ტვინის ნაწილის არარსებობას ხელი არ შეუშლია ამერიკელი ქალბატონისთვის რამდენიმე ენის შესწავლაში
ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) ნეირობიოლოგებს, ქალბატონის თქმით, მისი „საინტერესო“ ტვინის შესასწავლად.
საქმე ისაა, რომ გაურკვეველი მიზეზით, მის ტვინში საერთოდ არ იყო მარცხენა საფეთქლის წილი. ეს სრულიად შემთხვევით, 1987 წელს გაირკვა, როდესაც E.G.-ს ჩაუტარეს ტვინის სკანირება.
მანამდე ქალი ვერაფერს ხვდებოდა: თავს გრძნობდა ნორმალურად, მიიღო კარგი განათლება და მაღალი სამეცნიერო ხარისხი, ასევე თავისუფლად ფლობდა რამდენიმე ენას. ამ უკანასკნელმა გარემოებამ განსაკუთრებით გააკვირვა მეცნიერები, რადგანაც მარცხენა თხემის წილი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მეტყველების დამუშავებასა და გაგებაში. იმისათვის რომ გაერკვიათ E.G. -ს ტვინი როგორ უმკლავდება ამ ამოცანას, MIT-ის სპეციალისტების ჯგუფმა ჩაატარა კვლევა.
ფუნქციური მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის საშუალებით მეცნიერები რეალურ დროში აკვირდებოდნენ ქალის ტვინის მუშაობას იმ დროს, როდესაც ის ასრულებდა ინტელექტუალურ დავალებებს, მათ შორის ხსნიდა მათემატიკურ ამოცანებს, პასუხობდა სხვადასხვა ენაზე დასმულ კითხვებს.
აღმოჩნდა, რომ არარსებული მარცხენა საფეთქლის წილის ყველა ფუნქცია აღებული ჰქონდა მარჯვენა საფეთქლის წილს, სადაც განვითარდა ნეირონული კავშირების ქსელი, რის საშუალებითაც E.G.-ს შეეძლო ნორმალური ურთიერთობა, სხვა ადამიანების მეტყველების გაგება და უცხო ენების შესწავლაც კი.
E.G.-ს გადმოცემით, მის დას ტვინის მარჯვენა საფეთქლის წილი არ აქვს და მასაც არ აღენიშნება ტვინის მუშაობის დარღვევები.
მეცნიერების დასკვნით, ქალების ტვინის აგებულების ამგვარი თავისებურებების საფუძველს გენეტიკურ მიზეზები აქვს.