ქალაქები, სადაც განტვირთვას და სულიერად დასვენებას შეძლებთ
თუმცა, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სურთ გაემგზავრონ ისეთ ადგილას, სადაც სიმშვიდეში განტვირთვასა და რელაქსაციას შეძლებენ.
საინტერესოა, სად არის ისეთი ადგილები, სადაც აქტიური ცხოვრების სტილი და ტურისტებით სავსე ქუჩები არ შეგვაწუხებს. მშვიდად შევლძებთ სეირნობას, უცხო სამზარეულოს დაგემოვნებას და უბრალოდ სულიერ დასვენებას. ამ სტატიაში სწორედ ასეთ ადგილებზე ვისაუბრებთ და გაგაცნობთ ქალაქებს, რომლებიც მშვიდი მოგზაურობისთვის საუკეთესოა.
ბაზელი, შვეიცარია
ბაზელი შვეიცარიის ჩრდილო-დასავლეთში, საფრანგეთსა და გერმანიას შორის მდებარეობს. 3 ქვეყნის გავლენა ამ ქალაქს ნამდვილად გამორჩეულს ხდის. მიუხედავად ამისა, ბაზელი ტურისტებით დატვირთული არ არის და არც დატვირთული ცხოვრების სტილით გამოირჩევა. ამას თუ დავუმატებთ მის ულამაზეს ბუნებას, ბაზელი ნამდვილად არის ერთ-ერთი საუკეთესო ქალაქი მშვიდი მოგზაურობისთვის.
ბაზელის ავიაბილეთებს Pegasus Airlines - ი გვთავაზობს საუკეთესო ფასად. ავიაკომპანია თბილისიდან ბაზელამდე, სტამბოლის საბოჰა გოქჩენის აეროპორტში გადაჯდომით ჩაგაფრენთ.
ლუბლიანა, სლოვენია
ტურისტების უმრავლესობა ევროპაში მოგზაურობისას გვერდს უვლის სლოვენიის ულამაზეს დედაქალაქს, ლუბლიანას. მართალია, ლუბლიანა უფრო მეტ ყურადღებას იმსახურებს, თუმცა ვისაც ევროპის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ქალაქში მშვიდი მოგზაურობა სურს, მათ ნამდვილად გაუმართლათ. პარკებში, რომლებიც ლუბლიანაში მრავალადაა, მშვიდად მოკალათება და წიგნის წაკითხვა საუკეთესო განტვირთვა იქნება თქვენთვის. რომ იცოდეთ, იუნესკო ლუბლიანას „ლიტერატურის ქალაქს“ უწოდებს, რადგან ყოველწლიურად ამ ქალაქში 850 წიგნი ქვეყნდება და მის ბიბლიოთეკას 500, 000 -ზე მეტი წევრი ჰყავს.
ამიტომ, თუ წიგნების კითხვა გიყვართ და თქვენთვის მნიშვნელოვანია ამას განსაკუთრებულ გარემოში აკეთებდეთ, მაშინ ლუბლიანას ავიაბილეთები თქვენთვისაა. თბილისიდან Turkish Airlines - ის ან LOT Polish Airlines - ის ტრანზიტული რეისებით შეძლებთ ლუბლიანაში გამგზავრებას.
ტალინი, ესტონეთი
ლუბლიანას მსგავსად, ესტონეთის დედაქალაქი ტალინიც ხშირად რჩება ტურისტების ყურადღების მიღმა. თუმცა, ეს ქალაქს მშვიდ და წყნარ ატმოსფეროს უნარჩუნებს. ტალინის ძველ ქალაქში სიარულსა და საოცარი არქიტექტურის ცქერით სიამოვნების მიღებაში ხალხმრავლობა ხელს ნამვდილად არ შეგიშლით. თქვენ შეგიძლიათ თავისუფლად გადაადგილდეთ ულამაზეს ქუჩებში, მშვიდად მიირთვათ კაფეში ყავა და საოცარი წუთებით დატკბეთ.
ტალინის მიმართულებით გამგზავრება საკმაოდ მარტივია. ქუთაისიდან ავიაკომპანია Wizz Air- ი გვთავაზობს პირდაპირ ფრენებს ტალინშ, თან საკმაოდ ბიუჯეტურ ფასად.
ლიონი, საფრანგეთი
თუ გსურთ, რომ ფრანგული კულტურა კარგად გაიცნოთ ხალხმრავლობისა და დამღლელი მოგზაურობის გარეშე, მაშინ ლიონში უნდა გაემგზავროთ. ამ ქალაქში ნამდვილი გასტრონომიული სამოთხე დაგხვდებათ. ლიონში საუკეთესო ფრანგული კერძების დაგემოვნებას შეძლებთ, მშვიდად ისეირნებთ მის ულამაზეს ქუჩებში და დატკბებით არაჩვეულებრივი გარემოთი. მეტი რა არის საჭირო რელაქსაციისა და სულიერი დასვენებისთვის?!
თბილისიდან ლიონის მიმართულებით Pegasus Airlines - ის რეისებით შეძლებთ გამგზავრებას. ერთი ტრანზიტით და საკმაოდ ბიუჯეტური ავიაბილეთებით შეძლებთ ულამაზეს ქალაქში მოხვედრას.
ვალენსია, ესპანეთი
მიუხედავად იმისა, რომ სიდიდით ესპანეთის მესამე ქალაქია, ვალენსიას ყოველწლიურად სულ რაღაც 2 მილიონი ტურისტი სტუმრობს. ასე რომ, თუ გსურთ ესპანეთის კულტურას გაეცნოთ, საუკეთესო პაელა დააგემოვნოთ და ულამაზესი სანაპიროებით დატკბეთ ისე, რომ ტურუსტებით გადაჭედილმა ქუჩებმა არ შეგაწუხეთ, გაეშურეთ ვალენსიისკენ.
ვალენსიის ავიაბილეთებს თბილისიდან Turkish Airlines -ი შემოგთავაზებთ და საკმაოდ კომფორტულად ჩაგაფრენთ დანიშნულების ადგილას.
პოზიტანო, იტალია
პოზიტანო ოტალიის პატარა სოფელია, თუმცა თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ პატარა სამოთხე დედამიწაზე. მართალია, ტურისტების ნაკლებობას არ უჩივის, მაგრამ პოზიტანოში განტვირთავსა და საუკეთესოდ დასვენებას ნამდვილად შეძლებთ.
კლდეზე მდებარე ფერადი ვილები, გასაოცარი ამალფის სანაპირო და იტალიური სამზარეულო ნებისმიერ პრობლემას დაგავიწყებთ და უდიდეს სიამოვნებასა და სიმშვიდეს მოგანიჭებთ.
ასეთი ზღაპრული დასვენების მოწყობაში Avia.ge-ის საძიებო სისტემა დაგეხმარებათ. მოძებნეთ იტალიის ავიაბილეთები და შეიძინეთ საუკეთესო ფასად მარტივი პროცედურის გავლით.
R