მეცნიერებმა შეიმუშავეს ბიოფსიის ჩამნაცვლებელი ტექნოლოგია

ამისათვის მეცნიერებმა შექმნეს სპეციალური მაღალსიჩქარიანი 3D-მიკროსკოპი MediSCAPE, რომელსაც შეუძლია ქსოვილების გამოსახულების ვიზუალიზაცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ონკოლოგებისა და ქირურგებისათვის. ამ მოწყობილობის საშუალებით მედიკოსებს შეუძლიათ სიმსივნის გამოკვლევა ქსოვილის ანათალის გაკეთებისა და შემდგომი ანალიზის შედეგების ცდის გარეშე.
გარდა იმისა, რომ არ არის აუცილებელი ანალიზის შედეგების ხანგრძლივი დროის განმავლობაში ცდა, აღნიშნული სიახლის უპირატესობას წარმოადგენს ზურგისა და თავის ტვინის, ნერვების, თვალისა და სახის მიდამოს ქსოვილების კვლევის ანალიზის შესაძლებლობა.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
დღეისათვის უკვე არსებობს მსგავსი მიკროსკოპები, თუმცა ისინი მხოლოდ მცირე ზომის 2D-გამოსახულების შესაძლებლობას იძლევა, რაც ართულებს ქსვილის დიდი უბნების კვლევასა და შედეგების ინტერპრეტაციას. ამას გარდა, ამ დროს საჭიროა პაციენტისთვის ფლუორესცენციური საღებავის შეყვანა, რც ამ მეთოდის დამატებით სირთულეს წარმოადგენს.