/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ არ ვიცი სწორად ავარᲩიე Თუ არა და რამდენად მიეკუᲗვნება ეს Თემა ფიზიკურ განვიᲗარებას ბავᲨვის.მაქვს ასეᲗი ᲨეკიᲗხვა, მყავს ბიᲭუნა ამ წლის 22 აგვისტოს ხდება 20 Თვის, მოკლწდ გაიარა ფეხზე ყველაფერი კარგადაა Თუმცა ამ ბოლო დროს ᲨევამᲩნიე კუდუსუნის Ძვალი ტაკოსᲗან მომრგვალებული აქვს და ᲗიᲗქოს დიდი ანუ რომ ვადებ ხელს Ძვალი ბურᲗივიᲗ მხვდება, Ძვლის დაბოლოება კუდუსუნის, Ძალიან ვნერვიულობ ასე უნდა იყოს Თუ რამწს დაარტყა და Შეუსივდა? ნუ ერᲗი Თვე იქნება ასე აქვს.ბავᲨვი გამხდარია 11 კილო არის, იქნებ Ძვალუა გამოკვეᲗილი რადგან გამხდარია არ ვიცი..სანამ ექიმᲗან მივარ Თქვენ გწერᲗ..ვარᲗ უცხიეᲗᲨი.რანდევუ ავიᲦეᲗ და 1 ᲗვეᲨი მოგვცეს მე კი Ძალიან მეᲩქარება რადგან ვნერვიულობ.. ბავᲨვი ჯდება დადის Ჩვეულებრივ .მაᲓლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

შოკოლადი არის ერთ-ერთი იშვიათი პროდუქტი, რომელმაც განიცადა ტრანსფორმაცია ინდიელების მწარე სასმლიდან ნატიფ დესერტამდე

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
1519 წლის ნოემბერში, როდესაც ესპანელი ჯარისკაცების კბილებამდე შეარაღებული ბრბო გენერალ კორტესის მეთაურობით დღევანდელი მექსიკის ტერიტორიაზე შეიჭრა

და ააოხრა აცტეკების იმპერატორ მონტესუმას სასახლე, მუქი ფერის გამომშრალი მარცვლების დიდი მარაგი აღმოაჩინა… მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ამ მარცვლებისგან დამზადებული შოკოლადი მთელ სამყაროს დაიპყრობდა.შოკოლადის, ისევე, როგორც კაკაოს ხის სამშობლოდ ცენტრალური და სამხრეთ ამერიკა ითვლება. შოკოლადის ისტორია ძალიან ადრე დაიწყო.

პირველად სიტყვა კაკაომ გაიჟღერა, დაახლოებით 1000 წლის წინ ჩვ. წ. აღ. მექსიკის ყურეში. მაშინ მხოლოდ იწყებოდა ოლმეკების ცივილიზაციის აღორძინება. მათ შემდეგ მაიას ტომებმა გააგრძელეს ტრადიცია და სწორედ მათ მოახერხეს ველური კაკაოს ხის კულტივირება. ამავე პერიოდში დაიწყეს შოკოლადის საკვებად მიღების მეთოდების შემუშავებაც. კაკაოს მარცვლებს ხალავდნენ, ფქვავდნენ, შემდეგ კვლავ აცხელებდნენ და ასე მიიღებოდა კაკაოს ხსნარი. ხსნარს ხსნიდნენ წყალში და უმატებდნენ წითელ წიწაკას.

შედეგად მიიღებოდა მომწარო გემოს სასიამოვნო სასმელი, რომელიც “ღმერთების სასმელის” სახელით შემორჩა ისტორიას. მაიას ტომების შემდეგ შოკოლადის მომზადების ტრადიცია განაგრძეს აცტეკებმა. ისინი წყალში გახსნილ ხსნარს, რომელსაც სიმინდის ფქვილთან ერთად ფქვავდნენ, უმატებდნენ თაფლს, აგავას ნაყენს და ჩოკოლატლად წოდებულ ამ სასმელს ენერგიის წყაროდ მიიჩნევდნენ.

