეთ, აკრილამიდის მავნებლობა დამოკიდებულია ორგანიზმში ყოველდღიურად მიღებულ მის რაოდენობაზე. მცირე რაოდენობით მიღებისას ორგანიზმი მას გამოდევნის, ხოლო, თუკი მას პერმანენტულად და დიდი რაოდენობით ვიღებთ, შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეგვექმნას.

ნივთიერება აკრილამიდი ორგანიზმში მოხვედრისას გარდაიქმნება გლიციდამიდად, რომელიც იწვევს მუტაციებსა და დნმ-ის დაზიანებას. ამასთან, ნივთიერების დიდი დოზით მიღებას შეუძლია გამოიწვიოს:

  • ნერვული სისტემის დაზიანება;
  • საკვერცხისა და ენდომეტრიუმის კიბო (ჰარვარდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის კვლევა, 2010 წელი);
  • აპოპტოზი (დაპროგრამებული უჯრედული სიკვდილის რეგულირებადი პროცესი, რომლის შედეგად უჯრედი ფრაგმენტირდება ცალკეულ აპოპტოტიკურ სხეულაკებად, რომლებიც შეზღუდულია პლაზმური მემბრანით);
  • სისუსტე კუნთებში,ოფლიანობა, შფოთვა და არასტაბილური განწყობა.

აკრილამიდის ორგანიზმში მოხვედრის სრულად თავიდან აცილება რთულია, თუმცა მისი მინიმუმამდე დაყვანა თითოეულ ჩვენგანს მარტივად შეგვიძლია. ამისთვის კი უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი:

  • როგორც სხვადასხვა კვლევით დგინდება, აკრილამიდი დიდი რაოდენობით არის ხსნად ყავაში. წარმოებისას ის მაღალ ტემპერატურაზე მუშავდება, რათა ბლანტ მასად იქცეს, რომელიც შემდეგ იყინება და იფხვნება. სწორედ ეს პროცესი იწვევს აკრილამიდის წარმოქმნას. გამომდინარე იქიდან, რომ ხსნადი ყავა ნაკლებ კოფეინს შეიცავს, სასურველი შედეგის მიღების მიზნით, ხშირად მისი დიდი რაოდენობით მიღება გვიწევს, შესაბამისად ორგანიზმში საკმაოდ ბევრი აკრილამიდი ხვდება. ამიტომ უმჯობესია ხსნადი ყავა ნატურალურითა და ჯანსაღით ჩავანაცვლოთ;
  • სასურველია, მწეველებმა თამბაქოს მოხმარება შეწყვიტოთ, ასევე პასიური მწეველობის შემთხვევაში, მაქსიმალურად თავი აარიდოთ კვამლის შესუნთქვას (აკრილამიდი წარმოიქმნება როგორც თამბაქოს წვის დროს, ასევე მისი წარმოებისას);
  • სასურველია მაქსიმალურად შეამციროთ შემწვარი საკვების მოხმარება, რადგან სწორედ წვის დროს წარმოიქმნება აკრილამიდი;უნდა შეწყვიტოთ გახუხული პურის და მსგავსი პროდუქტების მიღება;
  • უნდა იკვებოთ ჯანსაღად.

ამ რეკომენდაციების შესრულება მინიმუმამდე დაიყვანს ორგანიზმში ყოველდღიურად მოხვედრილი აკრილამიდის რაოდენობას და შეამცირებს სხვადასხვა დაავადების წარმოქმნის რისკს.

კომენტარები (3)
მარეგულირებელი
ამ ბოლო დროს ძალიან ბევრი სტატია მხვდება ხსნადი ყავის მავნებლობაზე. საწყენია რომ ამ ვებგვერდმაც დაიწყო შეკვეთილი სტატიების ფარულად "შემოგდება"
თარიღი : 12-08-2022
სიმართლე.
ამერიკელებმა არ იცოდნენ და მარტო დღეს გაიგეს ეს? კი მაგრამ რა ღონისძიებებს ატარებენ? რაც შეიძლება მეტ ყავას გვასმევენ? და მარტო ეს გაუგიათ და მეტი არაფერი. --მა, "კოკა-კოლა" ინჩა?--. კი მაგრამ, რომელი "კომიკი" თხზავს ამ იდიოტობას?
თარიღი : 09-08-2022
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

კანცეროგენი აკრილამიდი საკვებ პროდუქტებში - რა კონცენტრაციით არის წარმოდგენილი იგი ხსნად ყავაში? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები