/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ არ ვიცი სწორად ავარᲩიე Თუ არა და რამდენად მიეკუᲗვნება ეს Თემა ფიზიკურ განვიᲗარებას ბავᲨვის.მაქვს ასეᲗი ᲨეკიᲗხვა, მყავს ბიᲭუნა ამ წლის 22 აგვისტოს ხდება 20 Თვის, მოკლწდ გაიარა ფეხზე ყველაფერი კარგადაა Თუმცა ამ ბოლო დროს ᲨევამᲩნიე კუდუსუნის Ძვალი ტაკოსᲗან მომრგვალებული აქვს და ᲗიᲗქოს დიდი ანუ რომ ვადებ ხელს Ძვალი ბურᲗივიᲗ მხვდება, Ძვლის დაბოლოება კუდუსუნის, Ძალიან ვნერვიულობ ასე უნდა იყოს Თუ რამწს დაარტყა და Შეუსივდა? ნუ ერᲗი Თვე იქნება ასე აქვს.ბავᲨვი გამხდარია 11 კილო არის, იქნებ Ძვალუა გამოკვეᲗილი რადგან გამხდარია არ ვიცი..სანამ ექიმᲗან მივარ Თქვენ გწერᲗ..ვარᲗ უცხიეᲗᲨი.რანდევუ ავიᲦეᲗ და 1 ᲗვეᲨი მოგვცეს მე კი Ძალიან მეᲩქარება რადგან ვნერვიულობ.. ბავᲨვი ჯდება დადის Ჩვეულებრივ .მაᲓლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ქრონიკული ხველის გამომწვევი მიზეზები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ქრონიკული ხველის გამომწვევი მიზეზები

ქრონიკული ხველა წარმოადგენს დიაგნოსტიკურ სირთულეს და სტანდარტულ მკურნალობას არ ემორჩილება.

ქრონიკული ხველა, რომელიც წლობით გრძელდება, იწვევს პაციენტის გაღიზიანებას, მდგომარეობა კიდევ უფრო რთულდება ოჯახის წევრებისა და ახლობლების დამოკიდებულების გამო.

ქრონიკული ხველის მკურნალობა ძნელია, რაც დიდწილად გამომწვევი ფაქტორების მრავალფეროვნებითაა გამოწვეული. ამის გამო, სწორი დიაგნოზისა და მკურნალობისთვის მრავალმხრივი კვლევების ჩატარებაა აუცილებელი.

ბევრი დიაგნოსტიკური ტესტის ჩატარება არის საჭირო იმისთვის, რომ მხედველობიდან არაფერი გამორჩეს ექიმს. უბრალოდ მედიკამენტების მოსინჯვა არ არის საკმარისი.

საყლაპავი კუნთოვანი მილია, რომელიც პირის ღრუს კუჭთან აკავშირებს. რეფლუქსი, ცენკერის დივერტიკული და საყლაპავის სხვა მოტორული დარღვევები შეიძლება გახდეს ყელის გაღიზიანებისა და ქრონიკული ხველის მიზეზი. მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ ქრონიკული ხველა შეიძლება ხშირად ერთადერთი სიმპტომი იყოს.

საყლაპავის დაავადებებისთვის დამახასიათებელი სხვა სიმპტომები, როგორიცაა გულძმარვა, ყელის წვა, მოხრჩობის შეგრძნება, ყლაპვის გაძნელება - შესაძლოა ყოველთვის არ აღენიშნებოდეს პაციენტს. თუმცა, ამ სიმპტომების არსებობა საყლაპავის პათოლოგიაზე აძლიერებს ეჭვს.

საყლაპავის იმ დაავადების სადიაგნოსტიკოდ, რომლებიც ქრონიკულ ხველას იწვევს, ტარდება კვლევები: ენდოსკოპია - საჭიროების შემთხვევაში ბიოფსიით, რენტგენოლოგიური კვლევა ბარიუმით, მანომეტრია, ნერწყვის ანალიზი.

ცხვირის ღრუსა და სინუსების პათოლოგიები, როგორიცაა ალერგია, სინუსიტი, ვაზომოტორული რინიტი - შესაძლოა გახდეს ქრონიკული ხველის მიზეზი, რაც ცხვირის ღრუდან ყელში ლორწოს ჩადინებითაა გამოწვეული.

ამ შემთხვევაში დიაგნოსტიკური ტესტები შემდეგია: ტრანსნაზალური ენდოსკოპია, ალერგიული ტესტები, სინუსების რენტგენოლოგიური კვლევა ან კომპიუტერული ტომოგრაფია, ასევე ორი სხვადასხვა ტიპის ნაზალური სპრეის გამოცდა: ანტიჰისტამინურისა და იპრატროპიუმ ბრომიდის - ვაზომოტორული რინიტის სადიაგნოსტიკოდ.

ზოგიერთ პაციენტში შეინიშნება ქრონიკული ხველის გამწვავება კონკრეტული საკვების მიღებისას. ყველაზე გავრცელებული საკვები, რომელიც ქრონიკულ ხველასთანაა დაკავშირებული არის: ხორბალი, რძის პროდუქტები, კვერცხი.

საკვებზე რეაქცია არ უნდა აგვერიოს ალერგიასა და რეფლუქსში.

აგრეთვე, არსებობს მედიკამენტების გარკვეული ჯგუფი, რომელიც ქრონიკურ ხველას იწვევს. ყველაზე მნიშვნელოვანი მათ შორის არის აგფ-ინჰიბიტორების ჯგუფი (ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტი). უფრო იშვიათად შესაძლოა ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტების კიდევ ერთმა ჯგუფმა - ანგიოტენზინის რეცეპტორის ბლოკერებმაც გამოიწვიოს ქრონიკული ხველა, როგორც გვერდითი ეფექტი.

დაბოლოს, ქრონიკული ხველა შესაძლოა ყელის გაღიზიანების შეგრძნებით იყოს განპირობებული, რაც ზოგჯერ ნერვის დაზიანების გამო აღენიშნება პაციენტს. ეს მდგომარეობა ხორხის (ლარინგული) ნევროპათიის სახელითაა ცნობილი. მაგალითისთვის მოვიყვანოთ კბილის ანესთეზია. როდესაც ყბა დაბუჟდება, ხშირად ჩნდება შეშუპების და მუდმივი ნერწყვდენის ასოციაცია, მაგრამ სარკეში ჩახედვიასას ვერც შეშუპებას და ვერც ზედმეტ ნერწყვს ვამჩნევთ. მსგავსად ამისა, ნევროპათიული ქრონიკული ხველის მიზეზი არის ის, რომ პაციენტი მუდმივად გრძნობს ლორწოს არსებობას ყელში.

როდესაც დაზუსტდება ქრონიკული ხველის მიზეზი, შესაძლებელია შედეგიანი მკურნალობის დანიშვნა.

უნდა გვახსოვდეს, რომ წლობით მიმდინარე ხველის შემთხვევაში შესაძლოა ერთდროულად რამდენიმე გამომწვევი მიზეზი იქნას გამოვლენილი ერთ პაციენტში. ამ შემთხვევაში საჭირო იქნება სხვადასხვა მოქმედების მექანიზმის მქონე პრეპარატის მიღება.

სრულყოფილი სამედიცინო გამოკვლევა ხშირად სხვადასხვა სპეციალისტის ჩარევას საჭიროებს, მათ შორის გასტროენტეროლოგის, ოტო-რინო-ლარინგოლოგის, ალერგოლოგის, ნევროლოგის.