/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, კოვიდკლინიკების უმრავლესობას სახელმწიფომ 2 წლის განმავლობაში 1 მილიარდ ლარზე მეტი ცარიელ საწოლებში გადაუხადა, რისი საჭიროებაც არ იყო - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, კოვიდკლინიკების უმრავლესობას სახელმწიფომ 2 წლის განმავლობაში 1 მილიარდ ლარზე მეტი ცარიელ საწოლებში გადაუხადა, რისი საჭიროებაც არ იყო

კოვიდკლინიკების უმრავლესობას სახელმწიფომ 2 წლის განმავლობაში 1 მილიარდ ლარზე მეტი ცარიელ საწოლებში გადაუხადა, რისი საჭიროებაც არ იყო.

ამასთან, მინისტრმა უარყო გავრცელებული ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ სამინისტრომ კოვიდკლინიკებს 5-დღიანი ვადა დაუწესა გადასაწყობად და ამის გამო სამედიცინო პერსონალის ნაწილმა სამსახური დაკარგა.

როგორც აზარაშვილმა აღნიშნა, პროტოკოლის დამრღვევი კოვიდკლინიკების შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გამოქვეყნდება, როცა სამინისტროს საერთო სურათი ექნება და კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგება.

„არანაირი 5 დღე არ ყოფილა. ამ 5 დღით რატომ აპელირებენ არ ვიცი. ჩვენ იანვრიდან მოყოლებული აქტიურად ვაკვირდებოდით კლინიკებში დატვირთულობას. ისიც უნდა ითქვას, რომ ჩვენი თანამშრომლების 10-12 ჯგუფი მთელი საქართველოს მასშტაბით დადიოდა კლინიკებში. იქ არის მკაცრი მიღების კრიტერიუმები, რა კრიტერიუმის მიხედვითაც უნდა მიეღო კლინიკას პაციენტი და ასევე არის გაწერის კრიტერიუმებიც. სამწუხაროდ, არცერთი კრიტერიუმი არ სრულდებოდა და ხელოვნურად ხდებოდა კლინიკებში პაციენტების რაოდენობის ზრდა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს თანამშრომლებს, რომლებმაც აქტიურად დაიცვეს პაციენტების და ჩვენი ქვეყნის ინტერესები. ისინი ინდივიდუალურად, თითოეულ კლინიკაში უყურებდნენ მიღებისა და გაწერის კრიტერიუმებს. ზუსტად ეს იყო იმის საფუძველი, რომ არ მოხდა კლინიკების გადავსება და პიკურ პერიოდში საშუალოდ 6 ათასი პაციენტი იყო კლინიკებში. მობილიზებული იყო 9200 საწოლი, რომლის საჭიროებაც არ იყო. პირველივე კვირაში, იანვარში გავაუქმე 1700 საწოლი, მაშინაც იყო ბევრი პრეტენზია და ტელევიზიებთან საჩივრები, თითქოს ქვეყანა არასწორად აკეთებდა რამეს. ახლა ვხედავთ, რომ ეს გადაწყვეტილება მაშინ სწორი იყო. თან ვსაუბრობთ 1700 საწოლზე, რომელიც ცარიელი იყო და სახელმწიფო 2 წლის განმავლობაში იხდიდა თანხას და არცთუ ისე ცოტას. კლინიკებში დატვირთულობა საშუალოდ 60% იყო, 40 %-ში კი, სახელმწიფო ცარიელ საწოლებში იხდიდა თანხას. ზუსტად ეს თანხა უნდა ყოფილიყო იმისთვის საკმარისი, როცა შეტყობინებას მივცემდით და სამართლიან ანაზღაურებაზე გადავიყვანდით კლინიკებს. ამ 2 წლის განმავლობაში 1 მილიარდი ლარია მინიმუმ გადახდილი ამ ყველაფერში. დანაშაულს ჩადიოდნენ, როცა ექთნებს და ექიმებს სახელმწიფოს მიერ გადახდილ დანამატებს არ აძლევდნენ. სამწუხაროდ, არის რამდენიმე კლინიკაში შემთხვევა, როდესაც დირექტორები და მოადგილეები 5-ჯერ 10-ჯერ იზრდიდნენ ყოველთვიურ ხელფასებს მათ ხარჯზე და სახელმწიფოს ხარჯზე.

ინფექციის კონტროლის ხარვეზებთან, ფინანსურ პრობლემებთან, პროტოკოლის შეუსრულებლობასთან დაკავშირებით როცა გვექნება საერთო სურათი, დავასახელებთ კონკრეტულ კლინიკებს. დანაშაულს თუ ვინმე ჩადიოდა, აუცილებლად დადგება მათი პასუხისმგებლობის საკითხი. შეუძლებელია და პრინციპულად მიუღებელია, რომ სახელმწიფო თავისი მოქალაქეების და ბიუჯეტის ხარჯზე კონკრეტულ კლინიკებს ამდიდრებდეს და ამ არასწორი გზით კლინიკები ფულს შოულობდნენ", - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა