რა იწვევს უსიამოვნო სუნს ფეხზე და როგორ მოვიშოროთ ის მარტივი გზით
რომლის მიზეზიც მხოლოდ ჰიგიენის ნორმების დაუცველობა არაა. უსიამოვნო სუნის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს ბაქტერიები, რომლებიც ნებისმიერი ადამიანის კანზე ბინადრობენ. სხვადასხვა გარემო პირობებში ისინი განსხვავებულად მრავლდებიან და პრობლემასაც იწვევენ. მათ გამრავლებას განსაკუთრებით ხელს უწყობს თბილი და ნოტიო გარემო.
ოფლიანობის და უსიამოვნო სუნის გამომწვევი მიზეზები ასე გამოიყურება:
უხარისხო ფეხსაცმელი - დახურულ ფეხსაცმელში, რომელიც უხარისხო მასალისგანაა დამზადებული, ჰაერი ვერ მოძრაობს. შედეგად, ფეხის კანი „ვერ სუნთქავს“ და წარმოიქმნება ოფლი, უსიამოვნო სუნი. ამიტომ სასურველია შეარჩიოთ ნატურალური მასალისგანდამზადებული ფეხსაცმელი.
სინთეტიკური წინდები - სინთეტიკური მასალისგან დამზადებული წინდები ხელს უწყობს ბაქტერიების გამრავლებას. ყოველთვის შეიძინეთ ბამბის წინდები და გარეცხეთ ყოველი ჩაცმის შემდეგ.
ფეხის სოკო – არსებობს ფეხის სოკოს სხვადასხვა ტიპი, რომელთა დიდ ნაწილსაც უსიამოვნო სუნი ახასიათებს. პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა დაავადებას ექიმის მეთვალყურეობითა და დანიშნულების შესაბამისად ებრძოლოთ.
არასწორი კვება და მავნე ჩვევები - ოფლიანობა და არასასიამოვნო სუნი ყოველთვის ადგილობრივი მიზეზით გამოწვეული პრობლემა არაა. არის შემთხვევები, როდესაც ოფლის გამომყოფი ჯირკვლების ფუნქციის დარღვევა არასწორი კვებითა და მავნე ჩვევებით არის განპირობებული. ამიტომ აუცილებელია თქვენი კვების რაციონში შეიტანოთ ხილი და ბოსტნეული. ასევე უარყოფით გავლენას ახდენს სხვადასხვა მედიკამენტისა და ალკოჰოლური სასმელების ხშირი მიღება.
სტრესი - სტრესული სიტუაციები აძლიერებს ადრენალინის გამოყოფას, რაც აჩქარებს ოფლის გამომყოფი ჯირკვლების მუშაობას და იწვევს არასასიამოვნო სუნის გამძაფრებას.
ფიზიკური დატვირთვა - ოფლის გამოყოფა სტიმულირდება ფიზიკური აქტივობის დროსაც.
თუ თქვენი პრობლემა გართულებულია, უმჯობესია ექიმს მიმართოთ და მისი დანიშნულების შესაბამისად დაიწყოთ მკურნალობა. ხოლო, თუ მხოლოდ ოფლიანობა და უსიამოვნო სუნი გაწუხებთ, მაშინ მარტივი რეკომენდაციების დახმარებითაც შეძლებთ პრობლემასთან გამკლავებას.
ყოველდღიურად დასაბანად გამოიყენეთ ანტიბაქტერიული საპონი. მიიღეთ რეგულარული ფეხის აბაზანები, რომლებიც დაგეხმარებათ ტოქსინებისგან გათავისუფლებასა და ოფლის გამოყოფის შემცირებაში. ამ მიზნით სხვადასხვა ტიპის ნაყენი შეგიძლიათ გამოიყენოთ, თუმცა ყველაზე მარტივი ზღვის მარილისა და საჭმელი სოდის ხსნარია.
ძალიან ეფექტურია „ოდაბანის“ ფეხის/ფეხსაცმლის ფხვნილი, რომელიც ჯერ კიდევ 1970 წელს შეიქმნა დიდ ბრიტანეთში და აღიარებულია მსოფლიოს წამყვანი ექიმების მიერ, როგორც ყველაზე უსაფრთხო და ეფექტური პროდუქტი. მისი გამოყენება შესაძლებელია ბავშვებშიც 8 წლის ასაკიდან. „ოდაბან ფხვნილი“ აღმოფხვრის ფეხის უსიამოვნო სუნს, ინარჩუნებს ფეხის სიმშრალეს მთელი დღის განმავლობაში, აქვს სოკოს საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული ეფექტი და აშორებს უსიამოვნო სუნს ფეხსაცმელს. ფხვნილის ერთი კოვზი უნდა მოთავსდეს ყოველდღიური მოხმარების ფეხსაცმელში რეგულარულად 7–10 დღის განმავლობაში. შედეგად ფეხი და ფეხსაცმელი გათავისუფლდება არასასიამოვნო სუნისგან 6-8 თვის განმავლობაში. საჭიროების შემთხვევაში გაიმეორეთ მკურნალობის კურსი. ასევე შესაძლებელია ოდაბანის ჩაყრა დანარჩენ პრობლემურ ფეხსაცმელებშიც მის ჩაცმამდე.
ოდაბანის ფხვნილი არამარტო აღმოფხვრის არასასიამოვნო სუნს ფეხიდან და ფეხსაცმლიდან, ასევე აქვს სოკოს საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული ეფექტი, მისი ჩართვა ტერფის სოკოს მკურნალობის კურსში ზრდის მკურნალობის ეფექტურობას.
ფეხზე უსიამოვნო სუნი ის შემთხვევაა, როდესაც პრობლემისგან გათავისუფლება ძალიან მარტივია. ამიტომ ნუ გაირთულებთ ცხოვრებას ზედმეტი გამოწვევებით, მარტივი რეკომენდაციების დაცვით მოიშორეთ ჭარბი ოფლი და სუნი.