რუბრიკები

    სამკურნალო წერილები

    ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
    ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
    გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
    სრულად

    სამკურნალო წერილები

    კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
    კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
    სრულად

    სამკურნალო წერილები

    პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
    პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
    გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
    სრულად

    ყე­ლის ტკი­ვილ­ზე არ მი­ი­ღონ ერით­რო­მი­ცი­ნი და მუც­ლის ტკი­ვი­ლი­სას ბი­სეპ­ტო­ლი - რა მიმართვას ავრცელებს ინფექციონისტი თვითმკურნალობებთან დაკავშირებით - მკურნალი.გე

    ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

    ყე­ლის ტკი­ვილ­ზე არ მი­ი­ღონ ერით­რო­მი­ცი­ნი და მუც­ლის ტკი­ვი­ლი­სას ბი­სეპ­ტო­ლი - რა მიმართვას ავრცელებს ინფექციონისტი თვითმკურნალობებთან დაკავშირებით

    და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დამ­კვიდ­რე­ბულ თვით­ნე­ბუ­რი მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დებ­ზე წერს. მისი თქმით, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, ასე­თი სა­ხის მკურ­ნა­ლო­ბა ექიმს დი­აგ­ნო­ზის დას­მა­ში ხელს უშ­ლის.

    "ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ჯან­დაც­ვას რომ პრობ­ლე­მე­ბი აქვს, ეს გა­სა­გე­ბია, მაგ­რამ რა­ტომ არის ასე­თი შე­უძ­ლე­ბე­ლი სტე­რე­ო­ტი­პე­ბის ის ელე­მენ­ტა­რუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი, რომ­ლებ­საც არა­ვი­თა­რი გე­ნე­რა­ლუ­რი რე­ფორ­მე­ბი არ ჭირ­დე­ბა. უბ­რა­ლოდ, მარ­ტი­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უნდა მი­ი­ღონ ადა­მი­ა­ნებ­მა, რომ აღარ გა­მო­ი­ყე­ნონ სრუ­ლი­ად გა­უ­გე­ბა­რი “ზე­ლი­ონ­კა“ გა­მო­ნა­ყარ­ზე (თუნ­დაც იმი­ტო­მაც, რომ ამ სრუ­ლი­ად უსარ­გებ­ლო რა­მით მწვა­ნედ მო­ხა­ტუ­ლი რომ მივ­დი­ვართ ექიმ­თან, გა­მო­ნა­ყა­რი აღარ ჩანს და ძა­ლი­ან რთუ­ლია რა­ი­მე ამო­იც­ნო).

    - არ გა­ი­კე­თონ „გა­დას­ხმე­ბი“, როცა შე­სა­ნიშ­ნა­ვად შე­უძ­ლი­ათ წყლის და­ლე­ვა და თუ ექი­მი ეუბ­ნე­ბა, რომ არ ჭირ­დე­ბა, არ მო­ი­თხო­ვონ კა­ტე­გო­რი­უ­ლად;- არ გა­ი­ჭყი­პონ ბრო­წე­უ­ლის და ჭარხლის წვე­ნით ჰე­მოგ­ლო­ბი­ნის ასა­წე­ვად და მი­ი­ღონ რკი­ნის პრე­პა­რა­ტი, რაც და­ნიშ­ნუ­ლი აქვთ;

    - არ მი­ი­ღონ და გა­ი­კე­თონ გა­ურ­კვე­ვე­ლი წარ­მო­შო­ბის „იმუ­ნი­ტე­ტის გა­საძ­ლი­ე­რე­ბე­ლი“ წამ­ლე­ბი;

    - არ მი­ი­ღონ ასე­ვე გა­ურ­კვე­ვე­ლი წარ­მო­შო­ბის „მცე­ნა­რე­უ­ლი“ პრე­პა­რა­ტე­ბი,

    - ყე­ლის ტკი­ვილ­ზე არ მი­ი­ღონ ერით­რო­მი­ცი­ნი და მუც­ლის ტკი­ვი­ლი­სას ბი­სეპ­ტო­ლი;

    - არ იკე­თონ "კატე“ კო­ვი­დის დი­აგ­ნო­ზის დას­მის­თა­ნა­ვე, არ არის სა­ჭი­რო- არ სვან თაფ­ლი­ა­ნი წყა­ლი უზომ­ზე იმ იმე­დით, რომ „ორ­გა­ნიზმს იწ­მენ­დენ“,

