როგორ დავიცვათ თავი ვირუსული ინფექციებისაგან - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ დავიცვათ თავი ვირუსული ინფექციებისაგან

შარშან მათ რიცხვს COVID-19-იც შეემატა.

როგორ დავიცვათ თავი ვირუსული ინფექციებისაგან და როგორ ვიმკურნალოთ ავადმყოფობის დროს? ამ კითხვებზე გვიპასუხებს პროფესორი კახა ვაჭარაძე.

- რადგან ჯერ კიდევ პანდემიის აქტიურ ფაზაში ვიმყოფებით, მინდა, მკითხველს შევახსენო ჯანმო-ს რეკომენდაციები, რომელთა დომინანტი მიმართულებაა დამცავი აღჭურვილობის გამოყენება, დისტანციისა და ჰიგიენის წესების მკაცრი დაცვა.

საკამათო არ არის, რომ COVID-19-ის პრევენციის ყველაზე ეფექტურ საშუალებად ვაქცინაცია მიიჩნევა, როგორც სეზონური გრიპის დროს. თუმცა, საბედნიეროდ, გრიპისა და რესპირატორული ვირუსული ინფექციების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის სხვა ეფექტური საშუალებებიც გაგვაჩნია.

მოზრდილ ადამიანებს რესპირაციული ინფექციები წელიწადში ერთი-ორჯერ ემართებათ. როგორც ცნობილია, სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციების სიმპტომებია: ნაზალური ობსტრუქცია (ცხვირის გაჭედვა), სურდო, ხველა, ყელის ტკივილი, საერთო სისუსტე და დაღლილობა.

უნდა ითქვას, რომ მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ვირუსული ინფექციების დროს მკურნალობა სტანდარტულია - რეკომენდებულია სიმპტომური და ანტივირუსული თერაპია. ამ მხრივ არჩევანი მრავალფეროვანია, თუმცა ბოლო დროს ეფექტური და უსაფრთხო ანტივირუსული თერაპიისთვის ხშირად ვიყენებთ კომპანია „მატერია მედიკა ჰოლდინგის“ ფართო სპექტრის პრეპარატს ერგოფერონს.

კომპანია „მატერია მედიკა ჰოლდინგმა“ მიიღო ნებართვა ჩაატაროს კლინიკური კვლევა ერგოფერონზე, როგორც არასპეციფიკური იმუნური პროფილაქტიკისათვის გამოსაყენებელ მედიკამენტზე, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილ პირებში ვაქცინაციამდე გარკვეული დროით ადრე ან ვაქცინაციათა შორის შუალედში. ინფორმაცია კვლევის შესახებ დარეგისტრირებულია აშშ-ის მედიცინის ეროვნული ბიბლიოთეკის საერთაშორისო კლინიკური კვლევის მონაცემთა ბაზაში (clinicaltrials. gov).

ვაქცინაცია არის ყველაზე ეფექტური გზა COVID-19-ის ინფექციისაგან დასაცავად. კორონავირუსი მუტაციას განიცდის, ჩნდება უფრო პათოგენური შტამები. ეს გარემოება არის მოტივაცია ახალი დამატებითი დაცვის მეთოდების შესამუშავებლად.

სპეციფიკური დამცავი ანტისხეულების წარმოქმნა ადამიანის ორგანიზმში იწყება ვაქცინის პირველი დოზის შეყვანიდან მეორე კვირის ბოლოს და ოპტიმალურ დონეს აღწევს მხოლოდ მე-2 დოზის შეყვანის შემდეგ. ამრიგად, სრულფასოვანი იმუნური პასუხი მიიღწევა ვაქცინაციის დაწყებიდან 5-7 კვირის განმავლობაში. ვაქცინაციის პირველ და მეორე დოზებს შორის პერიოდში კი პაციენტის იმუნური სისტემა არის ყველაზე უფრო მოწყვლადი. საჭიროა დამატებითი დაცვის მექანიზმების გააქტიურება. ივარაუდება, რომ ერგოფერონის გამოყენება აძლიერებს არასპეციფიკურ იმუნიტეტს და ამცირებს აცრილი პაციენტის ინფიცირების რისკს.

ზოგადადაც ერგოფერონის პროფილაქტიკური გამოყენება ახდენს იმუნური სისტემის მოდელირებას, ამავე დროს, არ გააჩნია სპეციფიკური ანტისხეულების წარმოქმნის დამთრგუნველი მოქმედება.

ერგოფერონის საწუწნი აბები რელიზაქტიური, სამმაგი მოქმედების ანტივირუსული პრეპარატია. ექსპერიმენტულმა და კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ერგოფერონი ხელს უწყობს ორგანიზმში ენდოგენური ინტერფერონის წარმოქმნას და აძლიერებს იმუნიტეტს. წარმოქმნილი ინტერფერონი მოქმედებს სხვადასხვა სახის ვირუსებზე, ამოიცნობს, აფერხებს უჯრედებში მათ გამრავლებას და აჩქარებს ორგანიზმიდან მათ გამოძევებას. კვლევების თანახმად, ერგოფერონით მკურნალობის მე-3 დღისათვის პაციენტთა 75%-ში ვირუსი უკვე ელიმინირებულია, რაც ამცირებს პაციენტის ოჯახის წევრების (განსაკუთრებით მცირეწლოვანი ბავშვებისა და მოხუცების) ვირუსით ინფიცირების რისკს.

