თამარ გაბუნია - ბოლო პერიოდში კორონავირუსის შემთხვევები ნამდვილად იმატებს, თუმცა სიტუაცია სრულად მართვადია

სიტუაცია სრულად მართვადია, პირველადი ჯანდაცვის ქსელი მობილიზებულია, თუ საჭირო იქნება ჰოსპიტლები პაციენტებს მიიღებენ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან ეპიდვითარებაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც თამარ გაბუნია განმარტავს, შემთხვევების მატების მიუხედავად, ინფიცირებულების უმრავლესობა ამბულატორიულ პირობებში მკურნალობს.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
„ბოლო პერიოდში შემთხვევები ნამდვილად იმატებს, თუმცა, შემთხვევების მატების მიუხედავად, ინფიცირებულთა უმრავლესობა რჩება ამბულატორიულ პირობებში, სადაც ყველა პირობაა, რომ ოჯახის ექიმმა მართოს პაციენტის მდგომარეობა.
არის მედიკამენტი „პაქსლოვიდი“, რომელიც გამოყენება პირველი 5 დღის ვადაშია შესაძლებელი. ეს კარგად მოქმედებს იმ კუთხით, რომ ამცირებს ჰოსპიტალიზაციას და არასასურველი გამოსავლის რისკს. სიტუაცია სრულად მართვადია, პირველადი ჯანდაცვის ქსელი მობილიზებულია, თუ საჭირო იქნება ჰოსპიტლები პაციენტებს მიიღებენ“,- აღნიშნავს გაბუნია.