ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრში გლაუკომის მასტერკლასი გაიმართა

მასტერკლასს უძღვებოდნენ: ცენტრის სასწავლო-სამეცნიერო მიმართულების ხელმძღვანელი, მედიცინის დოქტორი ოლეგ გოლოვაჩოვი, ოფთალმოლოგი და მედიცინის დოქტორი მარიამ გოლოვაჩოვა და ოფთალმოლოგი მირიან მაკრახიძე.
მასტერკლასის ფარგლებში თბილისსა და საქართველოს რეგიონებში არსებული კლინიკებიდან მოწვეული სპეციალისტებისთვის ჩატარდა გლაუკომის დიაგნოსტირებისა და მკურნალობის თანამედროვე მიდგომების თეორიული და პრაქტიკული სწავლება. ღონისძიების დასასრულს მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრს თვალის დაავადებათა მკურნალობის 130-წლიანი გამოცდილება აქვს და ქვეყნის მასშტაბით ლიდერია გლაუკომის, კატარაქტის, ბადურის ქირურგიის, სიელმეების, თვალის ონკო-ქირურგიის და სხვა ოფთალმოლოგიური ჩარევების მიმართულებით. „ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრი“ 2011 წლიდან „ნიუ ჰოსპიტალსში“ ფუნქციონირებს და საუკეთესო ოფთალმოლოგიური სერვისებით უზრუნველყოფს პაციენტებს. გადაუდებელი ოფთალმოლოგიური დახმარების მიღება 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი.
R