შემუშავებულია COVID-19-ის გამოვლენის ყველაზე ზუსტი ინსტრუმენტი

პროგრამა დაფუძნებულია ფილტვების კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე და იყენებს ღრმა სწავლების (Deep Learning) ალგორითმს დიაგნოზის შემდგომი კორექციისათვის.
მეცნიერთა განცხადებით, მათი მეთოდი შემთხვევათა 97,86%-ში ზუსტია. COVID-19-ის გამოვლენის არსებულმა მეთოდებმა შეიძლება ცრუდადებითი ან ცრუუარყოფითი შედეგი მოგვცეს. ხელოვნური ინტელექტი ამას პრაქტიკულად გამორიცხავს, რაც დაავადების სწრაფი და ზუსტი გამოვლენის და მედიკოსებზე დატვირთვის შემცირების საშუალებას იძლევა.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
სპეციალისტები ასევე აზუსტებენ, რომ პროგრამული უზრუნველყოფა შეიძლება გამოყენებული იქნას პორტატულ ხელსაწყოებზე, მაგალითად სმარტფონებზე. ამას გარდა, მეცნიერებს სურთ ტექნოლოგიის დახვეწა, რათა მისი გამოყენება შესაძლებელი იყოს სხვა დაავადებების დიაგნოსტიკისათვის (მაგ: ძუძუს კიბო, ალცჰაიმერის და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები).