ტუჩების გადიდების მარტივი გზა სახლის პირობებში - ვიყენებთ მხოლოდ ბუნებრივ საშუალებებს
მიუხედავად იმისა, რომ პირველი ორი მიიღწევა კანისა და თმის მოვლის წესების რელიგიურად დაცვით, ტუჩების მოცულობის გაზრდა შედარებით მეტ ძალისხმევას მოითხოვს.
თუ გსურთ უფრო სავსე და დიდი ტუჩები, დაიწყეთ ტუჩების აქერცვლა. შეგიძლიათ გამოიყენოთ სახის სკრაბი, ან მოამზადოთ ზეითუნის ზეთისა და ყავისფერი შაქრის ნაზავი და შეიზილოთ ტუჩებზე ერთი-ორი წუთის განმავლობაში, რათა მოიშოროთ მკვდარი კანი და გახადოთ ის რბილი და გლუვი.
შემდეგი ნაბიჯი არის ტუჩების დატენიანება ნებისმიერი სახის მაკიაჟის გაკეთებამდე. კარგად დატენიანებული ტუჩები ბუნებრივად გამოიყურება უფრო სავსედ და დიდად. შეგიძლიათ გამოიყენოთ მკვებავი ტუჩის ბალზამი მთელი დღის განმავლობაში, როდესაც ტუჩები გამოშრება. გარდა ამისა, არ დაგავიწყდეთ დალიოთ საკმარისი წყალი შინაგანი დატენიანებისთვის. თქვენი ტუჩები უფრო მშრალი ხდება, როდესაც სხეული დეჰიდრატირებულია.
ტუჩების გადიდებისთვის აუმრავი გოგო იყენებს მაკიაჟის მარტივ ხრიკს ტუჩსაცხისა და ტუჩის კონტურის გამოყენებით. ამისთვის საჭიროა, კონტური ტუჩის ბუნებრივ ხაზს მიღმა წაისვათ და შემდეგ ცარიელი ადგილი ტუცსაცხის მეშვეობით შეავსოთ. ეფექტი გაცილებით კარგი იქნება, თუ კონტური ტუჩსაცხზე ერთი ან ორი ტონით მუქი იქნება. გაითვალისწინეთ ისიც, რომ მუქი ტონები უფრო თხელ ტუჩს აჩენს, ღია კი მას მოცულობას მატებს.
აიღეთ გამჭვირვალე გლოსი, რომელიც ემთხვევა თქვენი ტუჩსაცხის ფერს და წაისვით ტუჩების ცენტრში, ზემოდან და ქვემოდან. პროდუქტი მიიზიდავს სინათლეს თქვენს ტუჩებზე და გახდის მას უფრო სავსეს.
კიდევ ერთი ხრიკი უფრო დიდი ტუჩების მისაღებად არის ცოტაოდენი ჰაილაითერის წასმა. თქვენ შეგიძლიათ წაისვათ ცოტაოდენი მკრთალი ბრონზერი ქვედა ტუჩის ქვემოთ და ნიკაპის ზემოთ, რათა შექმნათ აწეული ტუჩების ილუზია.
არსებობს რამდენიმე რეცეპტიც, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ სახლის პირობებში უფრო დიდი ტუჩების მისაღებად.
კაიენის წიწაკის ტუჩსაცხი
ტუჩის გადიდების ერთ-ერთი უძველესი და ბუნებრივი მეთოდია კაიენის წიწაკის გამოყენება. წიწაკის პიკანტურობა მყისიერად ადიდებს ტუჩებს. მცირე რაოდენობით წიწაკა შეურიეთ წყალს, რომ მიიღოთ თხელი მასა და წაისვით ტუჩებზე, გაიჩერეთ დაახლოებით 10 წუთი, შემდეგ ჩამოიბანეთ წყლით.
დარიჩინის ტუჩის სკრაბი
თასში დაამატეთ 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, 1 ჩაის კოვზი დარიჩინის ფხვნილი და 1 სუფრის კოვზი შაქარი. კარგად აურიეთ და შეიზილეთ ტუჩებზე დაახლოებით 5-10 წუთის განმავლობაში, ეს გააუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას ტუჩებში და გახდის მათ უფრო სავსეს. ის ასევე მოაცილებს აქერცლილ კანს და დაატენიანებს ტუჩებს.
3 ყველაზე მარტივი და ეფექტური გზა რუჯის დიდი ხნით შესანარჩუნებლად
მარტივი და იაფი რჩევები მათთვის, ვისაც მოვლილი და ბზინვარე სახის კანი სურს