    - არ სვან გაზ­გა­სუ­ლი თბი­ლი ბორ­ჯო­მი და შემ­დეგ თბილ „გრელ­კა­ზე“ დაწ­ვნენ მარ­ჯვე­ნა გვერ­დზე, ამ გზით არ ხდე­ბა არაფ­რის „გა­მო­რე­ცხვა“, სა­მა­გი­ე­როდ შე­იძ­ლე­ბა მავ­ნე შე­დე­გი ქონ­დეს;

    - შე­წყვი­ტონ სა­ი­ნექ­ციო ამ­პუ­ლე­ბის გა­ტეხ­ვის და შიგ­თავ­სის და­ლე­ვის გა­უ­გე­ბა­რი პრაქ­ტი­კა (სა­ი­ნექ­ციო იმი­ტომ არის სა­ი­ნექ­ციო, რომ ინექ­ცი­ის სა­ხით მი­ი­ღე­ბა, ხოლო თუ პე­რო­რა­ლუ­რად გვინ­და, შე­სა­ბა­მი­სი ტაბ­ლე­ტი ან ხსნა­რი უნდა მი­ვი­ღოთ).

    - სრუ­ლი­ად გა­უ­გებ­რად არ აიკ­რძა­ლონ ზო­გი­ერ­თი საკ­ვე­ბის მი­ღე­ბა, მა­გა­ლი­თად, პა­მი­დო­რის (უამ­რა­ვი და­ა­ვა­დე­ბის დროს, გან­სა­კუთ­რე­ბით ღვიძ­ლის და­ა­ვა­დე­ბე­ბის დროს, ბევ­რი ადა­მი­ა­ნი რა­ტომ­ღაც არ ჭამს პა­მი­დორს). ასე­ვე ღო­რის ხორ­ცის მი­ღე­ბა (პა­მი­დო­რი და ღო­რის ხორ­ცი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი პრო­დუქ­ტე­ბია და ყვე­ლა­ზე მე­ტად სწო­რედ მათ ერ­ჩი­ან). თით­ქოს ამას დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა არა აქვს, მაგ­რამ რა­ტომ უნდა იწე­სებ­დნენ (ან უწე­სებ­დნენ) ადა­მი­ა­ნე­ბი აბ­სო­ლუ­ტუ­რად უსა­ფუძ­ვლო აკ­რძალ­ვებს;

    - ამა­ზე ად­რეც ვწერ­დი და არ მე­ზა­რე­ბა გა­მე­ო­რე­ბა: არ აი­ღონ ვალი გინ­და თუ არა ბახ­მა­რო­ში და მსგავს ყბა­და­ღე­ბულ კუ­რორ­ტებ­ზე წა­სას­ვლე­ლად, არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი.

    - გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ, რომ დი­აგ­ნო­ზი ყო­ველ­თვის ვერ და­ის­მე­ვა და ეს შე­იძ­ლე­ბა არც იყოს ექი­მის ბრა­ლი (თუმ­ცა, ცხა­დია, ექი­მებ­საც მოგ­ვდის ბევ­რი შეც­დო­მა და ზე­მო­აღ­ნიშ­ნულ პრაქ­ტი­კას, ზოგ­ჯერ, სა­წუ­ხა­როდ, ექი­მე­ბის რჩე­ვი­თაც მის­დე­ვენ პა­ცი­ენ­ტე­ბი).

    თავს აღარ მო­გა­ბეზ­რებთ, ეს სია ძა­ლი­ან გრძე­ლია. ბო­დიშს ვიხ­დი, თუ მენ­ტო­რუ­ლი ტონი გა­მო­მი­ვი­და, მაგ­რამ ამ წვრილ­მა­ნებს ყო­ველ­დღი­უ­რად დიდი დო­ზე­ბით ვა­წყდე­ბი და მი­მაჩ­ნია, რომ სწორ სა­მე­დი­ცი­ნო ინ­ფორ­მა­ცი­ას დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ზოგ­ჯერ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე პირ­და­პი­რი ზე­მოქ­მე­დე­ბის, ზოგ­ჯერ კი არა­სა­ჭი­რო ხარ­ჯე­ბის და დრო­ის ფუ­ჭად კარ­გვის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად.ჯან­მრთე­ლო­ბას გი­სურ­ვებთ" - წერს ბუ­წაშ­ვი­ლი.