მეცნიერებმა С ჰეპატიტი შიზოფრენიის განვითარების მაღალ რისკს დაუკავშირეს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მეცნიერებმა С ჰეპატიტი შიზოფრენიის განვითარების მაღალ რისკს დაუკავშირეს

ამის შესახებ იტყობინებიან Journal of Psychiatry & Neuroscience-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ტაივანელი მკვლევარები.

მეცნიერებმა გაანალიზეს 2003-2012 წლებში ტაივანის სამედიცინო დაზღვევის ნაციონალური ბაზის ინფორმცია. მონაცემები ეხებოდა 44 000-ზე მეტ ადამიანს. მათგან 18 000-მდე ადამიანი ინფიცირებული იყო С ჰეპატიტის ვირუსით (HCV), მაგრამ არ იტარებდა მკურნალობას. თითქმის 9 000 იყო HCV- დადებითი და დაახლოებით ნახევარი წლის განმავლობაში ღებულობდა ანტივირუსულ საშუალებებს. დანარჩენი იყო ჯანმრთელი. ადამიანთა უმრავლესობა, რომელთა შესახებ ინფორმაცია გაანალიზდა, იყო 40 წელზე მეტი ასაკის. მონაცემთა ანალიზით აღმოჩნდა, რომ С ჰეპატიტი და შიზოფრენია ერთმანთეთთან იყო კავშირში. შიზოფრენიის ახლად დიაგნოსტირებული შემთხვევები დაკვირვების 9 წლის განმავლობაში, აღმოჩნდა არანამკურნალევ HCV-ინფიცირებულ მონაწილეებში.

ამგვარად, С ჰეპატიტის ვირუსზე სისხლის ანალიზის დადებითი მაჩვენებული წარმოადგენს შიზოფრენიის განვითარების რისკ- ფაქტორს, რაც გათვალისწინებული უნდა იყოს მკურნალობის გადაწყვეტილების მიღების დროს. „პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული პრეპარატების არსებობის ერაში, რომელთაც შეუძლიათ HCV-ინფექციის განადგურება, ასეთი თერაპია აუცილებლად უნდა დაენიშნოს ყველა ინფიცირებულს ღვიძლზე გართულებების რისკის და სხვა ნეგატიური შედეგების, როგორიცაა შიზოფრენია აღმოსაფხვრელად.“ - აცხადებენ კვლევის ავტორები.

С ჰეპატიტს „ალერსიან მკვლევლს“ უწოდებენ, რადგანაც დასნებოვნების სიმპტომები ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ ვლინდება. С ჰეპატიტი ერთერთია, ვირუსული ინფექციებიდან, რომლის სამკურნალოდ ეფექტური ანტივირუსული პრეპარატები არსებობს.