/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

-მოგესალმებიᲗ, ხᲨირად გწერᲗ ხოლმე.მოკლედ მყავს 20 Თვის ბიᲭი, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, დᲦეს გამოვიყვანეᲗ ბაᲦიდან დროებიᲗ რადგან, აქვს კოკსაკის ვირუსი, გუᲨინ დილიᲗ არაფერი ჰქონდა, საᲦამოს უმნიᲨვნელოდ ხოლო დᲦეს უკვე დააყარა, Თუმცა სახე და ზურგი სუფᲗა აქვს, სიცხეც არ აქვს, ᲧელᲨი ზემოᲗ ᲗეᲗრად აქვს ლაქები ერᲗი Თვის წინ ენტერო ვირუსიც გამოსცადა,ხოლო 1 წლის წინ ანუ როცა 6 Თვის იყო როტა ვირუსიც, ვცხოვრობᲗ ანტალიაᲨი, აქ ყველა ავად არის არ ვიცი რატომ,მოკლედ მაინტერესებს ვიყავიᲗ პედიატრᲗან დᲦეს და გვიᲗხრა ᲗავისიᲗ გავაო , ნუᲗუ არ არსებობს რაიმე წამალი? და როდის გავუᲨვა ბაᲦᲨი? დაემარᲗა დᲦეს 12.09.2024. მადლობა Თქვენ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

რა იწვევს ხვრინვას და არის თუ არა ორგანიზმისთვის საშიში

რა იწვევს ხვრინვას და არის თუ არა ორგანიზმისთვის საშიში
ხვრინვა მეტად აქტუალური სამედიცინო პრობლემაა, რადგან ძილის დროს ყოველი მეოთხე მამაკაცი და ყოველი მეექვსე ქალი ხვრინავს.

როგორც მედიკოსები აღნიშნავენ, ხვრინვა ერთგვარი განგაშის ზარია და ორგანიზმში მიმდინარე პათოლოგიურ ძვრებზე, კერძოდ, სუნთქვის პროცესის დარღვევაზე მიგვანიშნებს.

ადამიანს სძინავს, თითქოს არაფერი აწუხებს, ცუდს ვერაფერს გრძნობს, ამ დროს კი მისი ორგანიზმი საჭირო რაოდენობის ჟანგბადს ვერ იღებს და იტანჯება.

პულმონოლოგების აზრით (ლათინურად "პულმონის" – ფილტვი, პულმონოლოგია არის მედიცინის დარგი, რომელიც შეისწავლის სასუნთქი სისტემის ორგანოების დაავადებებს), ეს ხმა მაშინ წარმოიშობა, როცა ჰაერის ნაკადს ჰაერგამტარ გზებში გავლისას რაიმე დაბრკოლება გადაეღობება. არსებობს მდგომარეობა, როცა ხახის კუნთთა ტონუსი შემცირებულია, მოდუნებული კუნთები ხახის ისედაც წვრილ გასავალს უფრო მეტად ავიწროებს და ერთგან სრულებით ახშობს;

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ამის გამო ჩასუნთქული ჰაერი გვიან აღწევს ფილტვებს, სუნთქვა ფერხდება, ჟანგბადის ნაკლებობის გამო კი გული და ტვინი საგანგებოდ მუშაობს. ამას ძილში განვითარებულ ობსტრუქციულ აპნოეს უწოდებენ (აპნოე სუნთქვის შეჩერებას ნიშნავს, ობსტრუქცია – დახშობას). ამ დარღვევის მსუბუქი ფორმა ქირურგიულ კორექციას იოლად ემორჩილება.

ვიწრო ხახის გარდა, ხვრინვის მიზეზი შეიძლება იყოს ცხვირის ძგიდის გამრუდება და ჰაერის ნაკადისათვის გზაზე დაბრკოლების გაჩენა. ასეთი რამ ხდება ქრონიკული რინიტის (ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთების), ჰაიმორიტის ან ფრონტიტის დროს (ჰაიმორიტი – ზედა ყბის წიაღის, ფრონტიტი კი შუბლის წიაღის ანთებაა).

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა მტკივნეული ორივე მხრიდან და იღლია მაგრამ მარჯვენა მხარე იღლია და მხარი საღამოს იმატებს ტკივილი რისი ბრალი შეიძლება იყოს და ვის უნდა მივმართო?</p>

რაკი ცხვირი მუდმივად "გაჭედილი აქვთ", ადამიანები იძულებულნი ხდებიან პირით ისუნთქონ და ძილისა თუ ღვიძილის დროს პირი ღია აქვთ. როცა ეს პროცესები ბავშვობიდანვე მიმდინარეობს, იწყება ქვედა ყბის ცდომა და არასწორი განვითარება.

