/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

News

News
მამაკაცები გენდერული თანასწორობისთვის რამდენიმე დღის წინ გაეროს მოსახლეობის ფონდის (unfpa) საქართველოს ოფისის ეგიდით თბილისს ეწვია ცნობილი საერთაშორისო ექსპერტი

და საზოგადო მოღვაწე გენდერის საკითხებში, "თეთრი ლენტის" კამპანიის ("თეთრი ლენტის" კამპანია ამჟამად მსოფლიოს 60 ქვეყანაში მიმდინარეობს) ერთ-ერთი დამფუძნებელი მაიკლ კაუფმანი. ის უკვე 20 წელია აქტიურად იღვწის გენდერული ძალადობის დაძლევისა და გენდერული თანასწორობის დამკვიდრებისთვის, თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მთავრობებთან მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში.

მაიკლ კაუფმანის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგია მიზნად ისახავს, აამაღლოს მამაკაცების ჩართულობა გენდერული თანასწორობის დამკვიდრებასა და გენდერული ძალადობის დაძლევაში, რადგანაც მამაკაცებს ამ მხრივ გადამწყვეტი როლის შესრულება შეუძლიათ.

სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" გაიმართა მაიკლ კაუფმანის საჯარო გამოსვლა და პრესკონფერენცია, რომელსაც ესწრებოდნენ, ხოლო შემდგომ სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარლამენტის თავმჯდომარესთან არსებული გენდერული საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე რუსუდან კერვალიშვილი, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი წერეთელი, საქართველოში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის წარმომადგენელი, აშშ-ის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი თამარ ხომასურიძე, საქართველოს მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში მაიკლ კაუფმანმა გამართა გაეროს მოსახლეობის საქართველოს ოფისის მიერ ორგანიზებული რეგიონული ტრეინინგი "მამაკაცების ჩართულობა და მათი როლი ქალის მიმართ ძალადობის დაძლევაში". საგულისხმოა, რომ ტრეინინგში მონაწილეობდა ამიერკავკასიის სამი ქვეყნის - საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის - წარმომადგენელი ოცდაათი მამაკაცი, რომლებმაც თავიანთი ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით იმსჯელეს, დაამუშავეს ეფექტური სტრატეგია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ და შეიმუშავეს სამომავლო მოქმედების გეგმა.

"ქალი - მუდამ ჯანმრთელი და ახალგაზრდა"

14 აპრილს თი-ბი-სი ბანკის საგამოფენო დარბაზში კლასიკური მუსიკის თანხლებით გაიმართა წიგნის "ქალი - მუდამ ჯანმრთელი და ახალგაზრდა" პრეზენტაცია. წიგნი მომზადებულია საქართველოს ექიმ ქალთა ასოციაციის (სექა) თაოსნობითა და ძალისხმევით. საღამოს უძღვებოდა იდეის ავტორი და პროექტის ხელმძღვანელი, საქართველოს ექიმ ქალთა ასოციაციის პრეზიდენტი, მედიცინის დოქტორი ნინო ჟვანია.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა მტკივნეული ორივე მხრიდან და იღლია მაგრამ მარჯვენა მხარე იღლია და მხარი საღამოს იმატებს ტკივილი რისი ბრალი შეიძლება იყოს და ვის უნდა მივმართო?</p>

წიგნი წარმოადგენს სტატიების კრებულს, რომლებშიც ყურადღება გამახვილებულია ქალურ დაავადებებზე, მათი პრევენციისა და პროფილაქტიკის გზებსა და საშუალებებზე, ასევე ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვასთან დაკავშირებულ რჩევებზე. როგორც პროექტის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა ნინო ჟვანიამ ბრძანა, წიგნი საჩუქრად გადაეცემათ აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილ, აგრეთვე სიღარიბის ზღვარზე მყოფ ქალბატონებს.