wamali-1647517054.jpg

ორგანიზმში ვირუსის მოხვედრამ შესაძლოა მკვეთრი იმუნური პასუხი გამოიწვიოს, განვითარდეს ძლიერი შეშუპება და ანთება, კატარული მოვლენები, მაღალი ტემპერატურა და მდგომარეობა დამძიმდეს. სწორედ ანთებაა ვირუსული ინფექციის დროს სასუნთქი გზების დაზიანების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი. აღსანიშნავია, რომ ერგოფერონს ანტივირუსულთან ერთად გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ანტიჰისტამინური და იმუნომამოდულირებელი მოქმედებაც. ამის შედეგად მკვეთრად მცირდება დაავადების ხანგრძლივობა და გართულებების განვითარების რისკი. მნიშვნელოვანია, რომ ერგოფერონის გამოყენება ალერგიული ანამნეზის მქონე პაციენტებშიც შესაძლებელია.

- რომელი ვირუსებით გამოწვეულ ინფექციებზე მოქმედებს ერგოფერონი?

- როგორც ზემოთ აღვნიშნე, ერგოფერონს ფართო სპექტრის ანტივირუსული მოქმედება აქვს და საქართველოში, ისევე როგორც მრავალ სხვა ქვეყანაში, გამოიყენება გრიპისა და პარაგრიპის, ადენოვირუსის, რესპირატორულ-სინციტიური ვირუსის და სეზონური კორონავირუსების წინააღმდეგ, დაავადების დაწყების დროის მიუხედავად.

ერგოფერონის საწუწნი აბები მოწოდებულია მსუბუქი და საშუალო სიმძიმის მრვი-ისა და გრიპის სანკურნალოდ 6 თვის ასაკიდან. პრეპარატი უზრუნველყოფს მრვი-ის მსუბუქ მიმდინარეობას და უმეტესად თავიდან გვაცილებს არასასურველ გამოვლინებებს, რადგან ამცირებს ვირუსული ინფექციების ბაქტერიული ფლორით გართულებების რისკს და აქედან გამომდინარე, ანტიბიოტიკების გამოყენების საჭიროებას. უნდა ითქვას ისიც, რომ კვლევაში ფებრილური ხასიათის მაღალი ტემპერატურატურული რეაქციის საშუალო ხანგრძლივობა (ვირუსული ინფექციის მთავარი კლინიკური მარკერი) იმ პაციენტებში, რომლებიც ერგოფერონს იღებდნენ, 2-6 დღეს არ აღემატებოდა.

ამგვარად, ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ ერგოფერონი ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი, გრიპისა და სხვა ვირუსული ინფექციებისაგან განკურნების კომპლექსური უსაფრთხო და ეფექტური საშუალებაა.

როგორც აღვნიშნე, ერგოფერონს ფართო სპექტრის ანტივირუსული მოქმედება აქვს და გამოიყენება გრიპისა და პარაგრიპის, ადენოვირუსის, რესპირატორულ-სინციტიური ვირუსის წინააღმდეგ, დაავადების დაწყების დროის მიუხედავად. ყველამ არ იცის და აღვნიშნავ, რომ არსებობს არა მხოლოდ ახალი კორონავირუსი SARS-COV2, რომელიც ძლიერ პათოგენურია, არამედ 4 საზონური კორონავირუსიც, რომლებიც ძირითადად მსუბუქი მიმდინარეობით ხასიათდება და მათი მკურნალობისა და პროფილაქტიკის წესები ისეთივეა, როგორიც სხვა რესპირატორული ვირუსული ინფექციებისა.

- რა გზით შეიძლება იმუნიტეტის გაძლიერება ვირუსული ინფექციებისაგან თავის დასაცავად?

- მოგეხსენებათ, რომ იმუნიტეტის ფორმირება გრიპისა და სხვა მრვი-სთან ბრძოლის მთავარი სტრატეგიაა. საამისოდ არსებობს ორი ძირითადი გზა: პირველი - პროფილაქტიკური ვაქცინაცია, მაგ. გრიპის, მეორე - დაავადების გადატანა.

გარდა ამისა, შესაძლებელია ისეთი საშუალებების გამოყენება, რომლებიც ორგანიზმს სტაბილური იმუნიტეტის ფორმირებაში დაეხმარება და თავიდან ააცილებს ვირუსულ დაავადებებს, ხოლო ინფიცირების შემთხვევაში - დაავადების მძიმე მიმდინარეობას. ასეთ საშუალებად თამამად შემიძლია დავასახელო პრეპარატი ერგოფერონი.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ, როგორც კლინიკურმაკვლევებმა აჩვენა, ერგოფერონის პროფილაქტიკურმა მიღებამ შეამცირა ვირუსებით გამოწვეული ბრონქული ასთმის გამწვავებების სიხშირე და შეამსუბუქა მრვი-ის მიმდინარეობა ატოპიით (ალერგიით) დაავადებულ პაციენტებში. ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ რისკის არსებობისას, ჰიგიენის წესების დაცვასთან ერთად, სასურველია პროფილაქტიკური თერაპია ერგოფერონით, რომელიც მოწოდებულია როგორც მოზრდილებისათვის, ასევე ბავშვებისათვის 6 თვის ასაკიდან.

გამოყენების წინ გაეცანით ინსტრუქციას, დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ექიმს.

მწარმოებელი კომპანია: „მატერია მედიკა ჰოლდინგი“

ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში: შპს „იბერი+“

მისამართი: თამარ მეფის 26/1; ტელ.: +995 322 34 40 88

გისურვებთ ჯანმრთელობას!

R