საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 835 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 41 პაციენტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 835 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 41 პაციენტი

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 26 252 კვლევა ტესტით, მათ შორის 12 913 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 339 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 835 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 603 007.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 26 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 18.42%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 26.68% ხოლო 7 დღის მანძილზე - 22.64%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 13 840 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 491 321

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 41 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 138 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 835 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 2 146 შემთხვევა, აჭარა - 245, იმერეთი - 845, ქვემო ქართლი -190, შიდა ქართლი - 227, გურია - 243, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 327, კახეთი - 442, მცხეთა-მთიანეთი - 82, სამცხე-ჯავახეთი - 61, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 27.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 95 522 საიდანაც, 4 640 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 162, აჭარაში - 426, იმერეთში - 798.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 066 პირი, მათ შორის, თბილისში - 455, აჭარაში - 116, იმერეთში - 297. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 282 პირი, მათგან თბილისში - 157, აჭარაში - 29, იმერეთში - 27.

449 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 364 - თბილისში, 0 - აჭარაში.

90 433 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 4 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 4, ხოლო აჭარაში - 0.