პრეზენტაციაზე მიწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, პოლიტიკოსები და მთავრობის წარმომადგენლები, რომელთაც ნაშრომის აქტუალურობასა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

25-წუთიანი ვარჯიში ბედნიერებისთვის საკმარისია

დალასის მეთოდური უნივერსიტეტის მეცნიერებმა ბედნიერების გასაღებს მიაგნეს. ეს გასაღები... ვარჯიში აღმოჩნდა. ოღონდ, მეცნიერთა თქმით, ვარჯიში ყოველდღიური უნდა იყოს და 25 წუთი მაინც გრძელდებოდეს.

მკვლევართა ჯგუფმა, რომელსაც პროფესორი ჯასპერ სმიტსი ხელმძღვანელობდა, რამდენიმე ცდა ჩაატარა, რომლებმაც აჩვენა, რომ რეგულარული ინტენსიური დატვირთვა ადამიანის ფსიქიკაზე ისევე მოქმედებს, როგორც ძლიერი ანტიდეპრესანტი. ამასთანავე, პრეპარატებს გვერდითი ეფექტებიც აქვთ, სპორტი კი უნივერსალურია და არც არასასურველი თანამოვლენა, არც უკუჩვენება არ გააჩნია.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

სიახლეები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

News

და საზოგადო მოღვაწე გენდერის საკითხებში, "თეთრი ლენტის" კამპანიის ("თეთრი ლენტის" კამპანია ამჟამად მსოფლიოს 60 ქვეყანაში მიმდინარეობს) ერთ-ერთი დამფუძნებელი მაიკლ კაუფმანი. ის უკვე 20 წელია აქტიურად იღვწის გენდერული ძალადობის დაძლევისა და გენდერული თანასწორობის დამკვიდრებისთვის, თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მთავრობებთან მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში.

მაიკლ კაუფმანის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგია მიზნად ისახავს, აამაღლოს მამაკაცების ჩართულობა გენდერული თანასწორობის დამკვიდრებასა და გენდერული ძალადობის დაძლევაში, რადგანაც მამაკაცებს ამ მხრივ გადამწყვეტი როლის შესრულება შეუძლიათ.

სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" გაიმართა მაიკლ კაუფმანის საჯარო გამოსვლა და პრესკონფერენცია, რომელსაც ესწრებოდნენ, ხოლო შემდგომ სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარლამენტის თავმჯდომარესთან არსებული გენდერული საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე რუსუდან კერვალიშვილი, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი წერეთელი, საქართველოში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის წარმომადგენელი, აშშ-ის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი თამარ ხომასურიძე, საქართველოს მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.

აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში მაიკლ კაუფმანმა გამართა გაეროს მოსახლეობის საქართველოს ოფისის მიერ ორგანიზებული რეგიონული ტრეინინგი "მამაკაცების ჩართულობა და მათი როლი ქალის მიმართ ძალადობის დაძლევაში". საგულისხმოა, რომ ტრეინინგში მონაწილეობდა ამიერკავკასიის სამი ქვეყნის - საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის - წარმომადგენელი ოცდაათი მამაკაცი, რომლებმაც თავიანთი ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით იმსჯელეს, დაამუშავეს ეფექტური სტრატეგია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ და შეიმუშავეს სამომავლო მოქმედების გეგმა.

"ქალი - მუდამ ჯანმრთელი და ახალგაზრდა"

14 აპრილს თი-ბი-სი ბანკის საგამოფენო დარბაზში კლასიკური მუსიკის თანხლებით გაიმართა წიგნის "ქალი - მუდამ ჯანმრთელი და ახალგაზრდა" პრეზენტაცია. წიგნი მომზადებულია საქართველოს ექიმ ქალთა ასოციაციის (სექა) თაოსნობითა და ძალისხმევით. საღამოს უძღვებოდა იდეის ავტორი და პროექტის ხელმძღვანელი, საქართველოს ექიმ ქალთა ასოციაციის პრეზიდენტი, მედიცინის დოქტორი ნინო ჟვანია.

