/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

News

News
ყავა ამცირებს პროსტატის კიბოს აგრესიული ფორმის განვითარების რისკს

ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ყავა, განურჩევლად იმისა, კოფეინიანია თუ უკოფეინო, ამცირებს პროსტატის კიბოს განვითარების რისკს. ბოსტონის ლაბორატორიის თანამშრომლებს მიაჩნიათ, რომ ყავა დადებით გავლენას ახდენს ინსულინის, გლუკოზისა და სასქესო ჰორმონების მეტაბოლიზმზე. მათ შეისწავლეს 50 ათასზე მეტი იმ მამაკაცის მონაცემები, რომელთაც 1986-2006 წლებში პროსტასტის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. გაირკვა, რომ ყავის მოყვარულებს შორის პროსტატის კიბოს აგრესიული და ლეტალური ფორმები გაცილებით იშვიათი იყო.

წინამდებარე ჯირკვლის კიბოს განვითარების ყველაზე ნაკლები ალბათობა კი არამწეველ ყავის მოყვარულებს აღმოაჩნდათ. "მართალია, ამ გამოკვლევის საფუძველზე ვერ მოვუწოდებთ მამაკაცებს, მეტი ყავა სვან, მაგრამ იმის თქმა კი ნამდვილად შეგვიძლია, რომ არ არსებობს საფუძველი, ძლიერმა სქესმა ყავის სმაზე უარი თქვას", - განაცხადეს მეცნიერებმა.

პროსტატის კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინა

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ მოიწონა ვაქცინა Pროვენგე, რომელიც წინამდებარე ჯირკვლის კიბოს გვიანი სტადიის სამკურნალოდ არის შექმნილი. კომპანია Dendreon-ის მიერ შემუშავებული ვაქცინა, რომელიც კიბოს უჯრედებისთვის დამახასიათებელ კომბინირებულ ცილას შეიცავს, სიმსივნესა და მის მეტასტაზებზე იმუნური სისტემის შეტევის სტიმულაციას ახდენს, თუმცა, მოლოდინის საწინააღმდეგოდ, კლინიკური გამოცდის დროს პრეპარატმა არამცთუ ამ ავთვისებიანი დაავადების უკანასკნელ სტადიაზე შეჩერება, მისი განვითარების საგრძნობლად შენელებაც კი ვერ შეძლო.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

მკურნალობის ერთადერთი დადებითი შედეგი ავადმყოფთა სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდა აღმოჩნდა - პაციენტები, რომელთაც საცდელი პრეპარატის ინექციას უკეთებდნენ, სხვებზე 4-5 თვით მეტხანს ცოცხლობდნენ. კლინიკური გამოცდის პირველ ფაზაში 127 ადამიანი მონაწილეობდა. სამომავლოდ ფართომასშტაბიანი კვლევა იგეგმება. ჯერჯერობით კი აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის ექსპერტებმა პრეპარატის ეფექტურობა და უსაფრთხოება აღიარეს.

მწეველები - იმპოტენციის რისკჯგუფი

ბრიტანეთის ხელისუფლებამ ნიკოტინის საწინააღმდეგო კამპანია წამოიწყო. აქცენტი იმაზე კეთდება, რომ სიგარეტი უარყოფით გავლენას ახდენს სქესობრივ პოტენციაზე. კერძოდ, მწეველ მამაკაცებს ერექციული დისფუნქცია ემუქრებათ, ხოლო მწეველ ქალებს - სექსუალური მიმზიდველობის დაკარგვა.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა მტკივნეული ორივე მხრიდან და იღლია მაგრამ მარჯვენა მხარე იღლია და მხარი საღამოს იმატებს ტკივილი რისი ბრალი შეიძლება იყოს და ვის უნდა მივმართო?</p>

კამპანია უპირველეს ყოვლისა ახალგაზრდა ბრიტანელებზეა გათვლილი. ქუჩები ნიკოტინის საწინააღმდეგო პლაკატებით არის აჭრელებული, რომლებიც მწეველ ქალებს ნაადრევი დაავადების შესახებ აფრთხილებენ, თან შეახსენებენ, რომ მწეველს პირიდან საშინელი სუნი ამოსდის, მამაკაცებს კი სთავაზობენ ალეგორიულ ნახატს, სადაც მათ სასქესო ორგანოს ნახევრად მოწეული სიგარეტი უცვლის.

ბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტროს აზრით, სქესობრივ სფეროზე სიგარეტის მავნე გავლენის აქცენტირება ისეთ ძლიერ გავლენას მოახდენს ახალგაზრდებზე, რომ ისინი უმალვე დაანებებენ თავს ამ მავნე ჩვევას.

