/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ მყავს ბიᲭი ამა წლის აგცისტოᲨი გახდა 20 Თვის, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, ამ ბოლო სამი Თვის განმავლობაᲨი უკვე რამოდენიმეჯერ ჰქონდა ბაქტერია ყელის, ტესტი გავუკეᲗეᲗ და ყელᲨი ბაქტერია ჰქონდა , ნუ საზᲦვარგარეᲗ ვცხოვრობᲗ და სახელს ვერ გადავᲗარგმნი, მოკლედ ეხლაც აქვს ყელის ინფექცია, მყავდა ექიმᲒან ყელი წიᲗელი აქვსო, გლანდები Შესიებულუ, ბავᲨვს ცივს არც ვაᲭმევ არც ვასნევ, ასევე ბაᲦᲨიც გაფრᲗხილებულდბი არიან და საიდან ემარᲗება ვერ გავიგე Თან 3 ან 4 სᲦე სუცხე აქვს ჯერ 37 იწყდბა მერე 38 და მერე 39 ადის, 39 რომ გქონდა სანტელი გავუკეᲗეᲗ უკანა ნაწილᲨი, ექიმმა როგორც გვიᲗხრა, გუᲨინ ვიყავიᲗ პედიატრᲗან ანტიბიოტიკი დაგვინიᲨნა ერᲗი კვირა კლამოქსი, დაიწყო სმა მაგფამ სიცხე ისევ აქვს 37.7 , რა მოვიმოქმედო რომ ბავᲨვს დაუწიოს სიცხემ? ამ ასაკᲨი Ძმრიანი ნასკები ᲨეიᲫლება? სულ წამლებს ვაᲫლსვᲗ და არ მინდა გაიᲭყიპოს, რა მოვიმოქმედო რომ ავარიდო ამ ბაქტერიას

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

თავის ტკივილის ყველაზე გავრცელებული მიზეზები - როდის უნდა მიმართოთ ექიმს

თავის ტკივილის ყველაზე გავრცელებული მიზეზები - როდის უნდა მიმართოთ ექიმს
ხშირად, ადამიანებს, რომელთაც თავის ტკივილი აწუხებთ, აქვთ დისკომფორტი ან ტკივილი თავისა შუბლის არეში, თვალებთან  ან კისრის ზედა ნაწილში.

მიუხედავად იმისა, რომ თავის ტკივილი შეიძლება ხშირად არ გაწუხებდეთ, ის მაინც ნერვული სისტემის ყველაზე გავრცელებულ აშლილობად ითვლება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, თავის ტკივილი ზრდასრული მოსახლეობის ნახევარს წელიწადში ერთხელ მაინც აწუხებს.

თავის ტკივილის ყველაზე გავრცელებული მიზეზი კუნთების დაძაბულობაა. მაგრამ მას სხვა მრავალი გამომწვევი ფაქტორიც აქვს, მაგალითად:

  • თავის ტრავმა;
  • ვირუსული ინფექციები;
  • სინუსიტი და შაკიკი.

თავის ტკივილი შეიძლება იყოს სხეულის რეაქცია ემოციურ სტრესზე, მწუხარებაზე, ზედმეტ ძილზე ან ძილის ნაკლებობაზე, დეპრესიაზე.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ზოგიერთ ადამიანს ტკივილი ფიზიკური დატვირთვისას, ტირილისა და თვალის დაძაბვის შემდგომ აწუხებთ. იგი შეიძლება იყოს როგორც მარტივად გასაძლები, ასევე უკიდურესად მტკივნეული. სიმპტომები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს მოცემულ მომენტში შემდეგია:

  • ბუნდოვანი ხედვა
  • დაბნეულობა
  • სიარულის ან ლაპარაკის გაძნელება
  • გულისრევა
  • ცხელება
  • კისრის ტკივილი
  • მგრძნობელობის გაზრდა სინათლის ან ხმაურის მიმართ.

ტკივილი შესაძლოა არსებობდეს პირველადი და მეორეული

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა მტკივნეული ორივე მხრიდან და იღლია მაგრამ მარჯვენა მხარე იღლია და მხარი საღამოს იმატებს ტკივილი რისი ბრალი შეიძლება იყოს და ვის უნდა მივმართო?</p>

პირველადი თავის ტკივილი გულისხმობს იმას, რომ ის სათავეს იღებს თავიდან, ასეთია მაგალითად შაკიკი.