წიგნი წარმოადგენს სტატიების კრებულს, რომლებშიც ყურადღება გამახვილებულია ქალურ დაავადებებზე, მათი პრევენციისა და პროფილაქტიკის გზებსა და საშუალებებზე, ასევე ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვასთან დაკავშირებულ რჩევებზე. როგორც პროექტის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა ნინო ჟვანიამ ბრძანა, წიგნი საჩუქრად გადაეცემათ აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილ, აგრეთვე სიღარიბის ზღვარზე მყოფ ქალბატონებს.

პრეზენტაციაზე მიწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, პოლიტიკოსები და მთავრობის წარმომადგენლები, რომელთაც ნაშრომის აქტუალურობასა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

25-წუთიანი ვარჯიში ბედნიერებისთვის საკმარისია

დალასის მეთოდური უნივერსიტეტის მეცნიერებმა ბედნიერების გასაღებს მიაგნეს. ეს გასაღები... ვარჯიში აღმოჩნდა. ოღონდ, მეცნიერთა თქმით, ვარჯიში ყოველდღიური უნდა იყოს და 25 წუთი მაინც გრძელდებოდეს.

მკვლევართა ჯგუფმა, რომელსაც პროფესორი ჯასპერ სმიტსი ხელმძღვანელობდა, რამდენიმე ცდა ჩაატარა, რომლებმაც აჩვენა, რომ რეგულარული ინტენსიური დატვირთვა ადამიანის ფსიქიკაზე ისევე მოქმედებს, როგორც ძლიერი ანტიდეპრესანტი. ამასთანავე, პრეპარატებს გვერდითი ეფექტებიც აქვთ, სპორტი კი უნივერსალურია და არც არასასურველი თანამოვლენა, არც უკუჩვენება არ გააჩნია.


მენიუ, რომელიც ალცჰაიმერის დაავადების რისკს ამცირებს

მედიკოსებმა დაადგინეს, რომელი პროდუქტები ამცირებს ალცჰაიმერის დაავადების განვითარების რისკს. ამ პროდუქტთა ნუსხას სათავეში სალათა, პომიდორი და თევზი უდგას. ეს ნუსხა კოლუმბიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა 65 წელს გადაცილებული 2148 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ოთხწლიანი დაკვირვების შედეგად შეადგინეს. დაკვირვებისთვის საგანგებოდ შეარჩიეს პირები, რომელთაც ალცჰაიმერის დაავადების ნიშნები არ ჰქონიათ. ოთხი წლის შემდეგ კი დაავადებულთა და ჯანმრთელთა რაციონი ერთმანეთს შეადარეს.

ნევროლოგები და ფსიქიატრები ინტელექტის ასაკობრივი დაქვეითების რამდენიმე მიზეზს ასახელებენ, რომელთა შორისაც ალცჰაიმერის დაავადება ყველაზე მეტად არის გავრცელებული - მის წილად მოხუცებულობის ჭკუასუსტობის შემთხვევათა 50-60% მოდის. კვლევის პროცესში ალცჰაიმერის დაავადება 253 მონაწილეს განუვითარდა. მხოლოდ ეს ფაქტიც კი მოწმობს, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ამ დარღვევის პროფილაქტიკის ეფექტური მეთოდების ძიებას. მით უმეტეს, რომ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტების პროგნოზით, 2050 წლისათვის მოსახლეობის დაბერებისა და სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის მატების გამო მსოფლიოში ყოველი 85 კაციდან ერთს ეს დაავადება ექნება.

