როგორ გავხადოთ მარილის მოხმარება ორგანიზმისთვის სარგებლის მომტანი
მარილის მოხმარება არის ჩვევა, რომელსაც ადამიანი გარკვეული პერიოდის განმავლობაში გამოიმუშავებს და ხშირად, ის საჭირო ნორმას მნიშვნელოვნად სცდება. ამ დროს მზა საკვებს გაუსინჯავად ვამატებთ მარილს, შედეგად, ამ მინერალის ყოველდღიური მოხმარება საშიშ ზღვარს უახლოვდება, რადგან მარილს სხვადასხვა, ე. წ. ფარული გზითაც, მაგალითად, სოუსებისა და კონსერვების საშუალებით ვიღებთ.
მარილის ქიმიური სახელწოდება ნატრიუმის ქლორიდია. მის შემადგენლობაში 40% ნატრიუმი და 60% ქლორია. სწორედ ნატრიუმის გადაჭარბებულ მოხმარებას უკავშირდება მარილის მავნებლობა, რადგან ამ დროს ორგანიზმში ნატრიუმისა და კალციუმის ბალანსი ირღვევა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, მარილის ყოველდღიური მოხმარება დღეში 5 გრამს არ უნდა ასცდეს, თუმცა ამის კონტროლი საკმაოდ რთულია „ფარული მარილის“ გამო.
და მაინც რა საფრთხე შეიძლება მოგვიტანოს მარილის ჭარბმა მოხმარებამ?
1. ნატრიუმს ორგანიზმში წყლის შეკავების უნარი აქვს. ზედმეტი სითხე გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებასა და გამწვავებას უწყობს ხელს, მათ შორის ყველაზე გავრცელებული კი არტერიული ჰიპერტენზიაა. მაღალ არტერიულ წნევას მსოფლიო მასშტაბით ავადობის, ინვალიდობისა და სიკვდილიანობის მიზეზებში წამყვანი ადგილი უკავია. მარილი განსაკუთრებით საფრთხისშემცველია, როდესაც ადამიანს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების სხვა რისკფაქტორებიც აღენიშნება. ესენია: ჭარბი წონა, პასიური ცხოვრების წესი, შაქრიანი დიაბეტი, გენეტიკური განწყობა, ასაკი.
2. მარილის ჭარბი მოხმარება ხელს უწყობს თირკმლის ქრონიკული და კენჭოვანი დაავადებების განვითარებას. საკვებში მარილის მეტისმეტად მაღალი შემცველობა ზრდის შარდში ცილის ოდენობას, რაც თირკმლის ფუნქციას აუარესებს. შარდში კალციუმის კონცენტრაცია, რომელიც თირკმლის კენჭების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, მნიშვნელოვნად იზრდება სუფრის მარილის დიდი რაოდენობით მიღებისას. შესაბამისად, იმატებს კენჭების ფორმირების რისკიც.
3. მარილის ჭარბი მოხმარება ხელს უშლის წონის კლებას. ჭარბი წონა ხშირად შეშუპებითაა გამოწვეული და ამ შემთხვევაში დამნაშავე სწორედ მარილია. მარილისა და წყლის მიღების ბალანსის დარღვევის დროს ორგანიზმი იწყებს შეშუპებას. ამ დროს სასურველი ფორმების დაბრუნება დიეტით შეუძლებელია. ერთადერთი გამოსავალი მარილისა და წყლის მიღების ბალანსის დაცვაა. გაითვალისწინეთ, რომ ეს მარილის მოხმარებიდან სრულად ამოღებას არ ნიშნავს.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, მარილის ხმარებიდან სრული ამოღება ისეთივე შეცდომაა, როგორც მისი ჭარბი მოხმარება. სწორედ ამიტომ იქმნება სხვადასხვა ტიპის მარილი, რომელთაც ჯანმრთელობისთვის ზიანი არ მოაქვთ. მსგავსი პროდუქტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იწარმოება, ერთ-ერთი მათგანი კი საქართველოშიც ხელმისაწვდომია. ეს გახლავთ „ლოსალტი“, რომელიც ჯანსაღი მარილია დიდი ბრიტანეთიდან. მის სიჯანსაღეს ნატრიუმის დაბალი შემცველობა განაპირობებს. „ლოსალტში“ 66%-ით ნაკლები ნატრიუმია. ის ჩანაცვლებულია კალიუმით, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის, ვინაიდან არეგულირებს ნერვულ ფუნქციას, კუნთების შეკუმშვას, გულისცემასა და სისხლის წნევას. კალიუმის დამსახურებით საკვები ნივთიერებები ხვდება უჯრედებში და მინიმუმამდე დაჰყავს ნატრიუმის ზემოქმედება სისხლის წნევაზე. მისი საჭირო რაოდენობით მიღება 20%-ით ამცირებს სიკვდილის რისკს.
„ლოსალტის“ მოხმარება რეკომენდებულია მათთვის, ვისაც სურს ჯანსაღად იკვებოს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი მათთვისაა, ვისაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ჭარბი წონა, წნევის პრობლემები, ენდოკრინული დარღვევები აღენიშნება.
„ლოსალტზე“ გადასვლით მარტივად შეძლებთ ნატრიუმის დონის შემცირებას ორგანიზმში და შესაბამისად, თავიდან აირიდებთ სიცოცხლისთვის საშიშ დაავადებათა განვითარების რისკს. ამას სხვა ქვეყნების გამოცდილება ადასტურებს. დიდ ბრიტანეთსა და ევროპის ქვეყნებში 30 წელზე მეტია, რაც ჩვეულებრივი მარილი „ლოსალტის“ მარილით ჩანაცვლდა. ის საშუალებას გაძლევთ იკვებოთ ბალანსირებულად და ჯანსაღად, საკვები რაციონიდან მარილის ამოღების გარეშე.