რატომ წამოვიდა კორონავირუსის ახალი ტალღა და როგორია პროგნოზი
სპეციალისტები გვაფრთხილებენ კორონავირუსის ახალი ტალღის შესახებ. ომიკრონის ახალი ვარიანტები წინამორბედებზე უფრო სწრაფად ვრცელდება. მსოფლიოში დღეში 700-800 ათასი ადამიანი ავადდება კორონავირუსით.
ამა წლის იანვრის ბოლოსა და თებერვალში ბევრ ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციით ავადობის მხრივ სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუარესდა ომიკრონის შტამის სერიოზული აფეთქების გამო. შემდეგ ავადობა შემცირდა და ამჟამად დაიწყო ისევ მატება.
მეცნიერების განცხადებით, კორონავირუსის აღნიშნული ტალღა არ იქნება დიდი. ზოგადად ვირუსი სუსტდება და მათი მონაცემებით, წლის ბოლოსათვის, კორონავირუსით ავადობის მაჩვენებელი იქნება დაბალი.