მეცნიერებმა სისხლის ჯგუფის შეცვლა შეძლეს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მეცნიერებმა სისხლის ჯგუფის შეცვლა შეძლეს

ამის შესახებ ნაშრომი გამოქვეყნეს ჟურნალში Science Translational Medicine.

მანამდე მედიკოსებს სისხლის გადასხმის ან ორგანოს გადანერგვისას შეეძლოთ გამოეყენებინათ ცნობილი თავსებადი ჯგუფები. მაგალითად, პირველი ჯგუფის დონორები ითვლებიან უნივერსალურებად, რადგანაც მათ არ აქვთ აგლუტინოგენები (А და В ცილები), რაც ამ ჯგუფის სისხლის ყველა პაციენტისთვის გამოყენების საშუალებას იძლევა. თავის მხრივ, მეოთხე ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანებს შეუძლიათ მიიღონ სისხლი ან ორგანოები ყველა დონორიდან.

კანადელმა სპეციალისტებმა შეძლეს გადასანერგი ორგანოს სისხლის ჯგუფის შეცვლა პირველ ჯგუფად. ამისათვის ისინი სისხლს ასუფთავებდნენ სპეციფიკური ანტიგენებისგან (ან А, ან В - მეორე და მესამე ჯგუფისთვის შესაბამისად) ფერმენტების N-აცეტილ-ალფა- D-გალაქტოზამ-დეაცეტილაზის (FpGalNAc-deacetylase) და D-გალაქტოზამინ-გალაქტოზამინიდაზას (FpGalactosaminidase) საშუალებით.

ექსპერიმენტის დასაწყისში ეს მეთოდი მათ შეამოწმეს აორტის ქსოვილზე, შემდეგ წარმატებით გაანადგურეს А ჯგუფის ცილები ფილტვების რვა ნიმუშში.

ფერმენტებს მხოლოდ ოთხი საათი დასჭირდა, პრაქტიკულად ყველა აგლუტინოგენის გასანადგურებლად. შემდეგ მეცნიერებმა შეამოწმეს სისხლის პირველი ჯგუფის მქონე ადამიანების პლაზმის ანტისხეულების რეაქცია და ის უმნიშვნელო აღმოჩნდა, რაც ამ მეთოდის კარგ შეთავსებაზე მეტყველებს.