ლუდი ნაწლავის მიკრობიოტს აუმჯობესებს
ამასთან კვლევის ავტორები გვირჩევენ უალკოჰოლო ლუდის მიღებას, რადგანაც სპირტი მცირე დოზებითაც კი, ორგანიზმისთვის მავნეა.
22 მამაკაცი გაყვეს ორ ჯგუფად. ჯგუფები ვახშამზე, ოთხი კვირის განმავლობაში ღებულობდნენ 11 უნცია ანუ 330 მლ ლუდს (ალკოჰოლიანს ან უალკოჰოლოს). კვლევის დროს სპეციალისტები აკვირდებოდნენ ჯანმრთელობის ისეთ მაჩვენებლებს, როგორიცაა: წონა, სხეულის მასისი ინდექსი და გულის მდგომარეობის და მეტაბოლიზმის ბიოლოგიური მარკერები. ნაწლავის მიკრობიოტის ანალიზი ტარდებოდა 16S рრნმ გენის სეკვენირების საშუალებით, რომელიც მონაწილეობს პროკარიოტული ორგანიზმების რიბოსომების აწყობაში.
ჯანმრთელობის მაჩვენებლები არ შეცვლილა, მაგრამ ორივე ჯგუფში აღინიშნებოდა ნაწლავის ბაქტრიული მრავალფეროვნების ზრდა და ფეკალური ტუტე ფოსფატაზის მაღალი დონე, რაც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონირების გაუმჯობესებაზე მიუთითებდა.
აქამდე ჩატარებული კვლევები ადასტურებდა, რომ 30 დღის განმავლობაში უალკოჰოლო ლუდის გამოყენება ზრდიდა ნაწლავის მიკრობიომის მრავალფეროვნებას. თუმცა ალკოჰოლური სასმელის შემთხვევაში ამგვარი ეფექტი არ აღინიშნებოდა.