პროგნოზი არის ის, რომ შემთხვევების მატება გვექნება, მაგრამ საავადმყოფოების დატვირთვა ისევ დაბალ დონეზეა

რომ კოვიდის შემთხვევათა მატების ტენდენციაა ქვეყანაში და მისი პროგნოზით, მომდევნო დღეებში შემთხვევების რაოდენობა კიდევ მოიმატებს.
"საქართველოში ბოლო სამი კვირაა უკვე მატება გვაქვს. განსაკუთრებით საყურადღებოა ბოლო კვირა, როდესაც გაორმაგება მოხდა, ანუ ვთქვათ თუ 2 კვირის წინ, ერთი კვირის განმავლობაში იყო 400-500 შემთხვევა, 20-დან 26 ივნისამდე ჩვენ გვქონდა 1000-ზე მეტი შემთხვევა ერთი კვირის განმავლობაში. ამ კვირაშიც, წინასწარი მონაცემების მიხედვით - იქნება მატება.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
მაგალითად, გუშინ გვქონდა 530 შემთხვევა. პროგნოზი არის ის, რომ შემთხვევების მატება გვექნება, მაგრამ საავადმყოფოების დატვირთვის მაჩვენებელი სტაბილურია დაბალ დონეზე, რაც ნიშნავს რომ ყოველდღიურად საავადმყოფოებში ხვდება დაახლოებით 15-20-25 ადამიანი. დღევანდელი გათვლებით, 50-60%-ით ქვეყანაში ცირკულირებს BA.4 და BA.5," - აცხადებს გამყრელიძე.