სუნთქვის პროცესის დარღვევა შეიძლება განაპირობოს ბრონქებში გაჩენილმა დაბრკოლებამაც. ჰაერის ნაკადი ბრონქებამდე იოლად აღწევს, მაგრამ მათი სპაზმის გამო ჩასუნთქვა ფერხდება. ზოგიერთს ღამით მოგუდვის შეგრძნება აღვიძებს და ვერც კი წარმოუდგენია, რომ ამის მიზეზი ღია სარკმელთან ძილია.

ასევე დაგაინტერესებთ
ხვრინვა შესაძლოა ინსულტისა და ინფარქტის მიზეზი გახდეს
როგორ ვებრძოლოთ ხვრინვას

გახსოვდეთ – ყველაფერი ინდივიდუალურია. სუფთა ჰაერზე, სიგრილეში ძილი მხოლოდ გაკაჟებული, ჯანსაღი სასუნთქი სისტემის მქონე პირთათვისაა მიზანშეწონილი. მათ კი, ვისაც ცივი ჰაერის ჩასუნთქვისას ბრონქოსპაზმი უვითარდება (განსაკუთრებით – ასთმით დაავადებულებს), თბილ ოთახში უნდა იძინონ.

სქელი, წებოვანი ლორწო ბრონქიოლების სანათურს ახშობს და ბრონქების დრენაჟს არღვევს. სწორედ ამის ბრალია მსტვენი "ნაზი" ხვრინვა.

განსაკუთრებით საყურადღებოა ორსულთა ხვრინვა. ის იმის ნიშანია, რომ ქალის ორგანიზმი მეტ ჟანგბადს ითხოვს ნაყოფის ნორმალურად განვითარებისთვის.

დაბოლოს, ხვრინავს მწეველთა 90%. ბევრს გაღვიძებისას თავი სტკივა, დაღლილობის შეგრნება აქვს, სხეულის სიმძიმესა და ერთგვარ "მტვრევას" გრძნობს, რადგანაც ძილის დროს მის ორგანიზმს უდიდესი ჯაფა ადგება, რომ ფიზიოლოგიური პროცესები ნორმალურად წარმართოს.

ასეთ ხალხს სუსტი ორიენტაცია, რეაქციათა შენელება, ცნობიერების დაბინდვა და სხვა ჩივილები აწუხებს, რაც ძილსა თუ ღვიძილში ობსტრუქციული აპნოეს ხშირი შეტევების ბრალია. აპნოე, თავის მხრივ, სხვა პათოლოგიურ პროცესებს უწყობს ხელს და ორგანოთა ცალკეული სისტემების დაავადებათა მიზეზი ხდება ხოლმე.

ასე რომ, თუ ძილის დროს ხვრინავთ, სულის ხუთვის გამო ბორგავთ და ხშირად იღვიძებთ, თანაც ჭარბი წონით გამოირჩევით ან კიდევ მაღალ წნევას უჩივით, აუცილებლად მიაკითხეთ ექიმს. მართალია სატელევიზიო თუ საგაზეთო რეკლამებში ხშირად იუწყებიან, ხვრინვისგან უნიკალური მეთოდით ვკურნავთო, მაგრამ ნუ წამოეგებით მათ ანკესს – გახსოვდეთ, ამ პრობლემის მოგვარება აბებითა და ნაყენებით შეუძლებელია. ა

რასპეციალისტები ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე, გამომწვევ მიზეზთა დაუდგენლად, იწყებენ მკურნალობას და ადამიანის საერთო მდგომარეობას ხშირად კიდევ უფრო ამძიმებენ.

ხვრინვა სუნთქვის პროცესის დარღვევას უკავშირდება და თავისებურ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს. ნუ ჩათვლით მას უმნიშვნელო პრობლემად, გახსოვდეთ, უყურადღებობით ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნით. ამიტომაც, აუცილებლად მიაკითხეთ ოტორინოლარინგოლოგს (ანუ ყელ-ყურ-ცხვირის ექიმს) და პულმონოლოგს.

კომენტარები (2)
თინა
12 წლის ბავშვი ხვრინავს ცხვირიდსნ უჭირს სუნთქვა
თარიღი : 21-01-2025
თინა
გამარჯობათ ხვრინვა სიმსუქნის შედაგად ხომ არ ადს ?
თარიღი : 21-01-2025
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

რა იწვევს ხვრინვას და არის თუ არა ორგანიზმისთვის საშიში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები