რა გახდა ლევან კბილაშვილის გარდაცვალების მიზეზი - ექსპერტიზის პასუხი ცნობილია

ყველა მის ახლობელს, თავზარი დასცა. გარდაცვალების მიზეზად, იმ დღეებში, სხვადასხვა ვერსია ითქვა და დაიწერა. მოსკოვში, მომღერალი, მისი ჯგუფის წევრებმა, სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
“პრაიმტაიმი” ლევანის დედას, მელიტა ფურცელაძეს ესაუბრა. მომღერლის უეცარი გარდაცვალების მიზეზს, სწორედ ის გვატყობინებს.
მელიტა ფურცელაძე: ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ლევანის გარდაცვალების მიზეზი ჰემორაგიული ინსულტია.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
არასწორი ვერსიები ითქვა და დაიწერა. ლევანს ძვლის სიმსივნე არ ჰქონია.
კოვიდის შემდეგ ფეხი მტკივაო, თქვა. მოსკოვში სურათი გადაიღო. აღმოჩნდა, რომ მენჯის ძვალი ჰქონდა დაზიანებული. ოპერაციის აუცილებლობა იყო. თუ ანთებითი პროცესი ჩაქრებოდა, სხვადასხვა მეთოდებით მკურნალობის შემდეგ, შესაძლოა, ოპერაცია აღარ დასჭირვებოდა. რუსეთში სულ სხვა კლიმატია. იქ სხვადასხვა ქალაქებში რომ დადიოდა კონცერტებზე, ფეხი აწუხებდა. საქართველოში ახლა რომ იყო ჩამოსული, არ მტკივაო, ამბობდა. ყავარჯნით დადიოდა. ახლახანაც გადაიღო სურათი. ჩვენ გამოგვიგზავნა, აქაც გადავამოწმეთ ექიმებთან. უთხრეს, რომ პროცესი შორს არ იყო წასული. როცა აქ იყო, ყველანაირ ანალიზს იკეთებდა. ივლისის შუა რიცხვებში უნდა ჩამოსულიყო და ყველანაირი ანალიზი გაეკეთებინა.
მე ჩემს თავს ვადანაშაულებ, რომ გამოგვეპარა და თავზე კომპიუტერული ტომოგრაფია არ გადავაღებინე. მაგრამ თავის ტკივილი არ ჰქონია, არასდროს აწუხებდა და ამიტომ, ახლაც რომ ჩამოვიდოდა, ტომოგრაფიას არ გავაკეთებინებდი…
წყარო : Primetime.ge