აცტეკების ლეგენდის თანახმად, კაკაოს თესლი დედამიწაზე სამოთხიდან აღმოჩნდა, ამიტომ იგი ყველას, ვინც მის ნაყოფს მიირთმევს, ძალასა და სიბრძნეს ანიჭებს.მრავალი საუკუნის განმავლობაში შოკოლადი არსებობდა მხოლოდ თხევადი სახით. ეს სასმელი იყო მაგიური რიტუალებისა და საქორწინო ცერემონიების ნაწილიც.ევროპაში კაკაოს გავრცელება ერნან კორტესის დამსახურებად შეიძლება ჩაითვალოს. სწორედ მან ჩაუტანა ესპანეთის მეფეს კაკაოც და მისი დამზადების რეცეპტებიც. რძიანი შოკოლადის გამოგონება კი ეკუთვნის შვეიცარიელ მეცნიერს დანიელ პიტერს.

შოკოლადის სახეობები

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა მტკივნეული ორივე მხრიდან და იღლია მაგრამ მარჯვენა მხარე იღლია და მხარი საღამოს იმატებს ტკივილი რისი ბრალი შეიძლება იყოს და ვის უნდა მივმართო?</p>

წარმომავლობის მიხედვით კაკაოს მარცვლებს სამ ძირითად ჯგუფად ყოფენ: ამერიკული, აფრიკული და აზიური. ხოლო ხარისხის მიხედვით იგი ორ ჯგუფად იყოფა:კეთილშობილი , რომელსაც ჰაეროვანი და სასიამოვნო არომატიც აქვს და ორდინალური, რომელიც მომჟავო-მომწარო გემოთი და ძლიერი არომატით გამოირჩევა.დროთა განმავლობაში წარმოიქმნა შოკოლადის მრავალი სახეობა. ყოველი მათგანის საფუძველს სუფთა შოკოლადი წარმოადგენს.

რამდენიმე ცნობილი სახეობაა:მწარე შოკოლადი – სუფთა შოკოლადი, რომელიც არ შეიცავს დანამატებს.შავი შოკოლადი – შოკოლადი რძის დანამატის გარეშე, რომელიც მინიმუმ 35% სუფთა კაკაოს ფხვნილს შეიცავს.ტკბილ-მწარე შოკოლადი – შოკოლადი კაკაოს მაღალი კონცენტრაციით და მომწარო გემოთი. ფართოდ გამოიყენება პიკანტური დესერტების დასამზადებლად.რძიანი შოკოლადი – შოკოლადი რძის დანამატით.თეთრი შოკოლადი – მზადდება კაკაოს ცხიმისა და კაკაოს ფხვნილისაგან, აქვს თეთრი ფერი.

კაკაოს ფხვნილი – კაკაო გასუფთავებულია კაკაოს ცხიმისაგან და მიყვანილი ფხვიერ მდგომარეობამდე. ფართოდ გამოიყენება კულინარიაში და აადვილებს მზადების პროცესს.თხევადი შოკოლადი – ის შეიძლება მომზადდეს როგორც შავი შოკოლადიდან, ასევე კაკაოს ფხვნილისგან, რძისა და შაქრის დამატებით.

პირველი კაფე, სადაც შოკოლადით უმასპინძლდებოდნენ სტუმრებს, 1657 წელს გაიხსნა ლონდონში. შოკოლადი იმ დროისთვის ითვლებოდა შეძლებული, მდიდარი ადამიანების სასმელად და 1 ფუნტი შოკოლადი 15 შილინგი ღირდა. ისევე, როგორც მაიას ტომებში, კაკაოს ხის ნაყოფი ზოგიერთ ქვეყანაში ვალუტად იქცა. ასე მაგალითად, ნიკარაგუაში ბოცვრის ყიდვა შეიძლებოდა ათ კაკაოს მარცვლად, ხოლო ასი კაკაოს მარცვლის სანაცვლოდ თქვენ კარგი მონის მფლობელი გახდებოდით.

მე-17-18 საუკუნეების ექიმები თავის მდიდარ პაციენტებს შოკოლადს უნიშნავდნენ როგორც საერთო გამაჯანსაღებელ საშუალებას და ბევრი დაავადების წამალს. შოკოლადს, ჩვეულებრივ, უნიშნავდნენ ბავშვებსა და მამაკაცებს სასმელში რძის, ღვინის, სუნელ-სანელებლებისა და ლუდის დანამატითაც კი.1674 წელს გამოჩნდა რბილი შოკოლადი ბატონებისა და რულეტების სახით. პირველი შოკოლადის ფილა დაამზადა კომპანიამ

Fry & Sons ბრენდით Chocolat Delicieux a Manger.