მეცნიერებმა დაადასტურეს (რადგან ეს არ არის პირველი მცდელობა დიეტასთან ალცჰაიმერის დაკავშირებისა), რომ რამდენიმე ნივთიერება, მათ შორის - ნაჯერი ცხიმოვანი მჟავები, ომეგა-3 და ომეგა-6 ცხიმოვანი მჟავები, E ვიტამინი, B12 ვიტამინი და ფოლიუმის მჟავა - მართლაც აფერხებს დაავადების განვითარებას. ეს ნივთიერებები ყველაზე მეტია თევზში, ნიგოზში, ხილში, ფრინველის ხორცსა და ბოსტნეულში. არაჯანსაღი საკვების ჩამონათვალში შევიდა ხორცი, კარაქი და ცხიმიანი რძე. თუმცა, რასაკვირველია, უნდა ითქვას, რომ საქმე ეხება არა მათ აკრძალვას, არამედ საკვები რაციონის სწორად შედგენას.

მკვლევარები საუბრობენ იმის შესახებ, რომ ალცჰაიმერის დაავადებასთან დაკავშირებული პროფილაქტიკური ეფექტი განპირობებულია რამდენიმე განსხვავებული მექანიზმით, რომელთაგან ზოგიერთი უნივერსალურია. მაგალითდ, ცხიმოვანი მჟავები ხელს უწყობს სისხლძარღვების სიჯანსაღის შენარჩუნებას და ათეროსკლეროზის პროფილაქტიკას, რომელიც, თავის მხრივ, ნეიროდეგენერაციული დაავადების განვითარების ალბათობას ზრდის.

სიმსივნე "შიმშილით მოკვდება"

მეცნიერებმა ჯერ კიდევ XX საუკუნის 20-იანი წლებიდან იციან, რომ კიბოს უჯრედები ენერგიას ნორმალური უჯრედებისგან განსხვავებულად გამოიმუშავებენ (ამ ფენომენს პირველი აღმწერის, გერმანელი ბიოქიმიკოსის ოტო ვარბურგის პატივსაცემად ვარბურგის ეფექტი უწოდეს), მაგრამ XX საუკუნის 70-იანი წლებიდან კიბოს უჯრედების მეტაბოლიზმის კვლევა შეწყდა, რადგან მეცნიერები მთლიანად კიბოს გამომწვევი გენის შესწავლაზე გადაერთნენ. ბოლო დროს კი მკვლევარები უფრო და უფრო დიდ ყურადღებას უთმობენ კიბოს უჯრედების უცნაურ და თითქოს უეფექტო მეტაბოლიზმს, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, მჭიდროდ უკავშირდება კიბოს განვითარებაში მონაწილე გენებს.

ახლახან ჩატარებული გამოკვლევის შედეგები საფუძველს იძლევა ვივარაუდოთ, რომ კიბოს უჯრედები გენეტიკურად გადააპროგრამებენ საშენი ცილების შესაქმნელად აუცილებელი ენერგიის გამოყოფის მექანიზმს და ამ ენერგიის უდიდეს ნაწილს უკონტროლო ზრდისა და გამრავლებისთვის მოიხმარენ.

დევიდ კოხის სახელობის კიბოს კვლევის ინსტიტუტის თანამშრომელს, ბიოლოგიის პროფესორ მეთიუ ვან დერ ჰეიდენს, მიაჩნია, რომ საშუალება, რომელიც ამ მექანიზმებს დაბლოკავს, შესაძლოა რიგი ონკოლოგიური დაავადების სამკურნალო საშუალებად იქცეს. "ყველა სიმსივნეს უწევს მეტაბოლიზმის შეცვლა თავისი პროლიფერაციის შესაბამისად, - ამბობს ჰაიდენი, - და თუ ამას ხელი შევუშალეთ, გვექნება შანსი, სიტუაცია ჩვენდა სასიკეთოდ შევცვალოთ".

ამჟამად ვან დერ ჰეიდენი კიბოს უჯრედების მეტაბოლიზმის მექანიზმებზე მოქმედი ძირეული ფერმენტის - პირუვატკინაზა I2-ის შესწავლით არის დაკავებული. იგი ცდილობს შექმნას პრეპარატი, რომელიც შეცვლის ამ ფერმენტის აქტიურობას და კიბოს უჯრედებს "შიშილით მოკლავს", რადგან ზრდისა და გამრავლებისთვის აუცილებელ ნივთიერებებს წაართმევს.