მეცნიერები განვითარებული ქვეყნების მოსახლეობას ხორცის ნაკლებად ჭამას სთხოვენ
ადამიანებმა ხორციდან, თევზიდან, კვერცხიდან, რძის პროდუქტებიდან და ცხოველური ცილის სხვა წყაროებიდან უნდა მიიღონ დღეში არა უმეტეს 350კალორია (დაახლოებით ქათმის მკერდის დიდი ნაჭერი). დანარჩენი 2000-ზე მეტი კალორია ორგანიზმში უნდა მოხვდეს მცენარეული წარმოშობის პროდუქტებიდან.
ხილზე და ბოსტნეულზე უნდა მოვიდეს არა ნაკლებ 720 კალორია (1ც ვაშლი, 1ც ბანანი ან 2 ც ტკბილი წიწაკა შეიცავს 100 კალორიას), მარცვლეულ პროდუქტებზე 820 კალორია, მცენარეულ ცხიმზე, ნიგოზზე, პარკოსნებზე, შაქარსა და სახამებლის შემცველ ბოსტნეულზე, როგორიცაა კარტოფილი დაახლოებით 400 კალორია.
მოსახლოების კვებითი ჩვევების გადახედვა მეცნიერების გათვლების თანახმად, შეამცირებს სიმსუქნესთან (ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი, კიბო, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები) დაკავშირებული დაავადებებით გამოწვეულ სიკვდიალიანობას და 2060 წლისთვის ყოველწლიურად 26 მილიონი ნაადრევი სიკვდილის თავიდან აცილება იქნება შესაძლებელი.