პირველი რძიანი შოკოლადი გამოჩნდა შვეიცარიაში, რის შემდეგაც შვეიცარიულმა ფირმა ნესტლემ პოპულარობა მოიპოვა. 1879 წელს რუდოლფ ლინდტმა ბერნიდან გამოუშვა შოკოლადი, რომელიც პირში დნებოდა. მან გამოიგონა შოკოლადის ნელა შეცხელების მეთოდი და თავის პროდუქციაში მეტი კაკაოს კარაქის დამატება დაიწყო.

პირველი შოკოლადი შიგთავსით გამოჩნდა 1913 წელს.მე-18 საუკუნის შუაწლებში შოკოლადი შედარებით გაიაფდა და ხელმისაწვდომი გახდა მოსახლეობის ყველა ფენისთვის, ვინაიდან ამ დროისთვის კაკაოს პლანტაციების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა და წარმოებაც მექანიზებული გახდა.

მე-19 საუკუნეში კაკაოს მარცვლების წარმოების მხრივ ლიდერობდა ვენესუელა, ამჟამად კაკაო ძირითადად მოჰყავთ ბრაზილიასა და კოტ-დ-ივუარზე. დღეისათვის შოკოლადის წარმოების ლიდერად მიიჩნევა აშშ. ერთ სულ მოსახლეზე შოკოლადის მოხმარების მხრივ კი შვეიცარია ლიდერობს.

მსოფლიოში ყოველწლიურად 600 ათასი ტონა შოკოლადი იჭმევა. შოკოლადის წარმოება ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი დარგია კვების მრეწველობაში.შოკოლადი არის ერთ-ერთი იშვიათი პროდუქტი, რომელმაც განიცადა ტრანსფორმაცია ინდიელების მწარე სასმლიდან ნატიფ დესერტამდე და მასობრივი მოხმარების პროდუქტად იქცა, რომელიც ფართო ასორტიმენტით გამოირჩევა. გემოსა და კომერციული ფასეულობის გარდა შოკოლადს გააჩნია განწყობის ამაღლებისა და ძალების აღდგენის საოცარი თვისება.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

რატომ მოქმედებს ზოგიერთი წამალი სხვადასხვა ადამიანზე განსხვავებულად

Nature Chemistry: ნაწლავის ბაქტერიებმა შეიძლება შეამცირონ წამლების ეფექტურობა.
სრულად
ჯო ბაიდენს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს
ჯო ბაიდენს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს
აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს კიბო აქვს. ამის შესახებ მისმა ოფისმა განაცხადა.
სრულად
როგორ არის ერთმანეთთან დაკავშირებული ალტრუიზმი და ბედნიერება

ალტრუიზმი ადამიანს უფრო ბედნიერს ხდის.
სრულად
საერთაშორისო მულტინაციონალური ფარმაცევტული კომპანია GM PHARMA მსოფლიოში მიმდინარე ჰიპერტენზიის კამპანიას წელსაც უერთდება

GM PHARMA-ს ორგანიზებით, პაციენტებს საქართველოს მასშტაბით, უფასო სამედიცინო კონსულტაციითა და კვლევებით სარგებლობა შეუძლიათ.
სრულად
ქრონიკული ვენური დაავადება - რეკომენდაციები ცხელი სეზონისთვის

გაზაფხულ - ზაფხულის სეზონის დადგომასთან ერთად ქრონიკული ვენური დაავადების გამოვლინებები, როგორიცაა ქვედა კიდურებში სიმძიმე, დისკომფორტი, შეშუპების შეგრძნება, წვა, სიმხურვალე იზრდება.
სრულად
რატომ გვტკივა თავი  იასამანის, ჟასმინის და შროშანის სურნელისგან

როგორ მოქმედებს ძლიერი სუნი ჩვენს ტვინზე.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

შოკოლადი არის ერთ-ერთი იშვიათი პროდუქტი, რომელმაც განიცადა ტრანსფორმაცია ინდიელების მწარე სასმლიდან ნატიფ დესერტამდე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები