რატომ არ შეიძლება წყლის ორჯერ ადუღება
ალბათ, გაზქურაზე თქვენც დაგრჩენიათ მოთუხთუხე ჩაიდანი, არც ანადუღარი წყლის ხელმეორედ ადუღებაა იშვიათი. სამწუხაროდ, ბევრმა არ იცის, რომ ხანგრძლივად ნადუღები ან ხელმეორედ ადუღებული წყლის გამოყენებით საკუთარი და ოჯახის წევრების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხეს ვუქმნით.
რა ხდება წყლის ხელმეორედ ადუღებისას?
ონკანის წყალი დიდი რაოდენობის მინერალებს შეიცავს და გაცხელების დროს მათი ქიმიური შემადგენლობა იცვლება. მაგალითად, ისეთი სასარგებლო მინერალი, როგორიც კალციუმის მარილია, მავნე ნივთიერებად გარდაიქმნება. დუღილის პროცესში აორთქლებული ქიმიკატები ჩვენს ფილტვებში ილექება, ხოლო დანარჩენები ორგანიზმში წყალთან ერთად ხვდება.
რაც უფრო მეტჯერ ავადუღებთ ერთსა და იმავე წყალს, მით მეტად დავაბინძურებთ ორგანიზმს ისეთი საშიში ნივთიერებებით, როგორებიცაა ფთორიდი, დარიშხანი და ნიტრატები.