ომიკრონის გადატანის შემდეგ, სჯობს, ოპერაციული მკურნალობა 7 კვირის განმავლობაში არ ჩატარდეს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ომიკრონის გადატანის შემდეგ, სჯობს, ოპერაციული მკურნალობა 7 კვირის განმავლობაში არ ჩატარდეს

გაერთიანებული სამეფოს ქირურგებისა და ანესთესზიოლოგების კოლეგიამ ურჩია ჯანდაცვის ნაციონალური სამსახურის საავადმყოფოებს არ ჩაატარონ გეგმიური ოპერაციები ომიკრონის შტამით დასნებოვნებიდან მინიმუმ 7 კვირის განმავლობაში.

ბრიტანელ ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ინფექციის შემდეგ პირველი ორი თვე სახიფათოა, განსაკუთრებით ოპერაციის შემდგომი პერიოდი.

გადაუდებელი ოპერაცია უნდა გაკეთდეს, მაგრამ სასურველია პაციენტი სრულად იყოს აცრილი კორონავირუსზე. ეს რეკომენდაცია გამოქვეყნდა სამედიცინო ჟურნალში Anaesthesia.

სტატიაში აღინიშნება, რომ ჯერჯერობით არ არის ზუსტი მონაცემები იმაზე, თუ როგორ მოქმედებს ოპერაციის გამოსავლაზე კორონავირუსის ახალი შტამები და ვაქცინაცია, ამიტომ საჭიროა სიფრთხილე დასნებოვნებიდან 7 კვირის განმავლობაში. ამასთან ექსპერტები გვირჩევენ თითოეული პაციენტის მიმართ ყოველმხრივ და ინდივიდუალურ მიდგომას.

მოსაზრება, რომ ომიკრონის შტამით დასნებოვნებისას დაავადება ასიმპტომურად ან მსუბუქად მიმდინარეობს, და არ იწვევს ოპერაციის შემდგომ პერიოდში გართულებების მაღალ რისკს, დღეისათვის უსაფუძვლოა.

მომატებული რისკის ოპერაციებად ექსპერტები მიიჩნევენ: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის, თავის, კისრის მიდამოს, გულ-სისხლძარღვთა სისტემის და რთულ ორთოპედიულ ოპერაციებს.

პლასტიკური ოპერაციები ითვლება ზომიერი რისკის, ხოლო თვალზე ოპერაციები (კატარაქტა) მინიმალური რისკის შემცველ ოპერაციად.

ქირურგებისა და ანესთეზიოლოგების კოლეგია რეკომენდაციას იძლევა შეძლებისდაგვარად არ ჩაატარონ ოპერაციები დასნებოვნებიდან მინიმუმ 10 დღის განმავლობაში, სამედიცინო პერსონალის ინფიცირების რისკის მინიმიზირების მიზნით.

ექსპერტები აგრძელებენ მონაცემების შეგროვებას ომიკრონის შტამთან დაკავშირებით.