ამირან გამყრელიძე - იმუნური ფენა 85%-ს შეადგენს, მაგრამ თუ მას „ბუსტერით“ არ გავაძლიერებთ, 6-7 თვის შემდეგ შესუსტდება

- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
როგორც გამყრელიძე განმარტავს, ბოლო მონაცემების თანახმად, იმუნური ფენა 85%-ს შეადგენს. ამასთან, დასძენს, რომ თუ პერიოდულად არ გავაძლიერებთ იმუნურ ფენას „ბუსტერით“, მაშინ ის 6-7 თვის შემდეგ შესუსტდება.
„მთავრობამ გასულ კვირას დაამტკიცა იმუნიზაციის ახალი გეგმა. საკმაოდ ამბიციური სამიზნე გვაქვს, რომელიც მიყვება ჯანმოს სამიზნეებს. მან გამოაცხადა, რომ მოსახლეობის 65-70% უნდა იყოს აცრილი. საკმაოდ ამბიციურია ეს გეგმა იმ ფონზე, რომ ყოველდღიური აცრის მაჩვენებელი საკმაოდ დაბალი გვაქვს.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
ახლა, სერიოზულ საკომუნიკაციო კამპანიას ვანახლებთ ყველა დონეზე, კერძოდ, ქვეყნის, რაიონების, რეგიონის, სოფლების დონეზე, რათა ადამიანები კიდევ ერთხელ დავარწმუნოთ.
მთავრობა ყველაფერს აკეთებს ყიდულობს ვაქცინებს და საკმარისი რაოდენობით არის. სიკვდილიანობის 85% მოდის 50 წელს ზემოთ მოსახლეობაზე, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ ასაკის მოსახლეობა იყოს სრულად ვაქცინირებული. კიდევ უკეთესია თუ "ბუსტერიც" იქნება. თუ გვინდა შედარებით მშვიდი ეპიდვითარება შევინარჩუნოთ, მოვუწოდოთ მოსახლეობას აიცრან. გაზაფხული-ზაფხულის განმავლობაში თუ ავწევთ აცრის მაჩვენებელს, მოსახლეობა უფრო მომზადებულად შეხვდება შემოდგომის პერიოდს. იმუნური ფენა უფრო ფართო იქნება და მდგრადი. ბოლო მონაცემებით, 85%-ის ფარგლებშია იმუნური ფენა. თუ პერიოდულად არ გააძლიერე იმუნური ფენა "ბუსტერით", მაშინ 6-7 თვის განმავლობაში იმუნიტეტი კლებულობს. მოწოდება რჩება, რომ მაქსიმალური იმუნური ფენით მზად შევხვდეთ შემოდგომას”,- აღნიშნავს გამყრელიძე.