მეორეული თავის ტკივილი კი წარმოიშვება არა თავში, არამედ სხვა დაავადებების გაჩენის შედეგად, ასეთია მაგალითად გრიპის დროს, გულისრევის ან დაღლილობის შემდგომ განვითარებული ტკივილი.

ასევე დაგაინტერესებთ
რამ შეიძლება გამოიწვიოს სახის არეში ტკივილი? - სხეულის ზედა ნაწილის არტერიების ანთება, გლაუკომა, სანერწყვე ჯირკვლის ანთება და კლასტერული თავის ტკივილი

როგორ ხდება თავის ტკივილის მკურნალობა და პრევენცია

თავის ტკივილის მკურნალობის გასაღები არის, პირველ რიგში, გამომწვევი მიზეზის დადგენა.

თავის ტკივილი შეიძლება გამოწვეული იყოს გაციებით ან გრიპით, ცხელებით, კბილის ან ყბის ტკივილი, თავის ან კისრის ტრავმით, ტვინში სისხლდენით ან ინფექციებით, როგორიცაა ენცეფალიტი ან მენინგიტი.

თავის ტკივილი ასევე შეიძლება გამოწვეული იყოს ტოქსინებით, როგორიცაა ჭარბი ალკოჰოლი, მოწევა, ალერგენული ან გაფუჭებული საკვების მოხმარება.

ოდნავი თავის ტკივილის ზოგადი მკურნალობა მოიცავს დასვენებას, სტრესის შემცირებას, თავის არეში მასაჟს, აცეტამინოფენს (ტაილენოლი) და არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს (აასს).

თავის ტკივილის პრევენცია მოიცავს შემდეგს: ჯანსაღი საკვების მიღება და ალკოჰოლისა და სიგარეტის თავიდან აცილება. მაქსიმალურად მოიშორეთ გარე სტრესები და შეეცადეთ დაარეგულიროთ ძილი.

მედიკამენტები

შაკიკისა და თავის ტკივილის შესამსუბუქებელი მედიკამენტები შეიძლება დაიყოს ორ ჯგუფად: ტკივილგამაყუჩებელი და პროფილაქტიკური (პროფილაქტიკური მედიკამენტები).

სიმპტომების დაწყებისთანავე უნდა მიიღოთ ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები. თავის ტკივილის შესამსუბუქებელი მედიკამენტები ხელმისაწვდომია ურეცეპტოდ ან რეცეპტით.

როდის უნდა მიმართოთ ექიმს?

ადამიანები ხშირად ფიქრობენ, რომ თავის ტკივილი შეიძლება იყოს რაიმე სერიოზულის ნიშანი. დაუკავშირდით ექიმს, თუ შეიცვლება თავის ტკივილის სიმპტომების ხარისხი ან ტიპი, ან თუ გრძნობთ, რომ გაქვთ შაკიკი, რომელსაც შეიძლება დასჭირდეს განსხვავებული მკურნალობა დანიშნულებისამებრ.

ქვემოთ ჩამოთვლილ ტკივილების დროს, აუცილებლად მიმართეთ ექიმს:

  1. თავის ტკივილი, რომელიც არ ქრება ან უარესდება ყოველი დღის ბოლოს;
  2. თავის ტკივილი, რომელიც წარმოიქმნება ფიზიკური აქტივობისას;
  3. თავის ტკივილი, რომელიც თავს იჩენს ტრავმის ან ავადმყოფობის შემდეგ;
  4. თავის ტკივილი, რომელსაც თან ახლავს ცხელება, კისრის მოძრაობის გაძნელება, ინსულტის ნიშნები (როგორიცაა მეტყველების გაძნელება, დაბუჟება ან სისუსტე), კრუნჩხვები ან მხედველობის ცვლილებები;
  5. თავის ტკივილის გაძლიერება ცემინების ან ხველების დროს;
  6. თუ 40 წელს გადაცილებული ხართ და ყოველდღიურად გტკივათ თავი;
  7. თავის ტკივილი, რომელიც დაკავშირებულია ძალიან მაღალ არტერიულ წნევასთან.

ავტორი: ია რომანაძე

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

თავის ტკივილის ყველაზე გავრცელებული მიზეზები - როდის უნდა მიმართოთ ექიმს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები