/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

რატომ ცხოვრობენ ქალები მამაკაცებზე დიდხანს

ბევრს აინტერესებს, რატომ ცოცხლობენ ქალები მამაკაცებზე 10-15 წლით მეტხანს

ამ საკითხით დაინტერესებულთა შორის აღმოჩნდა ბოსტონის უნივერსიტეტის მკვლევარი თომას პერლსიც, რომელმაც ხანგრძლივი კვლევა-ძიების შემდეგ ამოხსნა კაცობრიობის სუსტი ნახევრის საიდუმლო.მეცნიერმა სიცოცხლის ხანგრძლივობის განმასხვავებელ მიზეზთა სამი ძირითადი ჯგუფი გამოყო და განმარტა, რომ ეს ქალებსა და მამაკაცებს შორის არსებული ფიზიოლოგიური, ფსიქოსოციალური და გენეტიკური განსხვავების ბრალია.

ფიზიოლოგიური მიზეზები

ფიზიოლოგიურ მიზეზთა შორის უმთავრესი აღმოჩნდა ქალების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა - ისინი, მამაკაცებისგან განსხვავებით, გაცილებით გვიან - 70-80 წლის ასაკში ავადდებიან გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებით, მაშინ როცა მამაკაცებს აღნიშნული პათოლოგიები 40-50 წლის ასაკში უვლინდებათ.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

თავდაპირველად ამის მიზეზი ჰორმონი ესტროგენი ეგონათ, მაგრამ შემდეგ გაირკვა, რომ ესტროგენს ამაში ბრალი არ მიუძღოდა. ნამდვილი დამნაშავე აღმოჩნდა მიკროელემენტი რკინა, რომელსაც ქალის ორგანიზმი გაცილებით ნაკლებს შეიცავს. რკინის დეფიციტი განსაკუთრებით 20 წელს გადაცილებულ ახალგაზრდა ქალებს ახასიათებთ, რაც მენსტრუაციისას სისხლთან ერთად რკინის დიდ დანაკარგს უკავშირდება.

გაირკვა, რომ რკინა უჯრედებში იწვევს ქიმიური რეაქციების მთელ წყებას, რომელთა შედეგადაც ორგანიზმში უხვად წარმოიქმნება ჯანმრთელობისთვის ესოდენ საშიში, უჯრედთა დამაზიანებელი და სიბერის ძირითად გამომწვევებად აღიარებული თავისუფალი რადიკალები, რომლებიც იტაცებენ და აზიანებენ უჯრედთა მემბრანებს, დნმ-ს მოლეკულებს.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა მტკივნეული ორივე მხრიდან და იღლია მაგრამ მარჯვენა მხარე იღლია და მხარი საღამოს იმატებს ტკივილი რისი ბრალი შეიძლება იყოს და ვის უნდა მივმართო?</p>

ვინაიდან ქალებს რკინის ფიზიოლოგიური დეფიციტი ახასიათებთ, ამიტომ მათ სხეულში თავისუფალ რადიკალთა წარმომქმნელი რეაქციები გაცილებით ნელა მიმდინარეობს, შესაბამისად, ნელდება უჯრედთა დაბერება და გვიანდება ორგანიზმის ბიოლოგიური სიკვდილი.

ფსიქოსოციალური მიზეზები

ასევე დაგაინტერესებთ
როგორ ავირიდოთ მოხუცებულთა ჭკუასუსტობა

ყმაწვილკაცობის პერიოდში - 20-დან 30 წლამდე - მამაკაცების თავზე ტესტოსტერონის ნამდვილი ქარიშხალი გადაივლის.

სისხლში ამ ჰორმონის მაღალი კონცენტრაცია მამაკაცის საქციელში განსაზღვრულ ცვლილებებს იწვევს, მაგალითად, მამაკაცები ავტომანქანაში არ იკრავენ დამცავ ღვედს, ბევრს სვამენ, დაუდევრად ეპყრობიან ცეცხლსასროლ და ცივ იარაღებს...

არანაკლებ მნიშვნელოვანია მეორე ფსიქოსოციალური მიზეზი - მამაკაცებს, განსაკუთრებით - ხანდაზმულ ასაკში, გაცილებით იოლად ემართებათ დეპრესია, ხშირად მიმართავენ სუიციდს და ჯამში ქალებზე ორჯერ უფრო ხშირად იკლავენ თავს.

ერთი სიტყვით, მამაკაცებს ახასიათებთ სიცოცხლის ხანგრძლივობის შემამცირებელი სამი ძირითადი მავნე ჩვევა, რომლებიც ნაკლებად არის დამახასიათებელი ქალებისთვის: 1. ისინი გაცილებით მეტს სვამენ, 2. მეტს ეწევიან (თუმცა უნდა ითქვას, რომ ბოლო ხანს ეს სხვაობა საგრძნობლად შემცირდა), 3. მეტს მოიხმარენ ქოლესტეროლის შემცველ საკვებს. ამ სამი მიზეზის გამო მამაკაცებს გაცილებით მეტად უძნელდებათ სტრესთან გამკლავება, სტრესი კი, მოგეხსენებათ, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მთავარი მაპროვოცირებელი ფაქტორია.

გენეტიკური მიზეზები

ქალებს ორი X ქრომოსომა აქვთ, მამაკაცებს - ერთი X და ერთი Y. ქალბატონებს ძალუძთ, ერთი ქრომოსომის გენური კომპლექსების დაბერების შემთხვევაში ფუნქციები მეორის გენებს გადააბარონ. ასე რომ, ერთი ქრომოსომის გენთა დაბერებისას მეორის ზოგიერთი გენი კვლავ აქტიური რჩება და დაკისრებულ ფუნქციებსაც სრულფასოვნად ასრულებს. მამაკაცებს კი, სამწუხაროდ, თავდაცვის ასეთი მექანიზმი არ გააჩნიათ.

მეცნიერები არც ”სიცოცხლის გამახანგრძლივებელი გენებისა” და ”ავადმყოფი გენების” თეორიას გამორიცხავენ, რომლის თანახმადაც პირველის მფლობელნი უფრო ხშირად არიან ქალბატონები, მეორე კი უპირატესად მამაკაცთა ხვედრია.

სიცოცხლის გამახანგრძლივებელი გენები გენური ვარიაციების სპეციფიკური კომბინაციაა, რომლის საშუალებითაც ადამიანები გაცილებით ადვილად იტანენ და ეგუებიან მავნე ფაქტორებს და უფრო მეტხანს ინარჩუნებენ ჯანმრთელობასა და ახალგაზრდობას.

ავადმყოფი გენებიც გენური ვარიაციების სპეციფიკური კომბინაცია გახლავთ, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ მათი მფლობელი ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდევს და თავს არიდებს ყოველგვარ მავნე ჩვევას, მაინც ვერ ცოცხლობს დიდხანს.

აღმოჩნდა, რომ ავადმყოფი გენების საკმაოდ დიდი ნაწილი მამაკაცთა ერთადერთ X და ქალების ერთ-ერთ X ქრომოსომაშია ლოკალიზებული. ასე რომ, თუ ქალი ერთი ქრომოსომით ავადმყოფი გენების მფლობელია, ორგანიზმზე მათი მავნე მოქმედება მეორე X ქრომოსომის გენური კომპლექსებით კომპენსირდება, ასეთი გენური მემკვიდრეობის მატარებელი მამაკაცები კი გენთა მავნე მოქმედების წინაშე სრულიად უმწეონი არიან.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

რატომ ცხოვრობენ ქალები მამაკაცებზე დიდხანს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები