უჩვეულო დაღლა, სილურჯეები - როგორია სისხლის სიმსივნეთა ადრეული სიმპტომები
აღნიშნული და სხვა ბევრი სიმსივნეგაერთიანებულია პირობითი სახელწოდებით სისხლის სიმსივნეები.
სისხლის სიმსივნე ყოველწლიურად 900 ათას ადამიანს აღენიშნება. სისხლის სიმსივნის 140-ზე მეტი სახეობა არსებობს. ეს სიმსივნეები აზიანებს სისხლს, ძვლის ტვინსა და ლიმფურ სისტემას.
ლეიკემიისა და მიელომის დროს სისხლმბად ძვლის ტვინში გამომუშავდება ანომალური უჯრედების უდიდესი რაოდენობა. ეს იმას ნიშნავს, რომ პათოლოგიური უჯრედები გამოაძევებს ჯანმრთელ უჯრედებს, იწვევს ანემიას (სისხლნაკლებობას), ხშირ ინფექციებს და არღვევს სისხლის შედედების ფუნქციას. ლიმფომით დაავადებულებს კი ანომალური უჯრედები აღენიშნებათ ლიმფურ კვანძებში. ლიმფომა ამავდროულად სხვა ორგანოებსაც აზიანებს.
სისხლის სიმსივნეთა ადრეული სიმპტომებიდან საყურადღებოა:
1) უჩვეულო დაღლა;
2) გამკვრივებები და შეშუპება;
3) სისხლდენა და სილურჯეები;
4) წონაში კლება;
5) ხშირი ინფექციები;
6) ღამის ოფლიანობა;
7) სხეულის ტკივილი და მტვრევა.