ორდღიანი თავშეკავება სპერმის ხარისხს ვერ გააუმჯობესებს

ბეერ-შევას უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მამაკაცებისთვის, რომელთა უშვილობა სპერმატოზოიდების კონცენტრაციის ნაკლებობით არის გამოწვეული, რეკომენდებულია სქესობრივი კონტაქტისგან მხოლოდ ერთი დღით თავშეკავება - ეს სპერმატოზოიდების კონცენტრაციას ზრდის, უფრო ხანგრძლივი შესვენება კი სპერმის ხარისხს აუარესებს. თავშეკავების მეორე დღიდან უნაყოფობის პრობლემის მქონე პაციენტის სპერმაში დეგენერაციული პროცესები იწყება.

აღმოჩნდა, რომ უნაყოფობასთან მებრძოლი კლინიკების უმრავლესობა ეყრდნობა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციას, რომლის მიხედვითაც მამაკაცმა, რომელსაც ბავშვის ჩასახვა სურს, სქესობრივი ცხოვრებისგან თავი 2-7 დღე მაინც უნდა შეიკავოს. 6008 მამაკაცის სპერმის ნიმუშების შესწავლამ კი აჩვენა, რომ სპერმატოზოიდების კონცენტრაცია პიკს აღწევს ერთდღიანი, მაქსიმუმ ორდღიანი თავშეკავების ბოლოს. მომდევნო დღეებში სპერმის ხარისხი მხოლოდ უარესდება. ეს არ ეხება მამაკაცებს, რომელთაც სპერმოგრამის ნორმალური მაჩვენებლები აქვთ - მათ სპერმაში სპერმატოზოიდების განაყოფიერებისთვის საკმარისი კონცენტრაცია ერთკვირიანი თავშეკავების შემდეგაც რჩება.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

103 წლის ბრიტანელმა ქალმა დაბადების დღე ზღვის სანაპიროზე აღნიშნა და დღეგრძელობის საიდუმლო გამხილა
103 წლის ბრიტანელმა ქალმა დაბადების დღე ზღვის სანაპიროზე აღნიშნა და დღეგრძელობის საიდუმლო გამხილა
ბრიტანელი დოროთი კეტლი დაიბადა 1922 წელს, დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა კვების ინდუსტრიაში და ბედნიერი იყო ქორწინებაში.
სრულად
შექმნილია სასმელი, რომელიც დემენციისგან დაცვაში დაგვეხმარება
შექმნილია სასმელი, რომელიც დემენციისგან დაცვაში დაგვეხმარება
სამხრეთ ფლორიდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექმნეს პრობიოტიკური კოქტეილი, რომელიც ხელს უშლის დემენციის განვითარებას.
სრულად
ექიმი თავისა და კისრის კიბოსგან დაცვის სამ გზას ასახელებს
ექიმი თავისა და კისრის კიბოსგან დაცვის სამ გზას ასახელებს
SciTechDaily: სამი ფაქტორი ამცირებს თავისა და კისრის კიბოს განვითარების რისკს.
სრულად
შეიძლებოდა თუ არა შოვში განვითარებული ტრაგედიის თავიდან აცილება შვეიცარიის ალპებში გუშინ განვითარებული მოვლენების მსგავსად?
შეიძლებოდა თუ არა შოვში განვითარებული ტრაგედიის თავიდან აცილება შვეიცარიის ალპებში გუშინ განვითარებული მოვლენების მსგავსად?
გუშინ შვეიცარიის ალპურ სოფელში მეწყერი ჩამოწვა და სოფელი ბლატენი თითქმის მთლიანად გაანადგურა. ამან კიდევ ერთხელ გაგვახსენა შოვის ტრაგედია და გააჩინა მრავალი კითხვა.
სრულად
ბოლო ათწლეულის ყველაზე დიდი სენსაციები მედიცინაში
ბოლო ათწლეულის ყველაზე დიდი სენსაციები მედიცინაში
გასული ათწლეული (2015-2025) მედიცინის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დინამიურ და რევოლუციურ პერიოდად შევა.
სრულად
რევოლუცია სტომატოლოგიაში: ლაბორატორიაში გაზრდილი კბილები შესაძლოა მომავალში ადამიანის კბილის აღდგენის ბუნებრივ ალტერნატივად იქცეს
რევოლუცია სტომატოლოგიაში: ლაბორატორიაში გაზრდილი კბილები შესაძლოა მომავალში ადამიანის კბილის აღდგენის ბუნებრივ ალტერნატივად იქცეს
მეცნიერებმა ლონდონის კინგსის კოლეჯიდან (King's College London), იმპერიალის კოლეჯთან (Imperial College London) თანამშრომლობით,
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

სიახლეები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები